N 01-58/ნ - 29/06/2021 - „იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის №01-132/ნ/322 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №01-58/ნ/№157
2021 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
„იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის №01-132/ნ/322 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1
„იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის №01-132/ნ/322 ერთობლივ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2020, 470230000.22.035.016823) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:
1. №2 დანართის (სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხა, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ამ დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული საქონლის იმპორტი დღგ-ისაგან გათავისუფლებულია 2020 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 1 იანვრამდე.“.
2. №5 დანართის (საქართველოში წარმოებული სამკურნალო/სამედიცინო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლის ან ფარმაცევტული საწარმოს მიერ მისივე წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის ნუსხა, რომელთა მიწოდება გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული საქონლის მიწოდება დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია 2020 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 1 იანვრამდე.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი