საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი N 2403
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი N 2403
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმომ დაქირავებულ პირს არ დაუკავა საშემოსავლო გადასახადი და სახელფასო ბარათზე სრულად გადაურიცხა საკონტრაქტო თანხა (დარიცხული ხელფასი) - 1000 ლარი
•საწარმომ დაადეკლარირა და ბიუჯეტში გადაიხადა საშემოსავლო გადასახადი - 200 ლარი
•საწარმომ ხარჯებში გამოქვითა 1 200 ლარი
•საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე, სახელფასო ბარათზე არ მომხდარა კორექტირებები, დაქირავებულის მიერ თანხის უკან დაბრუნება და საშემოსვლო გადასახადის დეკლარაციაში დაზუსტებები
შეფასება
•ა) საწარმოს საშემოსავლო გადასახადი უნდა დაეკავებინა დარიცხული ხელფასიდან - 1000 ლარიდან (200 ლარი), ხოლო დაქირავებულისათვის უნდა გადაერიცხა 800 ლარი; ბ) ხარჯებში უნდა გაეტარებინა 1 000 ლარი; გ) 200 ლარი უნდა გადაეხადა 800 ლარის გადარიცხვიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა
•ზემოაღნიშნულის განუხორციელებლობის გამო:
ა) საწარმოს სარგებლის სახით უნდა დაებეგრა საშემოსავლო გადასახადით დაქირავებულისათვის საშემოსავლო გადასახადის ანაზღაურებაც (200 ლარი)
ბ) 40 ლარი აესახა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში (200 ლარი X 20%)
გ) 200 ლარი მიეკუთვნება გამოსაქვით ხარჯებს, რადგან ჩაითვლება ხელფასის სახით განაცემად
ღონისძიებები
•ა) საწარმოს დაერიცხება დაუკავებელი საშემოსავლო გადასახადი - 40 ლარი; ბ) საწარმოს გამოქვითვები (1 000 ლარი + 200 ლარი) არ შეეცვლება; გ) საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 134-ე მუხლის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადის წყაროსთან დაუკავებლობის გამო; დ) საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების გამო