N 310 - 20/09/2024 - „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 20.09.2024
№ დოკუმენტი 310
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №310

2024 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით (სსმ, 30.12.2009, №159, სარეგისტრაციო კოდი: 190.040.000.22.033.014.026) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და IX1 თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის IX2 თავი:

„თავი IX2

აუქციონის შედეგების გაუქმების შემთხვევაში თანხის დაბრუნების პროცედურა

მუხლი 215

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გადახდილი დღგ-ის თანხა, აუქციონის შედეგების გაუქმების შემთხვევაში (რაც დასტურდება დოკუმენტურად), ამ ინსტრუქციის VI1 თავით დადგენილი მოთხოვნებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის გაუთვალისწინებლად, უბრუნდება საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო შემოსავლების სამსახურში წარადგენს განცხადებას, რომელსაც უნდა ერთოდეს აუქციონის შედეგების გაუქმების შესახებ შესაბამისი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.“.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ლაშა ხუციშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონომდებლო მაცნე