გადაწყვეტილება №24305/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 31.12.2024
№ დოკუმენტი 24305/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 24305/2/2024

31 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 19.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24305/2/2024).

 

დავის საგანი:

ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2024 წლის ID:33628910 შესაგებელი;

2. შემოსავლების სამსახურის 30.10.2024 წლის №23137 ბრძანება.

 

სადავო თანხა: 3 671 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

2.08.2024 წელს მომჩივანმა შემოსავლების სამსახურს წარუდგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა (ID: -----------, შტრიხკოდი: -----------), ზედმეტად გადახდილი 3 671 ლარის დაბრუნების თაობაზე. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, 2024 წლის 12 აგვისტოს დადგინდა ხარვეზი: (ID: -----------), გადამხდელს დაევალა წარედგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია გაცემულ ავანსებთან დაკავშირებით.

მომჩივანმა დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა (ID: ----------, შტრიხკოდი: ----------), რომელზეც აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 აგვისტოს (ID: --------) შესაგებლით, ეთქვა უარი.

აღნიშნული უარი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23137 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი და რეალიზებული საქონლის ანალიზის შედეგად, გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის (მიღებული დასაბეგრი შემოსავლის ნაწილში) ალბათობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, მართლზომიერია წარდგენილ მოთხოვნაზე უარის თქმა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ვაჭრობს ფქვილით და ბურღულეულით საბითუმოდ და საცალოდ. (46382 - საბითუმო ვაჭრობა ფქვილით და ბურღულეულით) სავაჭრო ოპერაციები ხორციელდება, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით, რეალიზაცია ძირითადად განხორციელებულია ნაღდი ანგარიშსწორებით საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით, ხოლო მომწოდებლებთან ანგარიშსწორება - უნაღდოდ, საბანკო გადარიცხვებით. ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი: (----------), ამავდროულად არის საწარმოს პარტნიორის და ამავდროულად დირექტორის საცხოვრებელი ადგილი. გაფორმებულია საიჯარო ხელშეკრულება საწარმოს პარტნიორთან ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ფართით სარგებლობისათვის. საწარმოს არ გააჩნია საიჯარო ხელშეკრულებები სხვა პირებთან. საწარმოში ამჟამად დასაქმებულია დირექტორი, რომელიც ხელმძღვანელობს საწარმოს და ბუღალტერი, რომელიც აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას და ანგარიშგებას. ორივე პიროვნებასთან გაფორმებულია ხელშეკრულება და შესაბამისად ხდება ანაზღაურების თანხების დარიცხვა და გაცემა. დირექტორზე დარიცხულია 1250 ლარი გაცემულია 625 ლარი გასაცემია 625 ლარი. ბუღალტერზე - 1250 ლარი გაცემულია 625 ლარი გასაცემია 625 ლარი. მომსახურების გამწევი პირები: ი/მ ----------- (პ/ნ -------------) 2023 წლის 9 მარტს შეძენილია იმპორტირებული საქონლის სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურება თანხით 5448,36 ლარი, რომელიც ანაზღაურებულია სრულად. ი/მ ------------- (პ/ნ ------------) 2023 წლის 9 მარტს შეძენილია იმპორტირებული საქონლის სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურება თანხით 5460,3 ლარი, რომელიც ანაზღაურებულია სრულად.

საბრუნავი საშუალებების ძირითად წყაროს ნაწილობრივ წარმოადგენს დამფუძნებლისგან ნასესხები თანხა 79548 ლარი, რაზედაც მხარეებს შორის გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება, ხოლო ნაწილობრივ საწარმოს კაპიტალში შეტანილი თანხა 25 197 ლარი. სასესხო თანხის მიმდინარე ნაშთი ამ მომენტისათვის შეადგენს 5 429.41 ლარს. რეალიზაციისას გამოწერილია ზედნადებები №------------, №------------, №------------. რეალიზაციის ამსახველი სხვა საბუთები საწარმოს არ ერიცხება. დარჩენილი საქონლის რეალიზაცია განხორციელებულია საკონტროლო სალარო აპარატის მეშვეობით. საქონლის შეძენა განხორციელებულია, როგორც იმპორტის გზით (საბაჟო დეკლარაციები №------------, №------------ და №------------) ასევე ადგილობრივ ბაზარზე (ზედნადებები №------------, №------------). მომწოდებელთან ------------ 2023 წლის 30 იანვარს გაფორმებულია ხელშეკრულება №------------. 2024 წლის 10 ივლისის მდგომარეობით საწარმოს დამფუძნებლის მიმართ ერიცხება კრედიტორული დავალიანება საიჯარო მომსახურების სახით თანხით 960 ლარი. ასევე ერიცხება დებიტორული მოთხოვნა მომწოდებლის -------------ის მიმართ 5298 $ ავანსად გადახდილი თანხის სახით.

პირად ბარათზე რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობის ცვლილების შემთხვევაში მომჩივანი თანახმაა დაუბრუნდეს თანხა სალდირებული ზედმეტობის ფარგლებში ზედმეტად გადახდილი თანხის ცვლილების შედეგად მიღებული თანხის ოდენობით. საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე ------------- ფედერაციაში 2023 წლის 31 იანვარს და 20 თებერვალს საწარმოს მიერ მომწოდებელზე (----------), თანახმად მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა (დამადასტურებელი დოკუმენტაცია თან ერთვის), წინსწრებით გადარიცხული იქნა შესაბამისად $13420 და $7436 სულ $20856. მომწოდებლის მიერ 2023 წლის 09 მარტს მოწოდებული იქნა $7260 ის 440 (50კგ) ტომარა ხორბლის ფქვილი და $3080 ის 880 (20კგ) ტომარა ხორბლის ქატო (დეკლარაცია №------------------).

როგორც იმპორტირებული საქონლის რეალიზაციის პროცესში გაირკვა, იმპორტირებულ საქონელს იმ მომენტისათვის გააჩნდა ბაზარზე არსებული ანალოგიური საქონლის მიმართ არაკონკურენტული თვითღირებულება და არასათანადო სამომხმარებლო ხარისხი, რის გამოც ინვესტირებული რესურსების უკუგების მიზნით საწარმო იძულებული გახდა საქონლის რეალიზაცია განეხორციელებინა მინიმალური ფასნამატით. ფქვილი: გასაყიდი ფასი 67 ლარი, თვითღირებულება 66,36 ლარი, ფასნამატი 0,96%. ((67ლ66,36ლ)/66,36*100=0,96%), ქატო: გასაყიდი ფასი 19 ლარი, თვითღირებულება 18,43 ლარი, ფასნამატი 3,09% ((19-18,43)/18,43*100=3,09%). 2023 წლის 26 აპრილს რეალიზაციის მიზნით ადგილობრივ ბაზარზე სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი იქნა 45000 ლარის ღირებულების 1000 (50კგ.) ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი, ერთი ტომარა დღგ ს ჩათვლით 45 ლარი. აღნიშნული ფაქტიც ცხადყოფს რომ იმპორტირებული ხორბლის ფქვილი, რომლის თვითღირებულებაც ერთ ტომარაზე 66 ლარს შეადგენდა კონკურენციას ვერ გაუწევდა ბაზარზე არსებულ ანალოგიურ საქონელს. ამიტომ იძულებული გახდა შეეწყვიტა საქონლის იმპორტი არსებული მომწოდებლიდან.

ამ მიზნით მომწოდებელზე ----------- ზე განხორციელდა მიმართვა დარჩენილი ავანსის დაბრუნების შესახებ, არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, წინსწრებით გადარიცხული თანხის დარჩენილი ნაწილი $10516 ვერ იქნა დაბრუნებული შპს ---------- მიერ რის გამოც საწარმო კვლავ იძულებული გახდა თანხის ამოღების მიზნით დათანხმებულიყო ასევე არაკონკურენტული თვითღირებულების მქონე საქონლის იმპორტს, ამ მიზნით უკვე 2023 წლის ნოემბრის თვეში ------------ ფედერაციიდან განხორციელებული იქნა $5258 ღირებულების 2000 (20კგ) ტომარა ხორბლის ქატოს იმპორტი (დეკლარაცია №------------ და №---------------).

საწარმოს ფინასური მდგომარეობა უფრო გართულდა, როდესაც ბაზარზე ნაშთად არსებულ ანალოგიურ საქონელს დაუპირისპირდა საწარმოს მიერ ახლად იმპორტირებული საქონელი, რომლის თვითღირებულებაც დამატებით გაზრდილი იქნა ახალი რეგულაციით, (1კგ ზე 0,1 ლარი) რის გამოც აღნიშნული საქონელი თვითღირებულებაზე დაბალი (საბაზრო) ფასით სრულად მიწოდებული იქნა იდენტიფიცირებულ მყიდველებზე ზედნადებების გამოყენებით (---------- (ს/კ --------) ზედ. №----------- და ------------- (ს/ნ -----------), ზედ № -----------).

ამ მომენტისათვის საწარმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ ერიცხება. 2023 წლის ნოემბერში განხორციელებული იმპორტის ოპერაციებისას მოხდა გარკვეული შეცდომები იმპორტის ოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებული გადასახადების გადახდის კუთხით, კერძოდ 2023 წლის 10 ნოემბერს საწარმოს მიერ გადახდილი იქნა იმპორტის დღგ თანხით 2205,5 ლარი და შეცდომით საბანკო დაწესებულების თანამშრომლის მიერ არ იქნა მითითებული საბაჟო დეკლარაციის სარეგისტრაციო (№--------) ნომერი, რის გამოც იმპორტის დღგ იგივე თანხით (2205,01) ხელმეორედ იქნა გადახდილი ბიუჯეტში ამჯერად დანიშნულებაში შესაბამისი რეკვიზიტის მითითებით. ამავე პერიოდში განხორციელებული იმპორტის მეორე ოპერაციასთან დაკავშირებით (დეკლარაცია №----------) საბაჟო ორგანოს მიერ შეცდომით არასწორად იქნა გაანგარიშებული იმპორტის გადასახადი თანხით 1466 ლარი, რომელიც საწარმოს მიერ გადახდილი იქნა 2023 წლის 15 ნოემბერს. არასწორი დარიცხვის მიზეზი, როგორც განმარტეს იყო ის ფაქტი, რომ საწარმოს მიერ არ იყო წარმოდგენილი საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი, თუმცა მალევე გაირკვა, რომ აღნიშნული დოკუმენტი ირიცხებოდა საწარმოს მიერ რამდენიმე დღით ადრე განხორციელებული იმპორტის ოპერაციის დოკუმენტებთან ერთად. შესაბამისად საბაჟო ორგანომ გადაიანგარიშა საბაჟო დეკლარაციით გადასახდელი გადასახადები და მოხსნა იმპორტის გადასახადი, რის გამოც საწარმოს მიერ გადახდილი იმპორტის გადასახადის თანხა აღმოჩნდა ზედმეტად გადახდილი.

ბიუჯეტში შეცდომით ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მიზნით შპს ---------- არაერთგზის მიმართა შემოსავლების სამსახურს. განცხადებაზე განისაზღვრა ხარვეზი, კერძოდ წარმოდგენას დაექვემდებარა ინფორმაცია/დოკუმენტაცია გაცემულ ავანსებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა რომ ხარვეზი აღმოფხვრილი იქნა სრულყოფილად, საწარმოს თანხის დაბრუნებაზე ეთქვა უარი. უარის თქმის საფუძვლად ამჯერად დასახელებული იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტში შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI/1 თავის მე-13 (5 პრიმა) მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი, თითქოსდა შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, საწარმოს მიერ შეძენილ და რეალიზებულ საქონლის ანალიზის შედეგად, ვლინდება შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის (მიღებული დასაბეგრი შემოსავლის ნაწილში) ალბათობა. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული დაექვემდებარება დეკლარირებას. მომჩივანი ვარაუდობს (თუმცა არავითარი მტკიცებულება არ გააჩნია), რომ იმპორტირებული საქონელი რეალიზებულია შემცირებული ფასებით.

წინა პერიოდებში წარდგენილ განცხადებებისას არაერთგზის იქნა განმარტებული, რომ --------------ისაგან მიღებული პროდუქცია იყო არაკონკურენტუნარიანი, როგორც თვითღირებულების მხრივ ასევე სასაქონლო ხარისხობრივი მაჩვენებლებით, აღნიშნული განაპირობა იმან, რომ საქონლის შესაძენი თანხა გადახდილი იქნა წინსწრებით, ავანსად (დამადასტურებელი დოკუმენტაცია თან ერთვის საჩივარს) ხოლო მომწოდებელმა ისარგებლა აღნიშნულით და შპს „-------------ს მოაწოდა უხარისხო საქონელი წარმოუდგენლად მაღალ ფასად. კერძოდ იმპორტირებული საქონლის თვითღირებულებამ 66,36 ლარი შეადგინა (მომწოდებლის 19173,66 ლარი + ტრანსპორტირების 5448,36 ლარი+4374,85 ლარი დღგ იმპორტზე + გეზის მომსახურება 199,78 ლარი სულ 29196,65 ლარი/440 ტომარაზე=66,36ლარი), რომელიც დიდი ძალისხმევით რეალიზებული იქნა 67 ლარად. იმპორტირებული საქონლის თვითღირებულების არაკონკურენტუნარიანობას ადასტურებს ისიც, რომ ამავე პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე სასაქონლო ზედნადებებით ადგილობრივი მომწოდებლებისაგან შეძენილი იქნა ანალოგიური საქონელი ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა პურის ფქვილი 45 ლარად (ყოველივე აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია თან ერთვის).

კომპანიამ არაერთგზის მიმართა მომწოდებელს ავანსის უკან დაბრუნების მოთხოვნით თუმცა ვერაფერს გახდა მომწოდებელთან და თანხის უკუგების მოტივით კვლავ დათანხმდა საქონლის იმპორტს იმავე მომწოდებლისაგან და ამჯერად 2023 წლის ნოემბრის თვეში იმპორტირებული იქნა 28 738,38 ლარის ღირებულების 2 000 ტომარა ხორბლის ქატო თვითღირებულებით 14,37 ლარი (მომწოდებლის 7137,47+7137,47 ლარს + გადამზიდავების 5139,12+5124,3 ლარი + ახალი დროებითი რეგულაციის 2000+2000 ლარი და + ფიტოვეტის მომსახურების 100+100 ლარი სულ 28738,38/2000 ტომარაზე = 14,37 ლარი), რომელიც შპს ----------- მიერ თვითღირებულებაზე დაბალ საბაზრო ფასად ერთი ტომარა 12 ლარად ერთი ოპერაციის ფარგლებში სასაქონლო ზედნადებების გამოყენებით მიწოდებული იქნა იდენტიფიცირებულ მყიდველებზე (აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია თან ერთვის).

აღნიშნული ანალიზი მართალია ცხადყოფს, რომ იმპორტირებული საქონელი ერთის მხრივ რეალიზებულია მინიმალური ფასნამატით, მაგრამ მაინც ფასნამატით, ხოლო მეორე შემთხვევაში მართალია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, მაგრამ რეალიზაცია განხორციელებულია იდენტიფიცირებულ მყიდველზე ზედნადებების მეშვეობით რაც მნიშვნელოვანია საკითხის შეფასებისას. როდესაც შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობას (მიღებული დასაბეგრი შემოსავლის ნაწილში) ალბათობაზე ალბათ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება აქვს მხედველობაში და თვლის რომ რეალიზაცია ზოგადად უნდა განხორციელებულიყო მოგების მომტანი ფასნამატით თუმცა ის არ აკეთებს ფაქტების არსობრივ ანალიზს, არ უღრმავდება საკითხის შინაარს არ აკეთებს ლოგიკურ დასკვნებს და ჭეშმარიტი ფინანსური ანალიზის დადგენის მიზნით არ ესაუბრება გადასახადის გადამხდელს და არ ისმენს მის განმარტებას, თუ რამ გამოიწვია მათთვის საეჭვო გარემოება, რომლის ანალიზიც არის მითითებული და რომელიც დადასტურებულია თანდართული დოკუმენტებით.

საწარმოს დღემდე ერიცხება მომწოდებლისაგან (-----------) მისაღები დებიტორული დავალიანება $5256 (აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია თან ერთვის შედარების აქტის სახით) და ცდილობს თანხის დაბრუნებას. საქონლის იმპორტი აღნიშნული მომწოდებლისაგან საწარმოსათვის ფინანსურად მომგებიანი რომ ყოფილიყო ლოგიკურია, რომ საწარმო კვლავ გააგრძელებდა მომწოდებელთან თანამშრომლობას, არ გააგრძელებდა დავას მომწოდებელთან დარჩენილი თანხის ამოღებაზე და გამოიყენებდა აღნიშნულ თანხას საქონლის შესაძენად, არ დაიწყებდა დავას შემოსავლების სამსახურთან და შეცდომით გადახდილ თანხებს ჩაითვლიდა მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში. შემოსავლების სამსახური განმარტავს რომ თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტში შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI/I თავის მე-13 (5 პრიმა) მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი, კერძოდ: თითქოსდა შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ და რეალიზებულ საქონლის ანალიზის შედეგად, ვლინდება შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის (მიღებული დასაბეგრი შემოსავლის ნაწილში) ალბათობა. თუმცა წარმოადგენს რა თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს განმარტავს რომ: „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ: ე) შეუსაბამობა გამოვლინდა ამ ინსტრუქციის 13/(4 პრიმა) მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხის შესწავლისას ან/და სახეზეა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დაბეგვრაზე წარუდგენლობა. მეორე ნაწილი რათქმაუნდა ამ სიტუაციას არ შეესაბამება, აღნიშნული ქვეპუნქტების შინაარსის გაანალიზებისას მათ მიერ ვერ იქნა ნაპოვნი ისეთი ჩანაწერი, რომელიც საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან 11 კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ან/და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან ის პერიოდი, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოითხოვებოდეს გადამხდელის მიერ შეძენილი და რეალიზებული საქონლის ანალიზი და შედეგად შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის (მიღებული დასაბეგრი შემოსავლის ნაწილში) ალბათობა.

აღნიშნული შინაარსის ჩანაწერს მოცემული ინსტრუქციის მითითებული მუხლები არ შეიცავს. აქედან გამომდინარე სავსებით გაუგებარია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნული უარი 2024 წლის 16 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, შემოსავლების სამსახურმა გადამხდელის დაუსწრებლად განიხილა საჩივარი და 2024 წლის 30 ოქტომბერს გამოსცა ბრძანება №23137 როლის მიხედვითაც შემოსავლების სამსახურმა მართებულად მიიჩნია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე უარის თქმის შესახებ.

მომჩივანი ითხოვს, აღნიშნული საკითხის შესწავლას, გარემოებების გათვალისწინებას, მომჩივნის გამოკითხვას, რადგან თანხები, რომლებსაც ითხოვს გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს საბანკო დაწესებულებისა და საბაჟო ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომების შედეგად გადამხდელის მიერ ბიუჯეტში შეცდომით ხელმეორედ გადახდილ თანხებს და მათ არაფერი კავშირი არ ააქვთ შესაძლო საგადასახადო ვალდებულებებთან როგორც ამას აუდიტის დეპარტამენტი და შემოსავლების სამსახური განმარტავს.

თუ მათი არგუმენტაცია მართებულია, განახორციელონ საგადასახადო შემოწმება და შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით განახორციელონ შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა. წარმოუდგენელია როგორ უნდა ეთქვას გადასახადის გადამხდელს უარი საკუთარი თანხის დაბრუნებაზე იმ მიზეზით, რომ არსებობს ვარაუდი და არა მტკიცებულება საგადასახადო ვალდებულების არსებობისა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.10.2024 წლის №23137 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2.08.2024 წელს მომჩივანმა შემოსავლების სამსახურს წარუდგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, 2024 წლის 12 აგვისტოს დადგინდა ხარვეზი. გადამხდელს დაევალა წარედგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია გაცემულ ავანსებთან დაკავშირებით. მომჩივანმა დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა რომელზეც აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 აგვისტოს შესაგებლით, ეთქვა უარი. აღნიშნული უარი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23137 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

საბჭო მიუთითებს, გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.10.2024 წლის №23137 ბრძანება; საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);.

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);