არამატერიალური აქტივის გამოქვითვა (2011 წლიდა 1000 ლარამდე შეიძლება გამოიქვითოს სრულად) N 0250

0250 არამატერიალური აქტივის გამოქვითვა (2011 წლიდა 1000 ლარამდე შეიძლება გამოიქვითოს სრულად) 26.07.2011
№ დოკუმენტი 0250
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

არამატერიალური აქტივის გამოქვითვა N 0250

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმო ეწევა ლიცენზირებას დაქვემდებარებულ საქმიანობას

· I ვარიანტი: 2011 წელს აღებულ 3 წლიან ლიცენზიაზე გაწეული დანახარჯები, რომელიც აღემატებოდა 1000 ლარს, საწარმომ ლიცენზიის მიღებისთანავე სრულად გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან

· II ვარიანტი: 2011 წელს აღებულ 3 წლიან ლიცენზიაზე გაწეული დანახარჯები, რომელიც არ აღემატებოდა 1000 ლარს, საწარმომ ლიცენზიის მიღებისთანავე სრულად გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან

შეფასება

· ლიცენზია სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით განიხილება არამატერიალურ აქტივად. სსკ-ის 113-ე მუხლის შესაბამისად, არამატერიალურ აქტივების შეძენაზე გაწეული ხარჯი გამოიქვითება პროპორციულად საამორტიზაციო ანარიცხების სახით მათი სასარგებლო გამოყენების ვადის განმავლობაში

· I ვარიანტში საწარმოს მიერ გაზრდილია ერთობლივი შემოსავალიდან გამოსაქვითი ხარჯები

· II ვარიანტში სსკ-ის 113-ე მუხლის მიხედვით საწარმოს ქმედება მართლზომიერია

ღონისძიებები

· I ვარიანტში საწარმოს დაუკორექტირდება (გადანაწილდება წლების მიხედვით) გამოსაქვითი ხარჯები და შესაბამის შემთხვევებში დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი

· I ვარიანტში საწარმო დეკლარაცაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ.132-ე) მუხლით

· II ვარიანტში პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება

აღნიშნული სახელმძღვანელო გამოიყენება, როგორც საწარმოს ისე მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში.

სახელმძღვანელო შემუშავებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება 2011 წლიდან საგადასახადო პერიოდებზე

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით