ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან

ერთობლივი ბრძანება 05.01.2011
№ დოკუმენტი 2/ნ
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

(ძალადაკარგულია - 29.12.2020, №01-132/ნ/322)

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება № 2/ნ–№ 5

2011 წლის 5 იანვარი

ქ. თბილისი

ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29-22 იანვრის ბრძანება №01-7/ნ / №11 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის "რ" ქვეპუნქტის, "ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებთ:

1. დამტკიცდეს:

ა) „ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ნუსხა, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ (დანართი 1);

ბ) „ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხა, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დანართი 2).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29-22 იანვრის ბრძანება №01-7/ნ / №11 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს "ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის №125/ნ-№207 ერთობლივი ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დ. ლომიძე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი

 

დანართი №1

 

ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ნუსხა, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1684233260789 {border-spacing: 0px; background-color: transparent; margin: 0 auto !important; }სეს ესნ კოდი

საქონლის დასახელება

 

0402 29 110 00

ა) დედის რძის ჩამნაცვლებელი ადაპტირებული ნარევები; ბ) რძე და რძის პროდუქტები.

 

0403

მაწონი, იოგურტი, კეფირი, ფერმენტირებული ან შედედებული რძე და ნაღები

 

1602 10 001 00

ცხოველების, ფრინველების და თევზის ხორცის შემცველი პროდუქტები

 

1901 10 000 00

ბავშვთა კვება, საცალო ვაჭრობისათვის დაფასოებული

 

1905

ნამცხვარი და ორცხობილა

 

2005 10 001 00

ხილის, ბოსტნეულის და მარცვლეულის შემცველი ნარევები

 

2007 10 101 00

ჯემი, ხილის ჟელე, მარმელადები, ხილის ან კაკლის პიურე, ხილის ან კაკლის პასტა, თბური დამუშავებით მიღებული, მათ შორის, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით

 

2007 10 911 00

ბავშვთა კვებისათვის

 

2007 10 991 00

ბავშვთა კვებისათვის

 

2009

წვენები

 

2101 20 920 00

ჩაი

 

2106 90 980 03*

ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ბალანსირებული კვებისათვის

 

2106 90 980 09

ა) ამინომჟავის ფორმულაზე დამზადებული ჰიპოალერგიული საკვები;

ბ) რძის ცილის ინტენსიური ჰიდროლიზის შედეგად მიღებული საკვები.

 

0811; 0909; 1211;

2106

 

„მცენარეული ჩაი“

 

2104 20 001 00

მზა წვნიანები და ბულიონები და ნამზადები მათ მოსამზადებლად; ჰომოგენიზებული შედგენილი მზა საკვები პროდუქტები

 

3004 90 000 00ნაყენები

 

შენიშვნა:

1. ნუსხაში შემავალი საქონელი წარმოადგენს 12 თვემდე ასაკის ბავშვთა (ჩვილ ბავშვთა) კვების პროდუქტებს, რომლებიც საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას მარკირებულია ასეთად. ტერმინი

„მარკირებულია ასეთად“ ნიშნავს, რომ პროდუქტის ეტიკეტზე სიტყვებით და ციფრებით გამოხატული ასაკი, რომლის შემდეგაც ბავშვისათვის შეიძლება ამ პროდუქტის მიღება, ნაკლებია 12 თვეზე.

2. დღგ-ის გადასახადისაგან თავისუფლდება ნუსხით წარმოდგენილი, სეს ესნ-ის თერთმეტნიშნა ქვესუბპოზიციის, ასევე 0811, 0909, 1211, 2106 სასაქონლო პოზიციებში შემავალი მცენარეული ჩაის, 0403,1905 და 2009 სასაქონლო პოზიციებში შემავალი საქონლის – 12 თვემდე ასაკის ბავშვთა (ჩვილ ბავშვთა) კვების პროდუქტების, მიწოდება ან/და იმპორტი, რომელიც საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას მარკირებულია ასეთად. სეს ესნ-ის 2106 90 980 09 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში შემავალი საქონლის იმპორტის დღგ-ისაგან გათავისუფლებისათვის ასევე აუცილებელია შესრულებული იყოს შემდეგი პირობები:

ა) ეტიკეტზე განთავსებული უნდა იყოს ინფორმაცია, რომ საქონელი წარმოადგენს ამინომჟავის ფორმულაზე დამზადებულ ჰიპოალერგიულ საკვებს ან რძის ცილის ინტენსიური ჰიდროლიზის შედეგად მიღებულ საკვებს;

ბ) საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს მწარმოებლის წერილობითი დასტური, რომ საქონელი წარმოადგენს ამინომჟავის ფორმულაზე დამზადებულ ჰიპოალერგიულ საკვებს ან რძის ცილის ინტენსიური ჰიდროლიზის შედეგად მიღებულ საკვებს.

3. 2106 90 980 03* – ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ბალანსირებული კვებისათვის, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური ორგანოს მიერ.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის ერთობლივი ბრძანება №01-70/ნ /№452- ვებგვერდი, 15.12.2017წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29-22 იანვრის ერთობლივი ბრძანება №01-7/ნ / №11 - ვებგვერდი, 30.01.2019წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 16 სექტემბრის ერთობლივი ბრძანება №01-61/ნ / №274 - ვებგვერდი, 17.09.2019წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №01-125/ნ / №284 - ვებგვერდი, 30.11.2020წ.

