N 530 - 10/11/2026 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №530
2026 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, III, №33, 31/03/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების 14 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული, ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისას მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით იმპორტის გადასახდელების გადახდისათვის დადგენილ ვადაში, გარდა ამ მუხლით, 15 მუხლითა და „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 1566, 1567, 1568 და 15610 გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 1563, 1564, 1566 და 1567 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს აღნიშნული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისა.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:
ა) 54-ე და 541 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1794486780780 {width:517.5pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„54
საქონლის გაფორმება (გარდა 541 – 543, 68-ე, 681, 75-ე, 82-ე, 821, 823, 86-ე, 87-ე, 103-ე, 122 –125-ე, 1563,1564 და 1566– 1568 გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
არაუმეტეს 3 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;
3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი;
15 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 500 ლარი
541
პირის მიერ „eCustoms-ის“ მეშვეობით რეგისტრირებული, საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმება (გარდა 542, 75-ე,82-ე,87-ე,103-ე,122-ე– 125-ე,1563, 1564 და 1566 – 1568 გრაფებითგათვალისწინებულიშემთხვევებისა)
არაუმეტეს 3 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი.
3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი;
15 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი“;
ბ) 75-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1794486799216 {width:517.5pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„75
ავტოსატრანსპორტო საშუალების (სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელისა და ნახევრად მისაბმელის) გაფორმება (გარდა 1568 და 15610 გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
ერთ საბაჟო დეკლარაციაზე – 150 ლარი“;
გ) 821 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1794486814201 {width:517.5pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„821
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციის შევსება და საქონლის გაფორმება (გარდა 68-ე, 681, 75-ე, 823 , 1563, 1564და 1566 – 1568გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
არაუმეტეს 3 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;
3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი;
15 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი“;
დ) 83-ე და 84-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1794486830073 {width:517.5pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„83
კონტეინერით/ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია საბაჟო გამშვები პუნქტის − „ბათუმის პორტის“ ან საბაჟო გამშვები პუნქტის − „ფოთისა და ყულევის პორტებისა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებების ან გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ (გარდა 1569 გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა)
50 ლარი;
84
ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში აღრიცხვის მოწმობის გამოწერა (გარდა აღრიცხვის მოწმობის გამარტივებულად შევსების, ტრანზიტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და 15610 გრაფით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
20 ლარი“;
ე) 86-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1794486846147 {width:517.5pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„86
რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენით დეკლარირებული საქონლის გაფორმება (გარდა 75-ე, 1563, 1564 და 1568 გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
50 ლარი“;
ვ) 1565 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1566 – 15610 გრაფები:
#assignedTableId-1794486871631 {width:517.5pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„1566
სეს ესნ-ის 2402 10 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული სიგარელის, 2402 20 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული სიგარეტისა და 2404 11 000 00, 2404 12 000 00 და2404 19 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული საქონლისრეექსპორტშიანტრანზიტისპროცედურაშიგაფორმება(გარდაიმშემთხვევისა,როდესაცსაქონლისგადაზიდვახორციელდებამხოლოდსარკინიგზოან/და საზღვაოან/და საჰაეროტრანსპორტისგამოყენებით)
1 კილოგრამზე – 1 ლარი;
1567
სეს ესნ-ის 2403 11 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ჩილიმით მოსაწევი თამბაქოსა და 2401 სასაქონლო პოზიციასა და 2403 19 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული თუთუნის რეექსპორტში ან ტრანზიტის პროცედურაში გაფორმება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ სარკინიგზო ან/და საზღვაო ან/და საჰაერო ტრანსპორტის გამოყენებით)
1 კილოგრამზე – 0.3 ლარი;
1568
სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტში გაფორმება (გარდა დროებით შემოტანის პროცედურის შემდეგ რეექსპორტისა)
1 ავტომობილზე – 450 ლარი;
1569
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე კონტეინერით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან ბორნით შემოტანილი, ტრანზიტისთვის განკუთვნილი, საქართველოში არარეგისტრირებული სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული მსუბუქი ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია
1 ავტომობილზე – 500 ლარი;
15610
საქართველოში არარეგისტრირებული, სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტის ან ტრანზიტის განხორციელების მიზნით, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის ან რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა
1 ავტომობილზე – 450 ლარი“.
მუხლი 2
ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ამავე დადგენილების ამოქმედებამდე შემოტანილი, სეს ესნ-ის 2402 10 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული სიგარელის, 2402 20 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული სიგარეტის, 2404 11 000 00, 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული საქონლის, სეს ესნ-ის 2403 11 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ჩილიმით მოსაწევი თამბაქოსა და 2401 სასაქონლო პოზიციასა და 2403 19 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული თუთუნის რეექსპორტში ან ტრანზიტის პროცედურაში გაფორმებაზე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 16 ნოემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე