ბრძანება N 27318
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27318
06 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ---ს (პ/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 9 იანვრის და 15 აგვისტოს საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №106) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული ფ/პ ---ის (პ/ნ ---) 2023 წლის 09 იანვრის №1210/21-04 და გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში დამატებით წარმოდგენილი 2023 წლის 15 აგვისტოს №138978/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ნოემბრის №249-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ მიწის ნაკვეთებზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16671 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 7 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 8 ნოემბრის №28022 ბრძანება და ამავე თარიღის №249-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 204 783 ლარი, მათ შორის გადასახადი 101 592 ლარი, ჯარიმა 50 796 ლარი და საურავი 52 395 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 7 აპრილის №7696 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 აპრილის №7696 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 25 ივლისის №19572/2/2023 06 ნოემბერი 2023 N 27318 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 აპრილის №7696 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „საბჭო მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის შეფასებული სასამართლო გადაწყვეტილებების შინაარსი, რაც საჭიროებს დამატებით შესწავლას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის შესწავლილი და გამოკვლეული სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
ფ/პ ---ის საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენს საცხოვრებელი ფართებით ვაჭრობა. საჯარო რეესტრის ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს მიწის ნაკვეთები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე და 82-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ა1 “ ქვეპუნქტების თანახმად, აქტივის საკუთრებაში ფლობის 2- წლიანი ვადა აითვლება: ა.ა) მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღიდან; მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებრივად ერთ საგნად რეგისტრირებული აქტივის გაყოფის შემთხვევაში მიღებული აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება გაყოფამდე არსებული აქტივის საკუთრებაში ფლობის თარიღიდან.
ა 1 ) აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადის მიზნებისთვის გაითვალისწინება ფიზიკური პირის მიერ და იმ მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში ფლობის ვადა ჯამურად, რომლის I რიგის მემკვიდრეც არის ეს ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, კერძოდ, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ რეალიზებული უძრავი ქონების წინა მესაკუთრეს წარმოადგენდა მისი შვილი პირველი ქორწინებიდან, ---, ვინაიდან, თავად იყო რუსეთის მოქალაქე და მიწები მის საკუთრებაში ვერ აღირიცხებოდა. მიწები, რომელთა რეალიზაცია მოხდა 2019 წელს ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა 2013 წლიდან. ქონების საფასური 2012-2013 წლებში ---მა ნაწილ-ნაწილ გადაუხადა ---ს, რომელთაც თავად, ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის მიუხედავად, წინა მფლობელებისგან საკუთრების უფლება სრულად არ ჰქონდათ მიღებული.---მა, 33 ჰა მიწის საფასურის მიღების მიუხედავად, მოტყუებით გადაუფორმეს 19.3 ჰა ---ს. აღნიშნულზე დაიწყო სასამართლო დავა. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ---სა და ---ის სარჩელი და 30 450 აშშ დოლარის გადახდის ნაცვლად ---ს სოლიდარულად დაეკისრათ 18 000 დოლარი, რაც მიწის ნამდვილმა შემძენმა და მესაკუთრემ სრულად მიიღო ---მა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ 2019 წელს რეალიზებული მიწის ნაკვეთები 2012-2013 წლებში სრულად ნაყიდი აქვს ---ს, ნასყიდობის საფასური გადახდილია მხოლოდ მის მიერ და ნასყიდობის მერე მიწის ნაკვეთები გადაცემულია ---ის და არა --ის მფლობელობაში.
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, 2018 წელს, ---მა სარჩელი აღძრა შვილის წინააღმდეგ, რომელმაც მამის საკუთრების ფარულად გასხვისება გადაწყვიტა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით, ---ს აეკრძალა ქონების გასხვისება, იპოთეკით ან სხვა რაიმე ვალდებულებით დატვირთვა. ვინაიდან, სასამართლო გადატვირთულობის გამო დავის განხილვა ჭიანურდებოდა, მხარეები შეთანხმდნენ და მორიგება დამტკიცებული იქნა შემდეგი პირობებით: ---მა აღიარა, რომ მის სახელზე რიცხული ყველა სადავო უძრავი ქონება შეძენილია ---ს მიერ და ნასყიდობის ფასიც ---ის მიერაა სრულად გადახდილი, უძრავი ქონების ნაწილი დარჩა ---ის საკუთრებაში, ხოლო ნაწილი ---ის საკუთრებად იქნა ცნობილი.
ამასთან, --- მიწაზე გადასახადებს იხდის 2013 წლიდან. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა1 “ და „გ.ა“ ქვეპუნქტებზე და აცხადებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული შემოსავალი, ხოლო აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადის მიზნებისთვის გაითვალისწინება ფიზიკური პირის მიერ და იმ მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში ფლობის ვადა ჯამურად, რომლის I რიგის მემკვიდრეც არის ეს ფიზიკური პირი. მიუთითებს, ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებია: „მოსარჩელე ---ს, რომელიც 2012 წელს რუსეთის მოქალაქე იყო, სურდა საქართველოში მიწის ნაკვეთები შეეძინა თავისი შვილისთვის - ---თვის. დადგენილია და მხარეები არ დავობენ, რომ --- და --- ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ, რომ --- ---სგან შეიძენდა დაახლოებით 29-30 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და ფერმას. 2013 წლის 13 ივნისს ---მა ---ის დავალებით მის შვილთან - ---თან დადო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებები.
2013 წლის 7 ივლისს ---მა ---ის დავალებით მის შვილთან - ---თან დადო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებები.“
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ასევე თელავის რაიონული სასამართლოს განჩინებაზე, რომლის მიხედვითაც, --- აღიარებს, რომ მის სახელზე რიცხული ყველა სადავო უძრავი ნივთი, მდებარე ---ში, შეძენილია ---ს მიერ და ნასყიდობის ფასიც ---ის მიერაა სრულად გადახდილი.
სასამართლოს გადაწყვეტილებების შინაარსის შეფასების შედეგად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო ოპერაციის კვალიფიკაცია უნდა შეფასდეს ამ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამისად, მიწის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადის განსაზღვრის მიზნებისთვის გათვალისწინებულ უნდა იქნას მამა-შვილის საკუთრებაში ფლობის ვადა ჯამურად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილებების შინაარსისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ა1 “ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში იმ მიწის ნაკვეთების რეალიზაციის ოპერაციაზე, რომლის მამა-შვილის საკუთრებაში ფლობის ვადა ჯამურად 2 წელზე მეტია, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში იმ მიწის ნაკვეთების რეალიზაციის ოპერაციაზე, რომლის მამა-შვილის საკუთრებაში ფლობის ვადა ჯამურად 2 წელზე მეტია, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ მიწის ნაკვეთებზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16671 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა პირის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 7 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 8 ნოემბრის №28022 ბრძანება და ამავე თარიღის №249-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 204 783 ლარი, მათ შორის გადასახადი 101 592 ლარი, ჯარიმა 50 796 ლარი და საურავი 52 395 ლარი.
საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 7 აპრილის №7696 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 აპრილის №7696 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 25 ივლისის №19572/2/2023 06 ნოემბერი 2023 N 27318 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 აპრილის №7696 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში იმ მიწის ნაკვეთების რეალიზაციის ოპერაციაზე, რომლის მამა-შვილის საკუთრებაში ფლობის ვადა ჯამურად 2 წელზე მეტია, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 9; 79; 80; 81;82; 102; 73 (9).