 

დანართი №2

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №01-125/ნ / №284 - ვებგვერდი, 30.11.2020წ.

 

ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხა, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1684236373904 {width: 488pt; margin-left: -0.25pt; margin: 0 auto !important; }სეს ესნ კოდი

საქონლის დასახელება

 

3304 91 000 00

პუდრი

 

3304 99 000 00

ტალკი, ზეთი, კრემი და კანის მოვლის სხვა საშუალებები.

 

3305 10 000 00

შამპუნი

 

3306 10 000 00

კბილის საწმენდი საშუალება

 

3306 90 000 00

პირის ღრუს ჰიგიენის დანარჩენი საშუალებები

 

3307 30 000 00

არომატიზებული მარილები და სხვა შედგენილობები აბაზანებისმისაღებად

 

3401 11 000 00

საპონი

 

3401 30 000 00

ბავშვთა კანის დასაბანი საშუალებები

 

3401 19 000 00

სახის, ხელების, ტანის გასაწმენდი ტენიანი ხელსახოცები

 

3401 20 900 00

დანარჩენი

 

3922 20 000 00

უნიტაზის დასაჯდომი საშუალებები

 

3923 30 109 00

ბოთლი პლასტმასის

 

3923 50 100 00

ბოთლის ქობა

 

3923 90 000 00

მილისებრი ფორმის ექსტრუდირებული ბადე

 

3924 10 000 00

ჭურჭელი პლასტმასის

 

3924 90 900 00

ჰიგიენის საკუთნოები პლასტმასის

 

3926 20 000 00

წინსაფრები პლასტმასის

 

3926 90 970 00

სატყუარები, სატყუარას საკიდები, საღრღნელები (ღრძილებისგასამაგრებელი და გასაგრილებელი საღეჭები) და ასპირატორები პლასტმასის (მათშორის, სილიკონის)

 

4014 90 000 01

საწოვარა და სატყუარა რეზინის (მათ შორის, ლატექსის)

 

4014 90 900 00

ასპირატორი

 

4818 50 000 00

წინსაფრები ქაღალდის

 

5601 21 900 00

ბამბის ჩხირები

 

7013 37 990 00

შუშის ბოთლები ბავშვთა კვებისთვის გამოსაყენებელი – – – – –დანარჩენი

 

7013 42 000 00

შუშის ბოთლები ბავშვთა კვებისთვის გამოსაყენებელი – – მინისაგან,ხაზოვანი გაფართოების კოეფიციენტით არა უმეტეს 5 x 10-6-სა K-ზე, 00C-დან 3000C-მდე ტემპერატურის ინტერვალში

 

7013 49 990 00

შუშის ბოთლები ბავშვთა კვებისთვის გამოსაყენებელი – – – –მექანიკურად ანაწყობი

 

8213 00 000 00

მაკრატელი ჩვილი ბავშვებისათვის

 

9603 21 000 00

კბილის ჯაგრისები

 

9603 29 300 00

თმის ჯაგრისები

 

9615 11 000 00

სავარცხელი

 

9615 19 000 00

დანარჩენი

 

9615 90 000 00

დანარჩენი

 

9617 00 000 00

რძისა და სხვა საკვების შესანახი კონტეინერი (თერმოსები)

 

9619 00

ბავშვის სახვევები და ამოსაფენები და ანალოგიური ნაწარმი,ნებისმიერი მასალისაგან

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1684236682583 {width: 488pt; margin: 0 auto !important; }შენიშვნა:

1. ნუსხაში შემავალი საქონელი წარმოადგენსჰიგიენის ნაწარმს 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვთათვის, რომელიც საბითუმო დასაცალო წესით მიწოდებისას მარკირებულია ასეთად. ტერმინი „მარკირებულია ასეთად“ნიშნავს, რომ საქონელზე ან/და მის შეფუთვაზე დატანილი სიტყვები ან/და ციფრებიან/და გამოსახულება მიანიშნებს, რომ საქონლის გამოყენების მინიმალური ასაკობრივიზღვარი ნაკლებია 3 წელზე. ამასთან, საქონელზე ან/და მის შეფუთვაზე მხოლოდგამოსახულების დატანის შემთხვევაში, აუცილებელია მწარმოებლის წერილობითიდასტურის წარდგენა, საქონლის გამოყენების მინიმალური ასაკობრივი ზღვარისმითითებით.

2. დღგ-ის გადასახადისაგან თავისუფლდება ნუსხითწარმოდგენილი, სეს ესნ-ის თერთმეტნიშნა ქვესუბპოზიციის საქონლის – 0-დან 3წლამდე ასაკის ბავშვთათვის განკუთვნილი ჰიგიენის ნაწარმის მიწოდება ან/დაიმპორტი, რომელიც საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას მარკირებულია ასეთად.

3. ჰიგიენურ საკუთნოებში იგულისხმება:

ა) საწოვრები;

ბ) ღამის ქოთანი;

გ) ბავშვის ბოთლის შალითა;

დ) ბოთლის დასაჭერი სახელურები;

ე) ბავშვის დაბანის დროს აბაზანაში ჩასადებისხეულის ფორმის საკუთნო

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე