ბრძანება N 20107

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.08.2023
№ დოკუმენტი 20107
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20107

15.08. 2023

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----- ---------------------ის (პ/ნ ----------------)

(ფაქტ. მის.: -----------------------------------;

იურ. მის.: -------------------------------------)

2023 წლის 17 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №82) განიხილა ----- ---------------------ის (პ/ნ ----------------) №122074/21-10-21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 17 ივლისის №EL216795 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

მომჩივანი განმარტავს, რომ 2023 წლის 17 ივლისს შემოვიდა საქართველოში საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, რა დროსაც მებაჟისთვის სრულად იქნა მიწოდებული 5 ცალი CMR, ინვოისები და ხელშეკრულებები. შემოწმების შემდეგ, მებაჟე-ოფიცერმა დაუბრუნდა დოკუმენტები და გაუშვა გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ დანიშნულებით. ტვირთის დეკლარირებისას დადგინდა, რომ ერთ-ერთი CMR არ იყო გატარებული და ბეჭედდასმული.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და გადახდილი ჯარიმის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2023 წლის 15 ივლისს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგის“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა №------- სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო სხვადასხვა მიმღების ტვირთი. საქონლის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირის ----- ---------------------ის მიერ წარდგენილი 4 სატრანსპორტო ზედნადების (№-----, №1, №1 და №-----) საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალებასა და მასში განთავსებულ საქონელზე გამოიწერა №-------- აღრიცხვის მოწმობა და გაგზავნილი იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი 2“- ის დანიშნულებით.

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების შემდეგ, საქონლის დეკლარირებისას აღმოჩნდა, რომ №------- სატრანსპორტო ზედნადებით გადაადგილებული 560კგ. საქონლის ზოგადი დეკლარირება საბაჟო გამშვებ პუნქტში არ განხორციელებულა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან ადგილი ჰქონდა საქონლის ზოგადი დეკლარირების განუხორციელებლობას, 2023 წლის 17 ივლისს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ მიერ შედგენილი №EL216795 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ----- ---------------------ეს შეეფარდა ჯარიმა 150 ლარის ოდენობით.

საჩივარში მითითებულ არგუმენტებთან დაკავშირებით საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ მიერ აღრიცხვის მოწმობა გამოიწერა იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც წარდგენილ იქნა ----- ---------------------ის მიერ.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ საქონლის ზოგადი დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრება მართლზომიერია.

გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე15 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სამართალდარღვევისთვის გამოყენებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს. ამასთან, ქმედება არ არის ჩადენილი განმეორებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმის ნაცვლად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----- ---------------------ის (პ/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. 2023 წლის 17 ივლისის №EL216795 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა შეიცვალოს გაფრთხილებით;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი განმარტავს, რომ შემოვიდა საქართველოში საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, რა დროსაც მებაჟისთვის სრულად იქნა მიწოდებული 5 ცალი CMR, ინვოისები და ხელშეკრულებები.

შემოწმების შემდეგ, მებაჟე-ოფიცერმა დაუბრუნდა დოკუმენტები და გაუშვა გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ დანიშნულებით. ტვირთის დეკლარირებისას დადგინდა, რომ ერთ-ერთი CMR არ იყო გატარებული და ბეჭედდასმული.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და გადახდილი ჯარიმის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგის“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო სხვადასხვა მიმღების ტვირთი.

საქონლის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირის მომჩივანის მიერ წარდგენილი 4 სატრანსპორტო ზედნადების საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალებასა და მასში განთავსებულ საქონელზე გამოიწერა აღრიცხვის მოწმობა და გაგზავნილი იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი 2“- ის დანიშნულებით.

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების შემდეგ, საქონლის დეკლარირებისას აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი სატრანსპორტო ზედნადებით გადაადგილებული საქონლის ზოგადი დეკლარირება საბაჟო გამშვებ პუნქტში არ განხორციელებულა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან ადგილი ჰქონდა საქონლის ზოგადი დეკლარირების განუხორციელებლობას, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ მიერ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა .

საჩივარში მითითებულ არგუმენტებთან დაკავშირებით საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ მიერ აღრიცხვის მოწმობა გამოიწერა იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც წარდგენილ იქნა მომჩივანის მიერ.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმის ნაცვლად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);

ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:163(1,15); 165;

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი;