ბრძანება N 13944
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13944
20.06.2023
შპს „--- -----ის“ (ს/ნ ------------)
(მის: -------------------------------)
2023 წლის 19 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ივნისის სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა შპს „--- -----ის“ (ს/ნ ------------) №81103/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 3 მაისის №EL208408, №EL208410 და №EL208411 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დარღვევისა და გამოყენებული ზომის ადეკვატურობის თვალსაზრისით აქტის დასაბუთების მნიშვნელობა იზრდება მით უფრო მაშინ, როდესაც აქტის შედეგს გადასახადის გადამხდელზე სანქცია/საურავის/ჯარიმის/ დაწესება/დარიცხვა წარმოადგენს.
საჩივრის ავტორის განმარტებით, პროკურატურის 2023 წლის 11 აპრილის №-------- შუამდგომლობით და ამ შუამდგომლობის შესაბამისად ჯარიმების გადახდის ქვითრებით უდავოდ დგინდება შპს „--- -----ის“ მიმართ 2023 წლის 3 მაისს შედგენილი №EL208408, №EL208410 და №EL208411 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებში ასახულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ბრალეულ პირს შეეფარდა/დაეკისრა პასუხისმგებლობა (მათ შორის ჯარიმა), რომელმაც აღიარა ჩადენილი ქმედება და მის მიერ გადახდილ იქნა სსკ-ის 172-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის თანხები.
მომჩივანს მიაჩნია, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და ითხოვს მათ ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის -----სა და -------ის სამმართველოს მომართვის საფუძველზე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 4 ნოემბრის №27842 ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 2022 წლის 7 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში განახორციელა შპს „--- -----ას“ (ს/ნ ------------) კუთვნილ საბაჟო საწყობში (-------, დანიშნულების კოდი -------) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი.
აღნიშნული შემოწმების შედეგად ასევე დადგინდა (შემოწმების აქტი №-- -----------, 18.11.2022), რომ ადგილი ჰქონდა შპს „--- -----ის“ (ს/ნ ------------) მიერ სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციებით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული და შპს „----ას“ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საქონლის დანაკლისს, კერძოდ, საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე არ იყო განთავსებული შპს „--- -----ის“ მიერ:
– №C9388/69400 (21.12.2021) საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის (ფილტრიანი სიგარეტი „-------- ----“, საერთო რაოდენობა – 525 000 კოლოფი, საბაჟო ღირებულება – 418 730 ლარი) ნაწილი – 1 032 კოლოფი სიგარეტი (რომლის საბაჟო ღირებულებამ დეკლარირებისას წარდგენილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის მიხედვით შეადგინა – 823.12 ლარი).
– №C8274/69400 (11.11.2021) საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის (ფილტრიანი სიგარეტი „----- ----“, საერთო რაოდენობა – 441 500 კოლოფი, საბაჟო ღირებულება – 114 461.78 ლარი) ნაწილი – 2 331 კოლოფი სიგარეტი (რომლის საბაჟო ღირებულებამ დეკლარირებისას წარდგენილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის მიხედვით შეადგინა – 587.84 ლარი).
– №C8260/69400 (11.11.2021) საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის (ფილტრიანი სიგარეტები: „----- ----, „------ -----“, „-- ------“, საერთო რაოდენობა – 890 000 კოლოფი, საბაჟო ღირებულება – 321 856 ლარი) ნაწილი – 202 კოლოფი სიგარეტი (რომლის საბაჟო ღირებულებამ დეკლარირებისას წარდგენილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის მიხედვით შეადგინა – 71.32 ლარი).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილ იქნა, რომ შპს „------სა“ (ს/ნ ------------) და შპს „--- -----ის“ (ს/ნ ------------) მიერ ჩადენილი იყო საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა, თუმცა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენისას მოქმედი რედაქციის საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-8 ნაწილისა (საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ შეიძლება დაეკისროს, თუ ამ საბაჟო სამართალდარღვევის შემადგენელი ქმედება იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას) და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის -----ის და ------ის სამმართველოს წარმოებაში იყო სისხლის სამართლის №092181021007 საქმე შპს „-----ას“ (ს/ნ ------------) ხელმძღვანელ პირთა მიერ სანებართვო/სალიცენზიო პირობების დარღვევით განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საბაჟო ორგანოს მიერ არ იქნა მიღებული საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობის დაკისრების გადაწყვეტილება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის -----ის და ------ის სამმართველოს 2023 წლის 1 მაისის №7633/15-04-09 წერილით საბაჟო დეპარტამენტს გადმოეგზავნა -----ის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 აპრილის განაჩენი №1/360-23, რომლითაც დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ – შპს „------ას“ დირექტორს --- -----ეს შორის 2023 წლის 11 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება და -----ა ------ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საბაჟო სამართალდამრღვევ პირებს არ დაეკისრათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევისთვის ან სხვა ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, 2023 წლის 3 მაისს საბაჟო დეპარტამენტის -----ის გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები (შპს „-----ის“ მიმართ შედგენილ იქნა №EL208411, №EL208410, №EL208408 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, ხოლო შპს „-----ას“ მიმართ – №EL208370, №EL208373, №EL208376 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები), რომლებითაც შპს „----ას“ და შპს „-----სს“ სოლიდარულად დაეკისრათ პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევებისთვის და სანქციის სახით შეეფარდათ ჯარიმა იდენტურ/მსგავს საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით (საერთო ჯამში 20 253.8 ლარი).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ჯ“ ქვეპუნქტით, იმპორტის გადასახდელი არის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადი, აქციზი, დამატებული ღირებულების გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან დაკავშირებით წარმოიშობა.
ამავე კოდექსის 122-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის პროცედურა საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი დასაწყობდეს საბაჟო საწყობში, საბაჟო ორგანოს საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე.
ამავე საკანონმდებლო აქტის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:
ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;
ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს საბაჟო საწყობის პროცედურაში საქონლის მოქცევასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა შპს „--- - ---ის“ (ს/ნ -------) მიერ სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციებით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული და შპს „----ას“ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საქონლის დანაკლისს, რაც არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ხოლო ვინაიდან სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტიადა მათ საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სოლიდარულად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს სადავო აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--- -----ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანს მიაჩნია, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და ითხოვს მათ ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა მომჩივანის მიერ სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციებით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული და სხვა გადასახადის გადამხდელის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საქონლის დანაკლისს, რაც არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ხოლო ვინაიდან სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტიადა მათ საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სოლიდარულად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172(1);302(6);
ასევე საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:6(1 „ჯ“); 70(1); 122(1); 127(1,2,3); 163(1,5,8); 172(1);
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601(1,2);32;34;