ბრძანება N 14450
📄 სრული ტექსტი
N 14450
01 ივლისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------ს“ (ს/ნ -----------------)
მის: -------------------------------------)
2025 წლის 5 ივნისის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 ივნისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა შპს „----------ს“ (ს/ნ -----------------) №96070/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 5 ივნისის №----, №---, №--- და №--- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია და ის, რომ თითქოს სამართალდარღვევის ოქმებში მითითებულმა სატრანსპორტო საშუალებებმა განსაზღვრულ ვადაზე ადრე დატოვეს ავტოსადგომი არ შეესაბამება სინამდვილეს.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 5 ივნისს კამერალურად შემოწმდა შპს „----------ს“ (ს/ნ -----------------) მფლობელობაში არსებული, საბაჟო გამშვები პუნქტი „----ის“ მიმდებარედ განთავსებული ავტოსადგომი. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ რიგის მართვის ელექტრონულ სისტემაში მოახდინა ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ა/მ -----, რიგის ნომერი ---, თარიღი 04/06/2025 -:-; ა/მ -----, რიგის ნომერი -----, თარიღი 04/06/2025 -:-; ა/მ -------, რიგის ნომერი ----, თარიღი 04/06/2025 -:-) რეგისტრაცია, ხოლო შემდგომ გაუშვა ავტოსადგომიდან ისე, რომ არ შეატყობინა შემოსავლების სამსახურს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებით, ------დან საქართველოს დანიშნულებით გადაიზიდებოდა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში №---/----- (04.06.2025) საქონლის საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული საქონელი - მერქანბოჭკოვანი ფილები (სატრანსპორტო ზედდებულების მიხედვით, თითოეული სატრანსპორტო საშუალება დატვირთული იყო 25 ტონამდე ტვირთით). აღნიშნული დეკლარაცია საბაჟო გამშვები პუნქტი „----ის“ მებაჟე-ოფიცრის მიერ შეფასდა მიმდინარე წლის 4 ივნისს -:- საათზე. შესაბამისად, შეფასებიდან დაახლოებით ნახევარ საათში №-----, №--- და №--- სატრანსპორტო საშუალებები რიგის მართვის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდნენ შპს „----------ს“ (ს/ნ -----------------) ავტოსადგომზე, ხოლო შემდგომ წავიდნენ სავარაუდოდ ტვირთის დასაცლელად.
ვინაიდან შპს „-----ს“ მიერ განმეორებით დაირღვა ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 5 ივნისს შედგენილი №-----, №---- და №--- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებით შპს „----------ს“ (ს/ნ -----------------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის 32 ნაწილის შესაბამისად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი 2025 წლის 5 ივნისის №----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე.
საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 27 ივნისის №13886 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი 2025 წლის 5 ივნისის №---- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. შესაბამისად, არ არსებობს დავის საგანი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა 2025 წლის 5 ივნისის №-----, №- ---და №----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გასაჩივრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის“ პირველი მუხლით დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის (შემდგომში – საზღვარი) გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით საზღვრის გადაკვეთისას ფიზიკურ პირთა საპასპორტო კონტროლისა და ფოტოგადაღების, ამ პირთა მიერ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის წესებს, კონტროლის განხორციელების პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საბაჟო ორგანოების ფუნქცია-მოვალეობებს და მათ შორის თანამშრომლობის წესებს.
ამავე წეისის მე-16 მუხლის მე-17 პუნქტი ადგენს, რომ „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განსაზღვრულ ვადაზე ადრე ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლის შემთხვევაში, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის გაუქმების მიზნით, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს საბაჟო ორგანოს. ამასთან, ავტოსადგომზე დაბრუნების შემთხვევაში, ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება რიგის ნომრის თავიდან მინიჭებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მე-10 მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 1271 -ე მუხლის 31 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არაუმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული M2, M3, N2 და N3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის 32 ნაწილის თანახმად, 31 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივანმა დაარღვია ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ მოქმედებას, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო ვინაიდან, მომჩივანი არის ადმინისტრაციულ სახდელდადებული და ერთი წლის განმავლობაში ჩაიდინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 -ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განმეორებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 -ე მუხლის 32 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმა) დადება მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები (№----, №---- და №----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები) და გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე და საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------ს“ (ს/ნ -----------------) საჩივარი 2025 წლის 5 ივნისის №---- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად იქნეს დატოვებული 2025 წლის 5 ივნისის №----, №---- და №--- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელი;
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზ. №358) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273- ე მუხლით დადგენილი წესით ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
თხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 5 ივნისს კამერალურად შემოწმდა მომჩივანის მფლობელობაში არსებული, საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარედ განთავსებული ავტოსადგომი. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივანმა დაარღვია ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ მოქმედებას, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო ვინაიდან, მომჩივანი არის ადმინისტრაციულ სახდელდადებული და ერთი წლის განმავლობაში ჩაიდინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 -ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განმეორებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 -ე მუხლის 32 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმა) დადება მართლზომიერია.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემდეგ ნორმებს: 1271(31.32);