საგადასახადო აგენტის ვალდებულების შეუსრულებლობა N 2412

2412 საგადასახადო აგენტის ვალდებულების შეუსრულებლობა 29.12.2010
№ დოკუმენტი 2412
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საგადასახადო აგენტის ვალდებულების შეუსრულებლობა N 2412

ფაქტობრივი გარემოებები

•მოიჯარე საწარმომ, საიჯარო ქირის სანაცვლოდ, ფიზიკურ პირს, მიაწოდა აქტივი ჩატარებული სარემონტო სამუშაოების სახით

•საწარმომ საიჯარო ქირის სანაცვლოდ შესრულებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება არ დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, მეიჯარეს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია წარდგენილი არ აქვს

•ვარიანტი 1: მეიჯარე გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირია

•ვარიანტი 2: მეიჯარე არ არის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირი

შეფასება

•აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს ბარტერს. მეიჯარისათვის მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას

•პირველ ვარიანტში: გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებული იყო დამოუკიდებლად დაედეკლარირებინა მიღებული შემოსავალი

•მე-2 ვარიანტში: მოიჯარე ვალდებული იყო, გადახდის წყაროსთან დაეკავებინა საშემოსავლო გადასახადი

ღონისძიებები

•პირველ ვარიანტში: მეიჯარეს დაერიცხება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრება ჯარიმა დეკლარაციის წარუდგენლობისათვის (სსკ-ის 131-ე მუხლი)

•მე-2 ვარიანტში: საწარმოს დაერიცხება საშემოსავლო გადასახადის დაუკავებელი თანხა და დაჯარიმდება საგადასახადო აგენტის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის (სსკ-ის 134-ე მუხლი)

•მე-2 ვარიანტში: საწარმო, შესაბამისი თვის დეკლარაციაში შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლის მიხედვით

•მე-2 ვარიანტში: მეიჯარეს დაეკისრება ჯარიმა გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევისათვის (სსკ-ის 130-ე მუხლი)