N 437 - 22/11/2023 - „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №437
2023 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნას ცვლილება და „დროებით შემოტანის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №11) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები:
„ო) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარები და სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე მათ შესაკეთებლად გამიზნული სათადარიგო ნაწილები და მოწყობილობა;
პ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლებული საქონელი.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლაშა ხუციშვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე