ბრძანება N 28885

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.11.2023
№ დოკუმენტი 28885
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28885

24 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ -------ის (პ/ნ -------)

(მის.:---------)

2023 წლის 27 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №117) განიხილა ფ/პ -------ის (პ/ნ --------) №84414/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 აპრილის №036-1418 (საანგარიშო პერიოდი 2018 წელი) და №036-1419 საგადასახადო მოთხოვნებს (საანგარიშო პერიოდი 2019 წელი).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ მისი შემოსავალი 2015 წლიდან არ აღემატებოდა 40 000 ლარს და შესაბამისად, არ უწევდა ქონების გადასახადის გადახდა. დარიცხული დავალიანების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება არ გააჩნდა, ითხოვს 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებზე დარიცხული გადასახადის გაუქმებას.

 

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დგინდება, რომ ფ/პ ------ეს პირადი აღრიცხვის ბარათზე 2018 და 2019 წლების საანგარიშო პერიოდებზე მიწის გადასახადი დარიცხული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად (მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელთა სიები). კერძოდ, 2018 და 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე გადასახადი დარიცხული აქვს საჯარო რეესტრის მიერ წარმოდგენილი სიების შესაბამისად (წერილი №-------/21-11 და №-------/21-11) 22.04.2021 წელს, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე ს.კ. -------- კვ.მ. - 58 ლარი და ს.კ. ------- – 156 კვ.მ.- 24 ლარი.

ფ/პ -------ეს (პ/ნ -------) 2019 წლიდან აქვს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი, რომელიც დღეის მდგომარეობით აქტიურია. გადამხდელს 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებზე გამოცემული 2021 წლის 22 აპრილის №036-1418 და №036-1419 საგადასახადო მოთხოვნების გაგზავნა უფიქსირდება ავტორიზებულ ვებგვერდზე 2021 წლის 22 აპრილის თარიღით, რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 23 ოქტომბერს

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით ფ/პ -------ს (პ/ნ ------) პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 150.59 ლარი, საურავი 76.21 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია (მონაცემები), მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისთვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის 131 ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისგან. ამ შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელს ქონების გადასახადი დარიცხული აქვს მის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც დამოკიდებული არ არის ფიზიკური პირის შემოსავლებზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ -------ის (პ/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებზე დარიცხული გადასახადის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დგინდება, რომ საჩივრის ავტორს პირადი აღრიცხვის ბარათზე 2018 და 2019 წლების საანგარიშო პერიოდებზე მიწის გადასახადი დარიცხული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად (მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელთა სიები). კერძოდ, 2018 და 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე გადასახადი დარიცხული აქვს საჯარო რეესტრის მიერ წარმოდგენილი სიების შესაბამისად 22.04.2021 წელს, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე. საჩივრის ავტორს 2019 წლიდან აქვს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი, რომელიც დღეის მდგომარეობით აქტიურია. გადამხდელს 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებზე გამოცემული 2021 წლის 22 აპრილის №036-1418 და №036-1419 საგადასახადო მოთხოვნების გაგზავნა უფიქსირდება ავტორიზებულ ვებგვერდზე 2021 წლის 22 აპრილის თარიღით, რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 23 ოქტომბერს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით საჩივრის ავტორს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 150.59 ლარი, საურავი 76.21 ლარი

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელს ქონების გადასახადი დარიცხული აქვს მის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც დამოკიდებული არ არის ფიზიკური პირის შემოსავლებზე. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61(2,,ე“); 203; 205(131).