N 223 - 12/06/2023 - „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 12.06.2023
№ დოკუმენტი 223
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №223

2023 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2018, 300160070.10.003.020788) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სტანდარტი – ევროპული სტანდარტიზაციის კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტი; ბრიტანეთის სტანდარტიზაციის ინსტიტუტის (BSI) მიერ რეგისტრირებული PAS 9017:2020 სტანდარტი; ტესტირებისა და მასალების ამერიკული ორგანიზაციის ASTM D5511 ან/და ASTM D5988 სტანდარტი.“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ტესტირებისა და მასალების ამერიკული ორგანიზაციის ASTM D5511 ან/და ASTM D5988 სტანდარტების შესაბამისი მასალის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულია ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისათვის საჭირო მასალის ტესტირებისა და მასალებისთვის ამერიკული გაერთიანების ASTM D5511 ან/და ASTM D5988 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ტესტირებისა და მასალების ამერიკული ორგანიზაციის ASTM D5511 ან/და ASTM D5988 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების ტესტირებისა და მასალების ამერიკული ორგანიზაციის ASTM D5511 ან/და ASTM D5988 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი, , ირაკლი ღარიბაშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე