„ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №135
2005 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ
დებულების დამტკიცების თაობაზე
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით:
1. დამტკიცდეს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
პრემიერ-მინისტრი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №182 – ვებგვერდი, 27.04.2011წ.
2. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 18.05.2011წ.
დებულება
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ
მუხლი 1. დებულების მიზანი და რეგულირების სფერო
1. დებულება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვების და ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის საფუძველზე.
2. დებულების მიზანია „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანამდე ამ სფეროში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანებართვო და სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების დადგენა.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას, ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების ან რადიაქტიური ნარჩენების შეძენას, ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალის ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან, ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების ექსპორტს, იმპორტს ან ტრანზიტს ახორციელებს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ლიცენზია და ნებართვები არ გაიცემა და მათ მიერ აღნიშნული საქმიანობის და ქმედებების განსახორციელებლად დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი დგინდება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 18.05.2011წ.
მუხლი 2. ნებართვის მისაღებად წარსადგენი საბუთები
ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №182 – ვებგვერდი, 27.04.2011წ.
მუხლი 3. ლიცენზიების მისაღებად წარსადგენი საბუთები
1. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ლიცენზიის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლით დადგენილი წესით.
2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა ლიცენზიის მისაღებად წარსადგენ განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნა;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასკვნები (სანიტარიული პასპორტი და შრომის ინსპექციის დასკვნა).
მუხლი 4. ნებართვის გაცემის წესი
სამინისტრო ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 5. ლიცენზიის გაცემის წესი
სამინისტრო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 6. ნებართვისა და ლიცენზიის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი და უარის თქმის საფუძვლები
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები და მათ გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 7. ნებართვისა და ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები
ნებართვისა და ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 და 29-ე მუხლებით.
მუხლი 8. სანებართვო და სალიცენზიო მოწმობის ფორმა
სანებართვო და სალიცენზიო შემოწმების ფორმა განისაზღვრება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №182 – ვებგვერდი, 27.04.2011წ.
მუხლი 9. სანებართვო და სალიცენზიო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება
ნებართვის ან ლიცენზიის მფლობელის მიერ სანებართვო ან სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში გამოიყენაბა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და 31-ე მუხლებით განსაზღვრული დებულებები.
მუხლი 10. ნებართვის და ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა
1. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.
2. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, ექვსი თვის ვადით.
მუხლი 11. სანებართვო და სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი
1. ამ დებულებით განსაზღვრული ნებართვებისა და ლიცენზიების მფლობელთა მიერ სანებართვო და სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სანებართვო და სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლისა და ნებართვის და ლიცენზიის გაუქმების წესი განისაზღვრება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონით.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე