საგადასახადო ანგარიშგება N 2301
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საგადასახადო ანგარიშგება N 2301
ფაქტობრივი გარემოებები
•ინდივიდუალური საწარმო დარეგისტრირდა საგადასახადო ორგანოში დეკემბრის თვეში და იმავე თვეში მიღებული აქვს დასაბეგრი შემოსავალი
•ი/მ-მ იმავე წლის ამსახველი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია არ წარადგინა მომდევნო წლის პირველ (1) აპრილამდე
შეფასება
•სსკ-ის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური საწარმო არ არის საწარმო, ასევე სსკ-ის 30-ე მუხლის პირველი ნაწილით, ინდ.მეწარმე არ არის ორგანიზაცია/საწარმო, შესაბამისად მისი საგადასახადო პერიოდი არ განისაზღვრება სსკ-ის 64-ე მუხლის მე-4 ნაწილით
•სსკ-ის 217-ე მუხლის შესაბამისად, ი/მ-ს უნდა წარედგინა გასული საგადასახადო წლის საშემოსავლო დეკლარაცია მომდევნო წლის 1 აპრილამდე
ღონისძიებები
•ი/მ -ეს დეკემბრის თვის შემოსავლების მიხედვით დაერიცხება საშემოსავლო გადასახადი
•პირი დაჯარიმდება სსკ-ის 131-ე მუხლით საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისათვის