აქტივების მიწოდება (ბანკის ვალის დასაფარად ქონების რეალიზაცია დღგ-ით დასაბეგრია) N 0702
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
აქტივების მიწოდება N 0702
ფაქტობრივი გარემოებები
· ბანკის ვალის დაფარვის მიზნით იძულების წესით გაიყიდა დღგ-ის გადამხდელი პირის ქონება 11 800 ლარად
· პირმა გასხვისების ოპერაცია არ დაბეგრა დღგ-ით და კომპენსაციის თანხა 11 800 ლარი სრულად ასახა ერთობლივ შემოსავალში
შეფასება
· იძულების წესით ქონების გახვისება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა
· ერთობლივ შემოსავალში ჩასართავი და დღგ-ის დასაბეგრი თანხა უნდა განსაზღვრულიყო 10 000 ლარით
ღონისძიებები
· ქონების გასხვისების საანგარიშო პერიოდზე პირს უნდა დაერიცხოს კუთვნილი დღგ (1 800 ლარი)
· დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირს დაერიცხება ჯარიმა სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლით
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც