N 5942-Iს - 27/03/2012 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის რეგულირების სფერო
ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.“.
2. მე-4 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ საგადასახადო მოთხოვნის ან/და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე დარჩენილია ერთ წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა საგადასახადო/საბაჟო დეკლარაცია ან გაანგარიშება (მათ შორის, შესწორებული), ამ დეკლარაციის ან გაანგარიშების საფუძველზე განხორციელებულ დარიცხვებზე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გრძელდება ერთი წლით.“.
3. მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ) პირის მიერ წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე;“.
4. მე-18 მუხლის მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 15. ამ მუხლის მე-11 ნაწილის მიზნებისათვის ითვლება, რომ პირთა ურთიერთდამოკიდებულებას გავლენა არ მოუხდენია გარიგების შედეგებზე, თუ სპეციალურ სავაჭრო კომპანიასა და მის ურთიერთდამოკიდებულ პირს შორის უცხოური საქონლის მიწოდება საბაჟო საწყობში განხორციელდა საბაჟო ღირებულებით.“.
5. 241 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. სპეციალური სავაჭრო კომპანია არის საბაჟო საწყობში საქმიანობის განმახორციელებელი საწარმო, რომელსაც მოგების გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი.“;
ბ) მე-4 ნაწილის:
ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ) შემდგომი რეექსპორტის ან/და მიწოდების მიზნით არანაკლებ საბაჟო ღირებულებით შეისყიდოს უცხოური საქონელი სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის არმქონე საწარმოსა გან;“;
ბ.ბ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.გ) შემოსავალი, გარდა ამ ნაწილის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა, რომელიც საქართველოში არსებული წყაროდან საგადასახადო პერიოდის (წლის) მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს 1 მილიონ ლარს და მის მიერ საქართველოში შემოტანილი უცხოური საქონლის საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს.“;
გ) მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დ) ჰქონდეს საბაჟო საწყობი.“;
დ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 6. გადასახადის გადამხდელის მიერ სპეციალური სავაჭრო კომპანიიდან უცხოური საქონლის შესყიდვის შემთხვევაში მყიდველის მიერ ერთობლივი წლიური შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი არ შეიძლება იყოს ამ საქონლის საბაჟო ღირებულებაზე მეტი. ეს შეზღუდვა არ ეხება მყიდველის მიერ გაწეულ ხარჯებს, რომლებიც ამ კოდექსით მიეკუთვნება აქტივის ღირებულებას და არ უკავშირდება სპეციალური სავაჭრო კომპანიისათვის გადახდებს.“.
6. 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ვ.ბ) რომელიც აღნიშნულია საბაჟო დეკლარაციაში და რომლის შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენა საქონლის დეკლარირებისას სავალდებულო არ არის;“.
7. 47-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) რომელსაც აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა ყველა საგადასახადო ორგანოსათვის მხოლოდ ამ გადაწყვეტილებაში მოცემული საქონლის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის საკითხის მიმართ, თუ ასეთი გადაწყვეტილება გამოცემულია აღნიშნულ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე და დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი მონაცემები და ინფორმაცია სრულად შეესაბამება იმ ინფორმაციას, რომლის საფუძველზედაც იქნა გამოცემული გადაწყვეტილება;“.
8. 73-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 10. უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას, ასევე საბაჟო ღირებულების და იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის განსაზღვრისას უცხოური ვალუტა გადაიანგარიშება ლარებში:
ა) ოპერაციის დღისათვის/საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ბ) კურსით, რომელიც განისაზღვრება ლარის მიმართ უცხოური ვალუტის გამოქვეყნებული კურსით, მათ შორის, სხვა სახელმწიფოებში გამოქვეყნებული კურსით იმ ვალუტის მიმართ, რომელზედაც არსებობს ლარის გაცვლის ოფიციალური კურსი, თუ ოპერაციის დღისათვის/საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არ არსებობს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი.“.
9. 162-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა.ა) საბაჟო ღირებულებისა;“;
ბ) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 21. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობების მიუხედავად, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით პირი შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე, თუ იგი წარმოადგენს წერილობით ვალდებულებას, რომ იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლიდან მომდევნო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განახორციელებს საწარმოს ძირითად საშუალებად გამოსაყენებელი ან/და საწარმოს ძირითადი საშუალებისა თვის განკუთვნილი, არანაკლებ 5,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის იმპორტს.“;
გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 7. საბაჟო საწყობში მიწოდებული უცხოური საქონლის იმპორტის შემთხვევაში იმპორტის თანხას ემატება საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხა, რომლის მიხედვითაც იმპორტიორი დღგ-ს გადაიხდის იმპორტის გადასახდელთან ერთად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.
10. 163-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა) ექსპორტის/რეექსპორტის თანხა არის საბაჟო ღირებულება;“.
11. 164-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა) საქონლის დროებითი შემოტანის თანხა ტოლია დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევის შემთხვევაში ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იმპორტის თანხისა;“.
12. 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის:
ა) „ გ2 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ2 ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრიდან დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა;“;
ბ) „დ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დ.ე) აეროპორტებისა და ნავსადგურების საბაჟო კონტროლის ზონაში მგზავრთა მომსახურება, რომლის ღირებულება შედის საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთის ფასში;“;
გ) „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ რ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტვირთის შემოტანისას გემისათვის გაწეული მომსახურება (კერძოდ, პორტის, საზღვაო-სალოცმანო სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურება);
ს) საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის მიწოდება;“.
13. 169-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) საქონლის დროებითი შემოტანისას ამ კოდექსის 164-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი შემოტანის თანხის 0.54 პროცენტს ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე, მაგრამ არა უმეტეს საქონლის დროებითი შემოტანისას დროებითი შემოტანის თანხის 18 პროცენტისა;“.
14. 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) საბაჟო დეკლარაცია;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ვ) საბაჟო საწყობში მიწოდებული უცხოური საქონლის იმპორტის შემთხვევაში საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხაზე დღგ-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;“.
15. 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიის გარეთ გაწეული მომსახურების ან/და საქონლის პროდუქტის (საპროექტო დოკუმენტაცია, ტექნიკური დოკუმენტაცია, ტექნოლოგიური სქემა, პროგრამა და სხვა) მიწოდება ინტერნეტით ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვაგვარი საშუალებით, თუ იგი არ კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს ინტეგრირებული სქემის ან სხვა სახის ინფორმაციის მატარებლის საშუალებით.“.
16. 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-12 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1674822931173 {margin-left: 5.4pt; margin: 0 auto !important; }12
მსუბუქი ავტომობილები (დასაბეგრი ოპერაციისგანხორციელების წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით,ხოლო იმპორტის შემთხვევაში – საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის წელსა და მსუბუქი ავტომობილისგამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით):
8703
ძრავის მოცულობის 1 სმ3
ა) 1 წლამდე
1.5
ბ) 1 წლის
1.5
გ) 2 წლის
1.4
დ) 3 წლის
1.3
ე) 4 წლის
1.2
ვ) 5 წლის
1.0
ზ) 6 წლის
0.7
თ) 7 წლის
0.5
ი) 8 წლის
0.5
კ) 9 წლის
0.5
ლ) 10 წლის
0.5
მ) 11 წლის
0.5
ნ) 12 წლის
0.5
ო) 13 წლის
0.6
პ) 14 წლის
0.7
ჟ) 14 წელზე მეტის
0.8
17. 189-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით აქციზის ჩათვლა ან დაბრუნება ხორციელდება მწარმოებლის მიერ ანგარიშ-ფაქტურის ან/და საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს მის მიერ აქციზის გადახდას აქციზური საქონლის (ნედლეულის) მწარმოებლისათვის ან/და აქციზური საქონლის (ნედლეულის) იმპორტისას.“.
18. 194-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა.ბ) საბაჟო დეკლარაციას საქონლის ექსპორტში გაშვების შესახებ;“.
19. 195-ე და 196-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 195. გადასახადის გადამხდელი
იმპორტის გადასახადის გადამხდელია პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს საქონელს, გარდა ექსპორტისა.
მუხლი 196. დაბეგვრის ობიექტი
იმპორტის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას საქონლის საბაჟო ღირებულება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.
20. 197-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იმპორტის გადასახადის 12-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება შემდეგი საქონლის საბაჟო ღირებულება:
#assignedTableId-1674822931176 {margin-left: 5.4pt; margin: 0 auto !important; }№
კოდი
საქონლის დასახელება
1
0105
შინაური ფრინველიცოცხალი, ანუ შინაური ქათამი (Gallus domesticus), იხვები, ბატები, ინდაურები დაციცრები
2
0201
ხორცი მსხვილფეხარქოსანი პირუტყვისა, ახალი ან გაცივებული
3
0202
ხორცი მსხვილფეხარქოსანი პირუტყვისა, გაყინული
4
0204
ხორცი ცხვრისა ანთხისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული
5
0205 00
ხორცი ცხენების,ვირების, ჯორების ან ჯორცხენების, ახალი, გაცივებული ან გაყინული
6
0206
საკვები სუბპროდუქტებიმსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორების, ცხვრების, თხების, ცხენების, ვირების,ჯორების ან ჯორცხენების, ახალი, გაცივებული ან გაყინული
7
0207
ხორცი და საკვებისუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველისა, ახალი, გაცივებულიან გაყინული
8
0208
სხვა ხორცი და ხორცისსაკვები სუბპროდუქტები, ახალი, გაცივებული ან გაყინული
9
0210
ხორცი და ხორცისსაკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამხმარი ან შებოლილი; საკვებიფქვილი ხორცისაგან ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან
10
0401 10 100 00
– – პირველად საფუთავებშინეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
11
0401 20 110 00
– – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
12
0401 20 910 00
– – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
13
0401 30 110 00
– – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
14
0401 30 310 00
– – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
15
0401 30 910 00
– – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
16
0402 10 110 00
– – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
17
0402 10 910 00
– – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
18
0402 21 110 00
– – – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
19
0402 21 910 00
– – – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
20
0402 29 150 00
– – – – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
21
0402 29 910 00
– – – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
22
0402 91 110 00
– – – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
23
0402 91 310 00
– – – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
24
0402 91 510 00
– – – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
25
0402 91 910 00
– – – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
26
0402 99 110 00
– – – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
27
0402 99 310 00
– – – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
28
0402 99 910 00
– – – – პირველადსაფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
29
0403
დო, აჭრილი რძედა ნაღები, იოგურტი, კეფირი და სხვა ფერმენტირებული ან შედედებული რძე და ნაღები,შესქელებული ან შეუსქელებელი, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებითან მათ გარეშე, საგემოვნო-არომატული დანამატებით ან მათ გარეშე, ხილის, კაკლის ანკაკაოს დამატებით ან მათ გარეშე
30
0407 00
ფრინველის კვერცხინაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული
31
0408
ფრინველის კვერცხიუნაჭუჭოდ და კვერცხის გულები, ახალი, გამხმარი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული,დაყალიბებული, გაყინული ან სხვა ხერხით დაკონსერვებული, შაქრის ან სხვა დამატკბობელინივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე
32
0409 00 000 00
ნატურალური თაფლი
33
0410 00 000 00
ცხოველური წარმოშობისკვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი
34
0701
კარტოფილი, ახალიან გაცივებული
35
0702 00 000 00
პომიდორი, ახალიან გაცივებული
36
0703
ხახვი თავიანი,ხახვი-შალოტი, ნიორი, პრასი და დანარჩენი ხახვისნაირი ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული
37
0704
თავხვეული კომბოსტო,ყვავილოვანი კომბოსტო, კოლრაბი, კეჟერა კომბოსტო და Brassica გვარის საკვები ანალოგიურიბოსტნეული, ახალი ან გაცივებული
38
0706
სტაფილო, თალგამი,სუფრის ჭარხალი, თხისწვერა, ფესვურა ნიახური, ბოლოკი და სხვა ანალოგიური საკვებიძირნაყოფები, ახალი ან გაცივებული
39
0707 00
კიტრი და კორნიშონები,ახალი ან გაცივებული
40
0708
პარკოსანი ბოსტნეული,დაჩურჩული ან დაუჩურჩავი, ახალი ან გაცივებული
41
0709
ბოსტნეული დანარჩენი,ახალი ან გაცივებული
42
0710
ბოსტნეული (ახალიან წყალში ან ორთქლზე მოხარშული), გაყინული
43
0711
დაკონსერვებულიბოსტნეული, ხანმოკლე შენახვისათვის (მაგალითად, გოგირდის დიოქსიდით, მარილწყალში,გოგირდიან წყალში ან სხვა დროებით დამაკონსერვებელ ხსნარში), მაგრამ ასეთი სახითსაკვებად უშუალო გამოყენებისათვის უვარგისი
44
0712 20 000 00
– თავიანი ხახვი
45
0712 31 000 00
– – Agaricus გვარისსოკოები
46
0712 32 000 00
– – ხის სოკო ანაურიკულარიები (Auricularia spp.)
47
0712 33 000 00
– – საფუარი სოკოები(Tremella spp.)
48
0712 39 000 00
– – დანარჩენი
49
0713
პარკოსანი ბოსტნეულიხმელი, დაჩურჩული, სათესლე ქერქისაგან გაცლილი ან გაუცლელი, დამტვრეული ან დაუმტვრეველი
50
0714
მანიოკი, მარანთა,სალეპი, მიწის მსხალი ანუ ტოპინამბური, ტკბილი კარტოფილი ანუ ბატატი და სხვა ანალოგიურიძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები სახამებლის ან ინულინის მაღალი შემცველობით, ახალი,გაცივებული, გაყინული ან ხმელი, მთელი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად ან გრანულებისსახით; საგოს პალმის ნაყოფის გული
51
0802
კაკალი დანარჩენი,ახალი ან ხმელი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუცლელი, კანით ან კანის გარეშე
52
0803 00
ბანანები, პლანტაინებისჩათვლით, ახალი ან ხმელი
53
0805
ციტრუსები, ახალიან ხმელი
54
0806
ყურძენი, ახალიან ხმელი
55
0807
ნესვი (საზამთროსჩათვლით) და პაპაია, ახალი
56
0808
ვაშლი, მსხალი დაკომში, ახალი
57
0809
გარგარი, ალუბალიდა ბალი, ატამი (ნექტარინების ჩათვლით), ქლიავი და ღოღნოშო, ახალი
58
0810
ხილი დანარჩენი,ახალი
59
0811
ხილი და კაკალი,წყალში ან ორთქლზე თბურად დამუშავებული ან დაუმუშავებელი, გაყინული, შაქრის ანსხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე
60
0812
ხილი და კაკალი,დაკონსერვებული ხანმოკლე შენახვისათვის (მაგალითად, გოგირდის დიოქსიდით, მარილწყალში,გოგირდოვან წყალში ან სხვა დროებით დამაკონსერვებელ ხსნარში), მაგრამ ასეთი სახითსაკვებად უშუალო გამოყენებისათვის უვარგისი
61
0813
ხილი ხმელი,0801–0806 სასაქონლო პოზიციების ნაყოფების გარდა; მოცემული ჯგუფის კაკლის ანხმელი ნაყოფების ნარევები
62
0902
ჩაი საგემოვნო-არომატულიდანამატებით ან მათ გარეშე
63
1101 00
ხორბლის ან ხორბალ-ჭვავისფქვილი
64
1102
დანარჩენი მარცვლეულისფქვილი, გარდა ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავისა
65
1103
ბურღული, უხეშადნაფქვავი ფქვილი და მარცვლოვანების მარცვლის გრანულები
66
1105
კარტოფილის წმინდადდა უხეშად ნაფქვავი ფქვილი, ფხვნილი, ფანტელები, გრანულები
67
1106
წმინდად და უხეშადნაფქვავი ფქვილი და ფხვნილი 0713 სასაქონლო პოზიციის ხმელი პარკოსანი ბოსტნეულის,საგოს პალმის ნაყოფის გულის, 0714 სასაქონლო პოზიციის ძირნაყოფების ან ბოლქვნაყოფებისან 08 ჯგუფის პროდუქტებისაგან
68
1108
სახამებელი; ინულინი
69
1109 00 000 00
ხორბლის წებოვანა,მშრალი ან ტენიანი
70
1512 19 900 00
– – – დანარჩენი
71
1601 00
ძეხვი და ანალოგიურიპროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან; მზა საკვები პროდუქტები,დამზადებული მათ საფუძველზე
72
1602 10 00
– ჰომოგენიზებულიმზა პროდუქტები
73
1602 20
– ნებისმიერი ცხოველისღვიძლისაგან
74
1602 31
– – ინდაურის
75
1602 32
– – შინაური ქათმის(Gallus domesticus)
76
1602 39
– – დანარჩენი
77
1602 41
– – ბარკლები დამათი გადანაჭრები
78
1602 42
– – ბეჭის ნაწილიდა მისი გადანაჭრები
79
1602 49
– – დანარჩენი,ნარევების ჩათვლით
80
1602 50
– მსხვილფეხა რქოსანიპირუტყვის ხორცისაგან
81
1701 12
– – ჭარხლის შაქარი
82
1701 91 000 00
– – საგემოვნო-არომატულიან საღებარი დანამატებით
83
1701 99
– – დანარჩენი
84
1702
დანარჩენი შაქარი,ქიმიურად სუფთა ლაქტოზას, მალტოზას, გლუკოზასა და ფრუქტოზას ჩათვლით, მყარ მდგომარეობაში;შაქრის სიროფები საგემოვნო-არომატული ან საღებარი ნივთიერების დამატების გარეშე;ხელოვნური თაფლი, ნატურალურ თაფლთან შერეული ან შეურეველი; კარამელის კულერი
85
1703
მელასა, შაქრისამოღებით ან რაფინირების შედეგად მიღებული
86
1704
შაქრის საკონდიტრონაწარმი (თეთრი შოკოლადის ჩათვლით), რომელიც არ შეიცავს კაკაოს
87
19
მზა პროდუქტებიმარცვლოვანების მარცვლის, ფქვილის, სახამებლის ან რძისაგან; ცომეული საკონდიტრო ნაწარმი
88
2001
ბოსტნეული, ხილი,კაკალი და მცენარეთა საკვებად ვარგისი სხვა ნაწილები, ძმრის ან ძმარმჟავას დამატებითდამზადებული ან დაკონსერვებული
89
2002
პომიდორი, ძმრისან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული
90
2003
სოკო და ტრიუფელი,ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული
91
2004
სხვა ბოსტნეული,ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაყინული,2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტების გარდა
92
2005
სხვა ბოსტნეული,ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაუყინავი,2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტების გარდა
93
2006 00
ბოსტნეული, ხილი,კაკალი, ნაყოფების ქერქი ან მცენარეთა სხვა ნაწილები, შაქრით დაკონსერვებული (შაქრისსიროფით გაჟღენთილი, მოსარკლული ან დაშაქრული)
94
2007
ჯემი, ხილის ჟელე,მარმელადები, ხილის ან კაკლის პიურე, ხილის ან კაკლის პასტა, თბური დამუშავებით მიღებული,მათ შორის, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით
95
2008 19
– – დანარჩენი,ნარევების ჩათვლით
96
2008 20
– ანანასი
97
2008 30
– ციტრუსები
98
2008 40
– მსხალი
99
2008 50
– გარგარი
100
2008 60
– ალუბალი და ბალი
101
2008 70
– ატამი, ნექტარინებისჩათვლით
102
2008 80
– მარწყვი და ხენდრო
103
2008 91 000 00
– – პალმის გული
104
2008 92
– – ნარევები
105
2008 99
– – დანარჩენი
106
2009
ხილის წვენები(ყურძნის ბადაგის ჩათვლით) და ბოსტნეულის წვენები, დაუდუღებელი და სპირტის დანამატებისგარეშე, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე
107
2101
ყავის, ჩაის ანმატეს (პარაგვაის ჩაის) ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები და მათ ფუძეზე ანყავის, ჩაის ან მატეს (პარაგვაის ჩაის) ფუძეზე დამზადებული მზა პროდუქტები; მოხალულივარდკაჭაჭა და სხვა მოხალული ყავის შემცვლელები და მათი ექსტრაქტები, ესენციები დაკონცენტრატები
108
2103
პროდუქტები საწებლებისმოსამზადებლად და მზა საწებლები; საგემოვნო დანამატები და შერეული საკაზმები; მდოგვისფხვნილი და მზა მდოგვი
109
2106 90
– დანარჩენი
110
2201 10 190 09
– – – – დანარჩენი
111
2201 10 900 00
– – დანარჩენი
112
2201 90 000 09
– – – დანარჩენი
113
2201 90 000 99
– – დანარჩენი
114
2202
წყლები, მინერალურისადა გაზიანის ჩათვლით, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ან საგემოვნო-არომატული ნივთიერებებისდანამატების შემცველობით, და სხვა უალკოჰოლო სასმელები, 2009 სასაქონლო პოზიციისხილისა და ბოსტნეულის წვენების გარდა
115
2203 00
ალაოს ლუდი
116
2302 10
– სიმინდის
117
2302 30
– ხორბლის
118
2302 40
– დანარჩენი მარცვლოვანების
119
24
თამბაქო და თამბაქოსსამრეწველო შემცვლელები
120
25
მარილი; გოგირდი;მიწები და ქვა; საბათქაშე მასალები, კირქვა და ცემენტი
121
3402
ზედაპირულად აქტიურიორგანული ნივთიერებები (საპნის გარდა); ზედაპირულად აქტიური საშუალებები, სარეცხისაშუალებები (დამხმარე სარეცხი საშუალებების ჩათვლით) და საწმენდი საშუალებები, საპნისშემცველი ან მის გარეშე (3401 სასაქონლო პოზიციის საშუალებების გარდა)
122
3918
პლასტმასის იატაკისსაფრები, თვითწებვადი ან არათვითწებვადი, რულონებად ან ფირფიტებად; პლასტმასის საფრებიკედლებისა და ჭერებისათვის, მოცემული ჯგუფის მე-9 შენიშვნაში მითითებული
123
3922
აბაზანები, შხაპები,წყლის ჩასადინარი ნიჟარები, პირსაბანი ნიჟარები, ბიდეები, უნიტაზები, დასაჯდომებიდა სახურავები მათთვის, წყალჩასაშვები ავზაკები და ანალოგიური სანიტარიულ-ტექნიკურინაწარმი, პლასტმასისაგან
124
3923
პლასტმასის ნაწარმისაქონლის ტრანსპორტირებისათვის ან შეფუთვისათვის; პლასტმასის საცობები, ხუფები, თალფაქებიდა სხვა საცობი ნაწარმი
125
3924
სასადილო და სამზარეულოჭურჭელი და სამზარეულოს საკუთნოები, დანარჩენი საოჯახო ნივთები და ჰიგიენის ან ტუალეტისსაგნები, პლასტმასისაგან
126
3925 20 000 00
– კარები და ზღურბლებიმათთვის, ფანჯრები და მათი ჩარჩოები
127
3925 30 000 00
– დარაბები, შტორები(ვენეციური ჟალუზების ჩათვლით) და ანალოგიური ნაწარმი და მათი ნაწილები
128
3925 90
– დანარჩენი
129
3926 90
– დანარჩენი
130
4407
ხეტყის მასალა,გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, შრეებად გაყოფილი ან შპონახდილი, გარანდული ან გაურანდავი,გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე, სისქით 6 მმ-ზე მეტი
131
4408
მოსაპირკეთებელიფურცლები (შრეული მერქნის დაყოფით მიღებულის ჩათვლით), შეწებებული ფანერისათვის ანსხვა ანალოგიური შერეული მერქნისათვის, და სხვა ხის მასალა, გასწვრივ დახერხილი,დაჭრილი ნაწილებად ან შპონახდილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი,ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე, სისქით არა უმეტეს 6 მმ-ისა
132
4409
დახერხილი ხეტყე(პარკეტის თამასებისა და ფრიზის ჩათვლით, აუწყობელი) დაპროფილებული პაგონაჟის სახით(ქიმებით, თხემებით, ღარებით, ნარანდიანი, ჩამოთლილი კიდეებით, ნახევრად მომრგვალებულინარიმანდის შეერთების სახით, ფასონური, მომრგვალებული ან ანალოგიური) ნებისმიერინაწიბურის ტორსის ან სიბრტყის გასწვრივ, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი,ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე
133
4413 00 000 00
მერქანი დაწნეხილი,ბლოკების, ფილების, ძელების ან დაპროფილებული ფორმების სახით
134
4418
ნაწარმი სადურგლოდა სახუროო ხის, სამშენებლო, უჯრედოვანი ხის პანელების, აწყობილი ფილა-პარკეტის,სოლ-ყავრისა და სახურავის ყავრის ჩათვლით
135
4420
ხის ნაწარმი მოზაიკურიდა ინკრუსტირებული; ზარდახშები და კოლოფები საიუველირო ან დანისებრი და ანალოგიურინაწარმისათვის, ხის; სტატუეტები და სხვა დეკორატიული ნაწარმი, ხის; ავეჯის ხის საგნები,94-ე ჯგუფში მიუთითებელი
136
4421
სხვა ნაწარმი, დანარჩენი
137
6801 00 000 00
ძელურა, ბორდიურისქვები და დასაგები ფილები ბუნებრივი ქვისაგან (გარდა ფიქლისა)
138
6802
ქვა დამუშავებული(გარდა ფიქლისა) ძეგლებისათვის ან მშენებლობისათვის და მისი ნაწარმი, გარდა 6801სასაქონლო პოზიციის საქონლისა; მოზაიკის კუბურები და ბუნებრივი ქვის (ფიქლის ჩათვლით)ანალოგიური ნაწარმი ფუძეზე ან ფუძის გარეშე; ბუნებრივი ქვის (ფიქლის ჩათვლით) გრანულები,ნაფხვენი და ფხვნილი, ხელოვნურად შეღებილი
139
6804
დოლაბები, სალესიქვები, სახეხი რგოლები და ანალოგიური უკარკასო ნაწარმი, განკუთვნილი სახეხად, სალესად,საპრიალებლად, მოსარგებად ან მოსაჩუქურთმებლად, ქვები ხელით სალესად ან საპრიალებლადდა მათი ნაწილები ბუნებრივი ქვის, აგლომერირებული ბუნებრივი ან ხელოვნური აბრაზივებისან კერამიკისაგან, სხვა მასალების დეტალებთან აწყობილი ან ამ დეტალების გარეშე
140
6805
ბუნებრივი ან ხელოვნურიაბრაზიული ფხვნილი ან მარცვალი, გაჭრილ ან გაკერილ, ან განსაზღვრული ფორმის მისაღებადსხვა მეთოდით დამუშავებულ, ან დაუმუშავებელ ქსოვილის, ქაღალდის, მუყაოს ან სხვა ფუძეზე
141
6806
წიდის ბამბა, მინერალურისილიკატური ბამბა და ანალოგიური მინერალური ბამბები; განშრევებული ვერმიკულიტი, აფუებულითიხები, აქაფებული წიდა და ანალოგიური აფუებული მინერალური პროდუქტები; თბოსაიზოლაციო,ბგერათსაიზოლაციო ან ბგერათშთამნთქმელი მინერალური მასალების ნარევები და ნაწარმი,გარდა 6811 ან 6812 სასაქონლო პოზიციის ან 69-ე ჯგუფის ნაწარმისა
142
6807
ნაწარმი ასფალტისან ანალოგიური მასალებისაგან (მაგალითად, ნავთობის ბიტუმის ან ქვანახშირის სქელფისისაგან)
143
6808 00 000 00
პანელები, ფილები,ბლოკები და ანალოგიური ნაწარმი ცემენტით, თაბაშირით ან სხვა მინერალური შემკვრელინივთიერებებით აგლომერირებული მცენარეული ბოჭკოების, ჩალის, ბურბუშელას, ნაფოტის,ნაწილაკების, ნახერხის ან ხეტყის სხვა ნარჩენებისაგან
144
6809
ნაწარმი თაბაშირისან მის ფუძეზე დამზადებული ნარევებისაგან
145
6810
ცემენტის, ბეტონისან ხელოვნური ქვის ნაწარმი, დაარმატურებული ან დაუარმატურებელი
146
6811
ნაწარმი აზბესტცემენტის,ცელულოზისბოჭკოებიანი ცემენტის ან ანალოგიური მასალებისაგან
147
6812 91 000 00
– ტანსაცმელი, ტანსაცმლისსაკუთნოები, ფეხსაცმელი და თავსაბურავები
148
6812 92 000 00
– ქაღალდი, სქელიმუყაო და ქეჩა ან ფეტრი
149
6812 93 000 00
– – შემამჭიდროებელიმასალა წნეხილი აზბესტის ბოჭკოსაგან, ფურცლებად ან რულონებად
150
6815
ნაწარმი ქვის ანსხვა მინერალური ნივთიერებებისაგან (ნახშირბადიანი ბოჭკოების, ნახშირბადიანიბოჭკოების ნაწარმისა და ტორფის ნაწარმის ჩათვლით), სხვა ადგილას დაუსახელებელიან ჩაურთველი
151
6902 10 000 00
– Mg, Ca ან Crელემენტების შემცველობით 50 მას.%-ზე მეტი ცალ-ცალკე ან ერთად აღებული, MgO,CaO ან Cr2 O3 -ზე გადაანგარიშებით
152
6902 20 100 00
– – კაჟმიწის(SiO2 ) შემცველობით 93 მას.% ან მეტი
153
6902 20 910 00
– – – თიხამიწის(Al2 O3 ) შემცველობით7 მას.%-ზე მეტი, მაგრამ 45 მას.%-ზე ნაკლები
154
6902 20 990 00
– – – დანარჩენი
155
6902 90 000 00
– დანარჩენი
156
7113
საიუველირო ნაკეთობებიდა მათი ნაწილები ძვირფასი ლითონებისაგან ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისაგან
157
7115 90 100 00
– – ძვირფასი ლითონებისაგან
158
7116
ნაკეთობები ბუნებრივიან კულტივირებული მარგალიტის, ძვირფასი ან ნახევრად ძვირფასი ქვებისაგან (ბუნებრივი,ხელოვნური ან რეკონსტრუირებული)
159
7117
ბიჟუტერია
160
7308 10 000 00
– ხიდები და ხიდებისსექციები
161
7308 40
– დანადგარები დასხვა მოწყობილობა ლითონური სამშენებლო ხარაჩოების, ყალიბების, კედლის საბჯენებისან შახტის სამაგრებისათვის
162
7308 90
– დანარჩენი
163
7309 00 100 00
– აირებისათვის(შეკუმშული ან გათხევადებული აირის გარდა)
164
7309 00 300 00
– – მოპირკეთებითან თბოიზოლაციით
165
7309 00 590 00
– – – არა უმეტეს100 000 ლიტრისა
166
7309 00 900 00
– მყარი ნივთიერებებისათვის
167
7310
ცისტერნები, კასრები,დოლები, კანისტრები, ყუთები და ანალოგიური ტევადობები შავი ლითონებისაგან, ნებისმიერინივთიერებისათვის (შეკუმშული ან გათხევადებული აირის გარდა), არა უმეტეს 300 ლიტრიტევადობისა, მოპირკეთებით ან თბოიზოლაციით ან მათ გარეშე, მაგრამ მექანიკური ან თბოტექნიკურიდანადგარების გარეშე
168
7311 00
ტევადობები შეკუმშულიან გათხევადებული აირებისათვის, შავი ლითონებისაგან
169
7314
ლითონური ქსოვილი(უწყვეტი ლენტების ჩათვლით), მავთულის გისოსები, ბადეები და შემოსაღობები შავი ლითონებისაგან;გამცრავ-გამწოვი ფურცელი შავი ლითონებისაგან
170
7315
ჯაჭვები და მათინაწილები შავი ლითონებისაგან
171
7318
ხრახნები, ჭანჭიკები,ქანჩები, ყრუ ჭანჭიკები, ჩასახრახნი კაკვები, მოქლონები, სოგმანები, ჭილიპყურები,საყელურები (ზამბაროვანის ჩათვლით) და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან
172
7320
ზამბარები, რესორებიდა ფურცლები მათთვის შავი ლითონებისაგან
173
7321
ღუმლები გასათბობი,ღუმლები გასათბობ-სახარშავი და საკვების მოსამზადებელი (ცენტრალური გათბობის დამხმარექვაბიანი ღუმლების ჩათვლით), ფრიტურნიცები, მაყალები, ქურის სანთურები, საკვებისგასათბობი გამათბობლები და ანალოგიური საყოფაცხოვრებო არაელექტრული მოწყობილობებიდა მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან
174
7323
ნაწარმი სუფრის,სამზარეულო ან სხვა ნაწარმი საყოფაცხოვრებო საჭიროებებისათვის და მათი ნაწილები შავილითონებისაგან; „მატყლი“ შავი ლითონებისაგან; სამზარეულო ჭურჭლის საწმენდი ნეჭა,გასაწმენდი ან გასაპრიალებელი ბალიშები, ხელთათმნები და ანალოგიური ნაწარმი შავილითონებისაგან
2. იმპორტის გადასახადის 5-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება შემდეგი საქონლის საბაჟო ღირებულება:
#assignedTableId-1674822931185 {margin-left: 6.9pt; margin: 0 auto !important; }№
კოდი
საქონლის დასახელება
1
0203
ხორცი ღორისა, ახალი,გაცივებული ან გაყინული
2
0406
ყველი და ხაჭო
3
1806 31 000 00
– – გულსართით
4
1806 32
– – გულსართის გარეშე
5
1806 90
– დანარჩენი
6
3305
თმის საშუალებები
7
3307
საშუალებები, პარსვამდე,პარსვის დროს ან პარსვის შემდეგ გამოსაყენებელი, ინდივიდუალური დანიშნულების დეზოდორანტები,შედგენილობები აბაზანის მისაღებად, თმების მოსაცილებელი და სხვა საპარფიუმერიო, კოსმეტიკურიან ტუალეტის საშუალებები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი; დეზოდორანტებისათავსებისათვის, არომატიზებული ან არაარომატიზებული, მადეზინფიცირებელი თვისებისმქონე ან არმქონე
8
3401
საპონი; ზედაპირულადაქტიური ორგანული ნივთიერებები და საშუალებები, გამოსაყენებელი საპნად, ძელაკების,ნაჭრების ან დაყალიბებული ნაწარმის სახით, საპნის შემცველი ან მის გარეშე; ზედაპირულადაქტიური ორგანული ნივთიერებები და კანის დასაბანი საშუალებები სითხის ან კრემის სახით,დაფასოებული საცალო ვაჭრობისათვის, საპნის შემცველი ან მის გარეშე; ქაღალდი, ბამბა,ქეჩა ან ფეტრი და უქსოვადი მასალები, გაჟღენთილი ან დაფარული საპნით ან სარეცხი საშუალებით
9
3405
ვაქსები და საცხებიფეხსაცმლისათვის, პოლიროლები და მასტიკები ავეჯის, იატაკის, ავტომობილების ძარების,მინების ან ლითონებისათვის, საწმენდი პასტები და ფხვნილები და ანალოგიური საშუალებები(მათ შორის, ქაღალდი, ბამბა, ქეჩა ან ფეტრი, უქსოვადი მასალები, ფორიანი პლასტმასებიან ფორიანი რეზინი, გაჟღენთილი ან დაფარული ასეთი საშუალებებით), 3404 სასაქონლოპოზიციის ცვილების გარდა
10
3916
პლასტმასის მონოძაფი1 მმ-ზე მეტი განივკვეთით, წნელები, ღერძები და ფასონური პროფილები, დამუშავებულიან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი
11
3917 10
– ხელოვნური გარსაცმები(ძეხვეულის ნაწარმისათვის) გამყარებული პროტეინებისაგან ან ცელულოზის მასალებისაგან
12
3917 21 100 00
– – – უნაწიბუროდა დაჭრილი ნაჭრებად, რომელთა სიგრძე აღემატება განივკვეთის მაქსიმალურ ზომას, დამუშავებულიან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი
13
3917 21 990 00
– – – – დანარჩენი
14
3917 22 100 00
– – – უნაწიბუროდა დაჭრილი ნაჭრებად, რომელთა სიგრძე აღემატება განივკვეთის მაქსიმალურ ზომას, დამუშავებულიან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი
15
3917 22 990 00
– – – – დანარჩენი
16
3917 23 100 00
– – – უნაწიბუროდა დაჭრილი ნაჭრებად, რომელთა სიგრძე აღემატება განივკვეთის მაქსიმალურ ზომას, დამუშავებულიან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი
17
3917 23 990 00
– – – – დანარჩენი
18
3917 29 120 00
– – – – ქიმიურადმოდიფიცირებული ან არამოდიფიცირებული კონდენსაციის პროდუქტებისაგან ან პოლიმერიზაციისპროდუქტებისაგან გადაჯგუფებით
19
3917 29 150 00
– – – – პოლიმიერთებისპროდუქტებისაგან
20
3917 29 190 00
– – – – დანარჩენი
21
3917 29 990 00
– – – – დანარჩენი
22
3917 31 900 00
– – – დანარჩენი
23
3917 32
– – დანარჩენი,დაუარმატურებელი ან სხვა მასალებთან არაკომბინირებული, უფიტინგებოდ
24
3917 33 900 00
– – – დანარჩენი
25
3917 39 120 00
– – – – ქიმიურადმოდიფიცირებული ან არამოდიფიცირებული კონდენსაციის პროდუქტებისაგან ან პოლიმერიზაციისპროდუქტებისაგან გადაჯგუფებით
26
3917 39 150 00
– – – – პოლიმიერთებისპროდუქტებისაგან
27
3917 39 190 00
– – – – დანარჩენი
28
391739 990 00
– – – – დანარჩენი
29
391740 900 00
– – დანარჩენი
30
3919
პლასტმასის ფილები,ფურცლები, ფირები, კილიტა, ლენტები, ზოლები და დანარჩენი ბრტყელი ფორმები, თვითწებვადი,რულონებად ან არარულონებად
31
3920
პლასტმასის ფილები,ფურცლები, ფირები და ზოლები ან ლენტები, დანარჩენი, უფორებო და დაუარმატურებელი,არაშრეული, ფუძეშრის გარეშე და სხვა მასალებთან ანალოგიური წესით შეუერთებელი
32
3921
პლასტმასის ფილები,ფურცლები, ფირები, ზოლები ან ლენტები, დანარჩენი
33
3925 10 000 00
– რეზერვუარები,ცისტერნები, ავზები და ანალოგიური ტევადობები მოცულობით 300 ლიტრზე მეტი
34
3926 10 000 00
– საკანცელარიოან სასკოლო ნივთები
35
3926 20 000 00
– ტანსაცმელი დამისი საკუთნოები (ხელთათმნების, ხელჯაგებისა და თათმანების ჩათვლით)
36
3926 30 000 00
– სამაგრი ნაკეთობებიდა ფურნიტურა ავეჯისათვის, სატრანსპორტო საშუალებებისათვის ან ანალოგიური ნაწარმი
37
3926 40 000 00
– ქანდაკებები დასხვა დეკორატიული ნაწარმი
38
7308 20 000 00
– ბჯენები და ცხაურიანძები
39
7308 30 000 00
– კარები, ფანჯრებიდა მათი ჩარჩოები და ზღურბლები კარებისათვის
40
8544 11
– – სპილენძის
41
8544 19
– – დანარჩენი
42
8544 20 000 00
– კოაქსიალური კაბელებიდა სხვა კოაქსიალური ელექტრული გამტარები
43
8544 30 900 00
– – დანარჩენი
ბ) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4 . საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი საქონელი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე იბეგრება იმპორტის გადასახადის იმ თანხის 3 პროცენტით, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას. აღნიშნული თანხა გადახდილი უნდა იქნეს არა უგვიანეს ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული, გადახდას დაქვემდებარებული თანხების ჯამური ოდენობა (საურავის გარეშე) არ უნდა აღემატებოდეს იმპორტის გადასახადის იმ თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას.“.
21. 198-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 198. გადასახადის დარიცხვისა და გადახდის წესი
1. იმპორტის გადასახადის დარიცხვა ხორციელდება საქონლის საბაჟო ღირებულების მიხედვით, გარდა ამ კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. დარიცხული იმპორტის გადასახადის გადახდა ხორციელდება სასაქონლო ოპერაციების შესაბამისად საგადასახადო ორგანოს მიერ რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე.“.
22. X კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება“.
23. 207-ე მუხლის:
ა) „დ“–„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დ) ექსპორტის გადასახდელი – გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებით;
ე) იმპორტის გადასახდელი – იმპორტის გადასახადი, აქციზი, დღგ, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან დაკავშირებით;
ვ) მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც კანონიერად კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს;“;
ბ) „თ“−„კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ თ) საბაჟო გამშვები პუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურები;
ი) სავაჭრო პოლიტიკა – საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილების მარეგულირებელი აქტების საფუძველზე მოქმედი სატარიფო (იმპორტის გადასახადი) და არასატარიფო ღონისძიებები (ნებართვები, ლიცენზიები, აკრძალვები, შეზღუდვები და ა. შ.);
კ) საბაჟო დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას;“;
გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მ) საქონლის მფლობელი – პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ ოპერაციებში არის საქონლის მესაკუთრე, ან რომელსაც აქვს საქონლის განკარგვის მსგავსი უფლება, ან რომლის ფიზიკური კონტროლის ქვეშაც არის საქონელი;“;
დ) „ს“–„უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ს) საბაჟო ზედამხედველობა – შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა;
ტ) საბაჟო კონტროლი – შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა;
უ ) საბაჟო ტერმინალი – შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც ხორციელდება საქონლის შენახვა;“;
ე) „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ქ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – შემოსავლების სამსახურის სპეციალურად შექმნილი საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც ხორციელდება საქონლის გაფორმება;
ღ) ზოგადი დეკლარირება – საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენა, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის.“.
24. 2071 და 208-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2071 . საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ენა
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურები ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში − აგრეთვე აფხაზურ ენაზე.
2. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება ან/და საგადასახადო ორგანოში წარსადგენი დოკუმენტების შედგენა შეიძლება უცხოურ ენაზედაც.
3. თუ დეკლარანტის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები შედგენილია უცხოურ ენაზე და გაუგებარია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის, მას უფლება აქვს, მოითხოვოს ამ დოკუმენტების თარგმანი სახელმწიფო ენაზე.
მუხლი 208. საქართველოს საბაჟო ტერიტორია
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორია შედგება საქართველოს სახმელეთო ტერიტორიისაგან, ტერიტორიული და შიგა წყლებისაგან და მათი საჰაერო სივრცისაგან. საქართველოს საბაჟო ტერიტორია აგრეთვე მოიცავს განსაკუთრებულ საზღვაო ეკონომიკურ ზონაში განლაგებული დანადგარების, ნაგებობებისა და ხელოვნური კუნძულების ტერიტორიებს, რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული იურისდიქცია.
2. საქართველოს საბაჟო საზღვარი ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს.“.
25. 209-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მიზნებისათვის საქონელი არის მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი.“;
ბ) მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი ზონისა) მთლიანად წარმოებული ან მიღებული საქონელი (გარდა იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი, საწარმოო ოპერაციების შედეგად მიღებული ნარჩენებისა, ჯართისა და ნახმარი ნაკეთობებისა, რომლებიც შეგროვდა საქართველოში და გამოიყენება მხოლოდ ნედლეულად გადამუშავებისათვის);“;
გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კოდექსის მიზნებისათვის უცხოური საქონელი არის საქონელი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნულ პირობებს. თუ საქართველოს საქონელი გატანილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან (გარდა თავისუფალ ზონაში მოთავსებისა), იგი კარგავს საქართველოს საქონლის სტატუსს.“.
26. 213-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 213. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა
1. სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გამოყენების მიზნებისათვის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ნიშნავს საქონლის დეკლარირების დღისათვის მის შეფასებას.
2. საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი. შემოსავლების სამსახური აკონტროლებს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორეს და იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება დეკლარირებულ საბაჟო ღირებულებას, მას თვითონ განსაზღვრავს.
3. იმპორტისას დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება შემდეგი მეთოდებით:
ა) გარიგების ფასის მიხედვით (პირველი მეთოდი);
ბ) იდენტური საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მეორე მეთოდი);
გ) მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მესამე მეთოდი);
დ) საქონლის ერთეულის ფასის მიხედვით (მეოთხე მეთოდი);
ე) შედგენილი ღირებულების მიხედვით (მეხუთე მეთოდი);
ვ) სარეზერვო მეთოდით (მეექვსე მეთოდი).
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული ყოველი მომდევნო მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დასაბუთებულად ვერ ხერხდება წინა მეთოდის გამოყენება. დეკლარანტს უფლება აქვს, შეცვალოს ამ მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდების გამოყენების რიგითობა.
5. თუ საქონლის მიმართ შეიცვალა სასაქონლო ოპერაცია ან საქონლის გამოყენების მიზანი, დასაშვებია ამ საქონლის იმპორტისას გამოყენებულ იქნეს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ამ მუხლით დადგენილი წესები.
6. ამ მუხლის მიზნებისათვის პირები ურთიერთდამოკიდებულად ჩაითვლებიან, თუ:
ა) ისინი არიან ერთმანეთის საწარმოების/კომპანიების ხელმძღვანელი პირები ან დირექტორები;
ბ) ისინი არიან საქმიანობაში კანონიერად აღიარებული პარტნიორები;
გ) ისინი არიან დამსაქმებელი და დასაქმებული;
დ) არსებობს მესამე პირი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ფლობს ან აკონტროლებს ორივე პირს ან აქვს ორივე პირის ხმის უფლების მქონე აქციების 5 ან მეტი პროცენტი;
ე) ერთ-ერთი მათგანი პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს მეორეს;
ვ) ორივე პირს პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს მესამე პირი;
ზ) ისინი ერთად, პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებენ მესამე პირს;
თ) ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები.“.
27. XXXII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საბაჟო კონტროლი და საბაჟო ზედამხედველობა“.
28. 214-ე და 215-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 214. საბაჟო კონტროლის განხორციელება
1. დეკლარირებული მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით საბაჟო კონტროლი ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ნაწილია.
2. საბაჟო კონტროლს ექვემდებარება:
ა) პირი საზღვრის გადაკვეთისას;
ბ) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება;
გ) ტერიტორია, სადაც განთავსებულია საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება;
დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული პირის საქმიანობა.
3. საბაჟო კონტროლის ფორმებია:
ა) დოკუმენტებისა და მონაცემების შემოწმება;
ბ) ზეპირი გამოკითხვა;
გ) ახსნა-განმარტების მიღება;
დ) დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა);
ე) საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და ტერიტორიის დათვალიერება;
ვ) ლაბორატორიული კვლევის მიზნით სინჯისა და ნიმუშის აღება;
ზ) ფიზიკური პირის დათვალიერება;
თ) საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება.
4. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ არის აკრძალული.
5. საბაჟო კონტროლი ასევე მოიცავს ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს, რომელიც ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
6. საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საგადასახადო ორგანო ახორციელებს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებით, როცა ეს აუცილებელია მისი შემდგომი იდენტიფიკაციისათვის, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ახორციელებს კონტროლს დაქვემდებარებულ მიწოდებას.
8. ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესს, საქართველოს ინტეგრირებულ ტარიფს, თავისუფალი ზონის შექმნის წესს, საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესებს შესაბამისი დადგენილებებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 215. საქონლის შემოტანა, გატანა, გაფორმება
1. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე.
2. საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე.
3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან შემოტანილი საქონლის წარდგენისას ხორციელდება ზოგადი დეკლარირება.
4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმებიდან საქონლის გატანამდე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას.
5. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანამდე ხორციელდება ზოგადი დეკლარირება.
6. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ ან შემოტანამდე საქონელი ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ ადგილზე გაფორმებას.
7. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე საქონელი ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ ადგილზე გაფორმებას.
8. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქონელი, მათ შორის, სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, შესაძლებელია მოექცეს სხვა სასაქონლო ოპერაციაში.
9. საბაჟო გამშვები პუნქტი, საბაჟო ტერმინალი ან/და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილები არის საბაჟო კონტროლის ზონები, რომელთა შორის საქონლის გადაადგილება ხორციელდება საბაჟო კონტროლის ქვეშ.
10. საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს.
11. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის სახით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების გაფორმება შეიძლება განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა სამსახურმა საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით და მათ მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.“.
29. 217-ე მუხლის 21 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21 . საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა 5 კალენდარული წელია.
3. საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია (გარდა ექსპორტისა), პირის მოთხოვნით, შეიძლება საბაჟო საწყობში დროებით ინახებოდეს არა უმეტეს 5 კალენდარული წლისა, ხოლო ექსპორტის შემთხვევაში − არა უმეტეს 120 დღისა.“.
30. 218-ე–220-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 218. საბაჟო დეკლარაცია
1. საქონლის გაფორმების მიზნით წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო დეკლარაცია, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება სასაქონლო ოპერაცია.
2. რეგისტრაციის დღიდან საბაჟო დეკლარაცია არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. საერთაშორისო საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ამ ტრანსპორტზე მიწოდებული, მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრებისათვის საჭირო სამომხმარებლო საქონელი, რომელიც განკუთვნილია მათი პირადი მოხმარებისათვის ან მათზე სარეალიზაციოდ, აგრეთვე ზემოაღნიშნულ ტრანსპორტზე მისი ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისათვის ატანილი წყალი, საწვავი და საცხებ-საპოხი მასალები (გარდა სათადარიგო ნაწილებისა და მოწყობილობებისა) არ ექვემდებარება ამ კოდექსით დადგენილი წესით დეკლარირებას.
4. რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში, დეკლარანტის ინიციატივით , შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები:
ა) საქონლის გაშვებამდე, თუ საგადასახადო ორგანოს არ შეუტყობინებია დეკლარანტისთვის ამ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების განზრახვა ან არ დაუდგენია დეკლარირებული მონაცემების მცდარობა;
ბ) საქონლის გაშვების შემდეგ, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დაწყებამდე.
5. საბაჟო დეკლარაციაში ჯამური საგადასახადო ვალდებულების თანხის გაანგარიშება ხორციელდება სრულ ლარებში. ამ მიზნით 1 ლარამდე საგადასახადო ვალდებულება ნულდება.
მუხლი 219. საბაჟო კონტროლისაგან გათავისუფლება
1. საბაჟო კონტროლს არ ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს მთავრობის წევრი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, სხვა სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და დიპლომატიური რანგის მქონე პირი, მათი თანმხლები ოჯახის წევრი და პირადი ნივთები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საბაჟო კონტროლს არ ექვემდებარება საქართველოში სხვა სახელმწიფოს დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი (გარდა საქართველოს მოქალაქეებისა), მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით, და მათი პირადი ნივთები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას აკრძალულია სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას გახსნა ან დაკავება. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს საკონსულო ვალიზას დიპლომატიური წარმომადგენლობის უფლებამოსილ პირთა თანდასწრებით გახსნა. საკონსულო ვალიზას გახსნაზე უარის მიღების შემთხვევაში იგი ბრუნდება.
4. დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზას უნდა ჰქონდეს თვალსაჩინო გარეგნული განმასხვავებელი ნიშანი.
5. საბაჟო კონტროლისაგან გათავისუფლება არ ნიშნავს დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას.
მუხლი 220. საქონლის გაშვება
1. თუ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სრულადაა დაცული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, საქონელი დაუყოვნებლივ გაიშვება.
2. ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანო.
3. თუ ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულია სხვადასხვა სახეობის საქონელი, საქონლის თითოეული სახეობა ითვლება ცალ-ცალკე დეკლარირებულად.
4. საქონლის გაშვება არ გამორიცხავს საბაჟო კონტროლისა და საბაჟო ზედამხედველობის ვადის გაგრძელებას.“.
31. 221-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქონლის განკარგვის შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო სანქციის სახით საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა;
ბ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული საქონლის რეალიზაცია ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა;
გ) საქონლის განადგურება;
დ) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.“;
ბ) მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალულია ან შეზღუდულია;
გ) რომელიც გაშვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში არ იქნა გატანილი საბაჟო კონტროლის ზონიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია გაშვებული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში გარკვეული ვადით დატოვება.“.
32. 222-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე. თუ საქონლის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა არ საჭიროებს საბაჟო დეკლარაციის წარდგენას, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილში შესაბამისი დოკუმენტის რეგისტრაციის დღე.“ ;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე საგადასახადო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რომელმაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, წარმოშობს დეკლარანტის საგადასახადო ვალდებულებას, რომელიც განისაზღვრება იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობით.“.
33. 223-ე–225-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 223. დაბრუნებული საქონლის დაბეგვრა
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქართველოს საქონელი (გარდა გადამუშავებული საქონლისა), მისი იდენტიფიცირების შემთხვევაში, შესაძლებელია დაბრუნებულ იქნეს დეკლარირებიდან 3 წლის ვადაში, იმპორტის გადასახდელების გადახდის გარეშე.
2. ამ მუხლით განსაზღვრული იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაბრუნებულია იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას.
3. გადამუშავებულ საქონელზე, რომელიც შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შემდეგ გატანილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან და უცვლელ მდგომარეობაში ბრუნდება, იმპორტის გადასახდელების ოდენობა განისაზღვრება ამ კოდექსის 235-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
მუხლი 224. ოქროს სია (ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი)
ოქროს სიაში შეყვანით პირს ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და გატანისას ისარგებლოს გამარტივებული პროცედურებით და იმპორტის გადასახდელების გადახდის განსხვავებული ვადებით.
მუხლი 225. საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება
1. თუ საქონელი იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით გაშვებულია იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით, იგი რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ.
2. საბაჟო ზედამხედველობა დასრულდება, თუ:
ა) შესრულდა საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პირობა;
ბ) საქონელი დეკლარირებულ იქნა ექსპორტში გამოსაყენებლად;
გ) გადახდილ იქნა იმპორტის გადასახდელების შესაბამისი თანხა;
დ) განხორციელდა საქონლის განკარგვა.“.
34. 226-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი არის საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც შესაძლებელია ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ტოვებენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიას, აგრეთვე უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრებზე (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის საცალო წესით რეალიზებულ იქნეს:
ა) უცხოური საქონელი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე;
ბ) საქართველოს საქონელი.“.
35. 228-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ამას ითვალისწინებს საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით იმპორტის გადასახდელის განაკვეთი შემცირდა საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს საქონლის გაშვებისა;“.
36. 229-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ. ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია გამოიყენება, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას იმავე მდგომარეობაში იყო, როგორშიც ექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს, გარდა ბუნებრივი დანაკარგებით გამოწვეული ცვლილებებისა.“.
37. 230-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით გადაადგილდეს სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე, საბაჟო კონტროლის ქვეშ.“;
ბ) მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად და მისი თანმხლები დოკუმენტები;“;
გ) მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქონელი გადაკვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს;“.
38. 231-ე და 232-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 231. საწყობის სასაქონლო ოპერაცია და საბაჟო საწყობი
1. საწყობის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საბაჟო საწყობში/საბაჟო ტერმინალში/შენახვის სხვა ადგილზე შენახულ იქნეს:
ა) უცხოური საქონელი სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე;
ბ) საქართველოს საქონელი, თუ საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვის მიზანია მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა.
2. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა არ არის შეზღუდული.
3. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევისას წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. საბაჟო საწყობის საქმიანობა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.
5. საბაჟო საწყობი არის საბაჟო კონტროლის ზონა.
6. საბაჟო საწყობში შესაძლებელია ნებისმიერი პირის:
ა) საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვა;
ბ) იმ საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც განსაზღვრულია ან არ არის განსაზღვრული სასაქონლო ოპერაცია;
გ) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით განთავსება.
7. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის ან დროებით შენახვის გარეშე საბაჟო საწყობში შესაძლებელია საგადასახადო ორგანოს თანხმობით:
ა) საქართველოს საქონლის 3 თვემდე ვადით შენახვა;
ბ) გადამუშავების ოპერაციების განხორციელება იმ საქონლის მიმართ, რომელიც მოქცეულია შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში.
8. დასაშვებია საბაჟო საწყობში შენახულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა.
9. საბაჟო საწყობში შენახული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია:
ა) ბუნებრივი ცვეთით;
ბ) შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით;
გ) საქონლის შენახვის უზრუნველყოფის, ტრანსპორტირებისა და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ოპერაციებით.
10. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის უზრუნველყოფის, ტრანსპორტირებისა და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით დასაშვები ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
11. დაუძლეველი ძალის შედეგად საბაჟო საწყობში დაზიანებული ან გაფუჭებული საქონელი ექვემდებარება დეკლარანტის მიერ არჩეული სასაქონლო ოპერაციის იმავე სახით განხორციელებას, როგორითაც ეს ოპერაცია განხორციელდებოდა დაზიანებული ან გაფუჭებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას.
მუხლი 232. თავისუფალი ზონა
თავისუფალი ზონა არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ნაწილი, სადაც:
ა) სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელების მიზნით უცხოური საქონლის შემოტანა არ ითვლება საქონლის იმპორტში მოქცევად და, შესაბამისად, მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები;
ბ) საქართველოს საქონლის მოთავსებისას გამოიყენება საქონლის ექსპორტში მოქცევის ანალოგიური დებულებები (მათ შორის, უცხოური საქონლის სტატუსის მინიჭება).“.
39. 233-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.“.
40. 235-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია გამოიყენება:
ა) უცხოური საქონლის მიმართ, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები და არ ხორციელდება სატარიფო ღონისძიებები, ხოლო მისგან მიღებული გადამუშავებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არ გადაიხდევინება ექსპორტის გადასახდელები;
ბ) უცხოური საქონლის მიმართ, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები და არ ხორციელდება სატარიფო ღონისძიებები, ხოლო მისგან მიღებული გადამუშავებული საქონლის იმპორტში გაშვებისას გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები და ხორციელდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები;
გ) იმპორტში გაშვებული საქონლის მიმართ, რომელზედაც გადახდილი იმპორტის გადასახდელები უნდა დაექვემდებაროს დაბრუნებას ან ჩათვლას, თუ გადახდილი იმპორტის გადასახდელები უკვე არ არის დაბრუნებული ან ჩათვლილი, და მისგან მიღებული გადამუშავებული საქონელი გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან.“;
ბ) მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გადაუმუშავებელი საქონლის შემთხვევაში – შიდა გადამუშავების საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე, საქონლის იმპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი იმპორტის გადასახდელების განაკვეთებით;
ბ) გადამუშავებული საქონლის შემთხვევაში – გამოსავლიანობის შესაბამისად ამ საქონლის საწარმოებლად (მისაღებად) დახარჯული შესაბამისი გადაუმუშავებელი საქონლის სახეობისა და საბაჟო ღირებულების საფუძველზე, საქონლის იმპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს გადაუმუშავებელი საქონლისათვის მოქმედი იმპორტის გადასახდელების განაკვეთებით.“;
გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქონლის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენის ან/და გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთის იმპორტში გაშვება ექვემდებარება იმპორტის გადასახდელების გადახდას ისევე, როგორც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ასეთ მდგომარეობაში იმპორტირებული საქონელი.“;
დ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას გადაუმუშავებელი საქონელი, გადამუშავებული საქონელი ან/და ნარჩენი, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, გადამუშავების ვადის გასვლამდე გადასამუშავებლად შეიძლება დროებით გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ, დაბრუნების პირობით.“;
ე) მე-8 და მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად დროებით გატანილი და საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავებული საქონლის ან/და ნარჩენის დაბრუნებისას შიდა გადამუშავების საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის საბაჟო ღირებულებას უნდა დაემატოს გატანილი და დაბრუნებული საქონლის საბაჟო ღირებულებებს შორის სხვაობა.
9. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის შემოსატანი საქონელი შეიძლება შემოსავლების სამსახურის თანხმობით შეიცვალოს საქართველოს საქონლით (ეკვივალენტური საქონელი), თუ მისი აღწერილობა, ხარისხი, ტექნიკური მახასიათებლები და საბაჟო ღირებულება შეესაბამება შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის შემოსატანი საქონლის შესაბამის მონაცემებს.“;
ვ) მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ეკვივალენტური საქონლისაგან მიღებული გადამუშავებული საქონლის, ნაშთების ან/და ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან იმპორტში გაშვება შესაძლებელია მხოლოდ შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის შემოსატანი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე. მისი შემოტანის ვადებს ადგენს შემოსავლების სამსახური.“.
41. 236-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია გამოიყენება საქართველოს საქონლის მიმართ, რომლის დროებითი გატანისას გადაიხდევინება ექსპორტის გადასახდელები და ხორციელდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები, ასევე ხორციელდება ის პროცედურები, რომლებიც გათვალისწინებულია ექსპორტისას, ხოლო მისგან მიღებული გადამუშავებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გადაიხდევინება კუთვნილი იმპორტის გადასახდელები.
2. იმპორტის გადასახდელები განისაზღვრება გატანილი გადასამუშავებელი და დაბრუნებული გადამუშავებული საქონლის საბაჟო ღირებულებებს შორის სხვაობის თანხის, ასევე გადამუშავებული საქონლის სახეობისა და რაოდენობის და იმპორტის გადასახდელების განაკვეთების გათვალისწინებით.“;
ბ) მე-8 და მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოს ტერიტორიაზე დატოვებულ შემცვლელ საქონელზე ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში იმპორტის გადასახდელები განისაზღვრება შემცვლელი საქონლის სახეობის, რაოდენობის, საბაჟო ღირებულებისა და ვალდებულების წარმოშობის დღეს მოქმედი იმპორტის გადასახდელების განაკვეთების გათვალისწინებით.
9. გარე გადამუშავებაში მოქცეულ საქონელზე გადამუშავების ვადის გასვლამდე შეიძლება განისაზღვროს ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია.“.
42. 237-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით იქნეს შემოტანილი.“.
43. 251-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვროს გარანტიის წარდგენის, გამოყენების და გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევები და საგარანტიო თანხის ოდენობა. ამასთანავე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისას წარმოსაშობი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გარანტია არ წარედგინება, თუ საქონელი გადაადგილდება:
ა) საჰაერო ან საზღვაო ტრანსპორტით;
ბ) მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით;
გ) სარკინიგზო ტრანსპორტით.“;
ბ) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უქმდება, თუ საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას არ წარმოიშვა საგადასახადო ვალდებულება, შესრულდა საგადასახადო ვალდებულება ან შეწყდა მისი წარმოშობის საფუძვლები;“;
გ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
44. 266-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება“;
ბ) პირველი−მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება გამოიყენება დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიმართ, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება არის საბაჟო კონტროლის პროცედურა, რომლის გამოყენებაც საშუალებას იძლევა:
ა) შემცირდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან ამ ტერიტორიიდან გასატანი საქონლის მიმართ საქონლის გაშვებამდე განსახორციელებელი საბაჟო კონტროლის პროცედურების ხვედრითი წილი;
ბ) გაიზარდოს საქონლის გაფორმების ადგილებისა და საბაჟო გამშვები პუნქტების გამტარუნარიანობა;
გ) გაიზარდოს საბაჟო კონტროლის ეფექტიანობა.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის სხვა ვალდებული პირი არის საქართველოს საგადასახადო ორგანოში დეკლარირებული საქონლის შემოტანის ან/და გატანის ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი პირი (იმპორტიორის ან ექსპორტიორის წარმომადგენელი, გადამზიდველი, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი და სხვა პირი), რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირაა დაკავშირებული საქონლის შემოტანის ან/და გატანის ოპერაციებთან (მათ შორის, საქონლის ტრანსპორტირებასთან, გადატვირთვასთან, შენახვასთან, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრასთან, საგადასახადო ვალდებულების ოდენობის განსაზღვრასთან, განსაზღვრული სასაქონლო ოპერაციის დასრულებასთან და საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან) – გადასახადის გადამხდელი.“;
გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქონლის გაშვების შემდგომ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.
45. 269-ე მუხლის 61 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„61 . საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობის გამო ამ კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა პირს არ დაეკისრება, თუ:
ა) საბაჟო დეკლარაციაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა ამ კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით;
ბ) საქონლის გაშვებამდე შემოწმებისას აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი (გარდა მალულად გადაადგილებულისა), რომლის საბაჟო ღირებულება არ აღემატება დეკლარირებული საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არა უმეტეს 15 000 ლარისა.“.
46. 270-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.
47. 286-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტებით ტრანსპორტირების შემთხვევაში;“.
48. 289-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საგადასახადო სანქციები“;
ბ) მე-2–მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში შეღწევა –
იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებ ით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს , თუ იდენტიფიკაციის საშუალებაზე შეინიშნება მცირე დაზიანება, არ არის დარღვეული მისი მთლიანობა და შეუძლებელია ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში შეღწევა.
4. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის (ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულის გარდა) ან მისი წარმომადგენლის მიერ –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1 000 ლარისა.“;
გ) მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 40 პროცენტის ოდენობით.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.“;
დ) მე-10 –მე-15 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10 . საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –
იწვევს ვალდებული პირის (ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებულის გარდა) დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას, ან/და საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით.
11 . ამ მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრ ული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით ან უამისოდ, ან/და საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით.
12 . საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარიდან (ან სხვა ვალუტაში მისი ეკვივალენტიდან) 50 000 ლარამდე ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ან ამ საქონლის ჩამორთმევას.
13 . საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ან ამ საქონლის ჩამორთმევას.
14 . საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარ ის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას, ან/და საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით.
15 . საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა –
იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“;
ე) მე-19–21-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
20. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში სავალდებულოდ შესატანი საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობისას საბაჟო ღირებულების გაზრდა ან შემცირება დეკლარანტის მიერ, რასაც არ გამოუწვევია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება, –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 10 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.
21 . ამ მუხლის მე-20 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 20 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1 000 ლარისა.“;
ვ) 24-ე და 25-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„24 . საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნული იმ დოკუმენტის შენახვის ვადის დარღვევა, რომლის შემოსავლების სამსახურში წარდგენის ვალდებულება არ ეკისრებოდა პირს, –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
25 . პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტრანზიტული გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –
იწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“;
ზ) 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს იმ შემთხვევაში დაეკისრება სანქცია, თუ ამ ქმედებისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ შეეფარდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.“;
თ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო სანქციის სახით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის გამოყენებისას სამართალდამრღვევს ეკრძალება იმ ქვეყანასთან საქართველოს სახმელეთო საბაჟო საზღვრის გადაკვეთა, რომლიდანაც იგი ახორციელებდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადმოტანას. აღნიშნული სანქციის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევს მიეცემა საქართველოს სახმელეთო საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლება, თუ იგი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს 5 000 ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უთანაბრდება საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის ვადას (ვადის დარჩენილ ნაწილს). საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს ამავე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, ხოლო საბანკო გარანტიის თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.
49. 290-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა –
იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.“.
50. 309-ე მუხლის:
ა) მე-19 და მე-20 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 19. „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისა გან, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისა გან, თუ იგი „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 2012 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარუ დგენს სათანადო განცხადებას 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას.
20. საქონლის მფლობელი საქართველოს მოქალაქე თავისუფლდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე ამ კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისა გან, თუ აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია 2006 წლის 1 ივლისამდე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განხორციელებულა მისი წარდგენა და გაფორმება.“;
ბ) 22-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 22. ამ მუხლის მე-19, მე-20 და 21-ე ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისა გან ან ვალდებულებების შესრულებისა გან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სამართალდარღვევებისათვის გამოყენებული საგადასახადო სანქციები აღსრულდა „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებმა უზრუნველყონ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,2012 წლის 27 მარტი.
№5942- Iს