მემკვიდრისთვის ბინის უსასყიდლოდ გადაცემის დღგ-ით დაბეგვრა N 1186
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
მემკვიდრისთვის ბინის უსასყიდლოდ გადაცემის დღგ-ით დაბეგვრა N 1186
ფაქტობრივი გარემოებები
· ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის მეწარმე ფიზიკური პირი და ამასთან, არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, საკუთრებაში ჰქონდა 5 ბინა, 5 ავტოფარეხი და 1 კომერციული ფართი.
· ფიზიკურმა პირმა აღნიშნული 5 ბინა, 5 ავტოფარეხი და 1 კომერციული ფართი გადასცა I და II რიგის მემკვიდრეებს უსასყიდლოდ. პირმა აღნიშნული მიწოდება არ ჩათვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და არ დაბეგრა დღგ-ით.
შეფასება
· სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. ამავე კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება, თუ იგი განახორციელა მეწარმე ფიზიკურმა პირმა.
· სსკ-ის მე-9 მუხლის გათვალისწინებით, მემკვიდრეებისთვის ქონების ჩუქება არ განიხილება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღების მიზნით განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობად. შესაბამისად, აღნიშნული არ განიხილება ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ საქონლის მიწოდებად. ამდენად, ვინაიდან აღნიშნული ფიზიკური პირი არ არის მეწარმე ფიზიკური პირი და არც დღგ-ის გადამხდელად არ არის რეგისტრირებული, მის მიერ მემკვიდრეებისთვის უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას.
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დგინდება, რომ ოპერაციის იურიდიული ფორმა გამოიყენება გადასახადებისათვის თავის არიდების მიზნით;
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2015 წლის 3 ივნისისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით.
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით