N 5951 - 27/03/2012 - „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 27.03.2012
№ დოკუმენტი 5951
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 275) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ 7. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით განისაზღვრება შესასვლელი და გამოსასვლელი – მოეწყობა საბაჟო გამშვები პუნქტი .“.

 

2. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„4. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა-გატანისას საქონლის საბაჟო დეკლარირებისა და საბაჟო კონტროლის წესები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით.“.

 

მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მ. სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი

 

თბილისი,2012 წლის 27 მარტი .

№5951- Iს

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე