N 14 - 28/06/2024 - „საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2024 წლის 28 ივნისი
ქ. საჩხერე
,,საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
,,საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 დეკემბრის №47 დადგენილებაში (სსმ/ვებგვერდი 05/01/2016. სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.130.016175) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. დადგინდეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები, სათამაშო ბიზნესის ცალკეული სახეების მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 (ოცი ათასი) ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 (ორი ათასი) ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%.
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 5000 (ხუთი ათასი) ლარი.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის პირველი ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საჩხერის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
გაგა დარბაიძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე