საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გადასამოწმებლად გაგზავნა N2703

2703 საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გადასამოწმებლად გაგზავნა 22.10.2024
№ დოკუმენტი 2703
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გადასამოწმებლად გაგზავნა N2703

ფაქტობრივი გარემოებები

ვარიანტი I: თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებულ საქონელზე, წარდგენილია პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი. დეკლარაციას განესაზღვრა "წითელი/ყვითელი დერეფანი". წარმოშობის სერტიფიკატის გამოყენებასთან დაკავშირებით გაჩნდა გონივრული ეჭვი - დოკუმენტის ნამდვილობის ან/და საქონლის წარმოშობის ნამდვილობის ან/და შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა მოთხოვნების შესრულების ნაწილში.

ვარიანტი II: თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე პრეფერენციული სერტიფიკატის გამოყენებასთან დაკავშირებით, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლისას, გაჩდა გონივრული ეჭვი - დოკუმენტის ნამდვილობის ან/და საქონლის წარმოშობის ნამდვილობის ან/და შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა მოთხოვნების შესრულების ნაწილში.

შეფასება

ვარიანტი I: საქონლის წარმოშობის პრეფერენციული სერტიფიკატი არ იქნა გათვალისწინებული

ვარიანტი II: საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი გადასამოწმებლად გაიგზავნა ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოში

ღონისძიებები

ვარიანტი I: ა) საქონელს დაერიცხება იმპორტის გადასახადი, ხოლო საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია არ გამოიყენება ბ) თუ საბაჟო დეკლარაციაში საქონლის საბაჟო ღირებულება (ერთი სეს ესნ კოდის) აჭარბებს 15000 ლარს გადამოწმების მიზნით სერტიფიკატი იგზავნება ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოში. სხვა შემთხვევაში გადამოწმების მიზნით საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოში, იგზავნება მხოლოდ დეკლარანტის წერილობითი მოთხოვნით. გ) საბაჟო ორგანოს მიერ შემდგომი ღონისძიებები ხორციელდება სიტუაციური სახელმძღვანელოს - "საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გადამოწმების შედეგებზე რეაგირება N2704 " შესაბამისად

ვარიანტი II: საბაჟო ორგანოს მიერ შემდგომი ღონისძიებები ხორციელდება სიტუაციური სახელმძღვანელოს - "საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გადამოწმების შედეგებზე რეაგირება N2704 " შესაბამისად

შენიშვნა: ა) გონივრული ეჭვის საფუძველი არის მონაცემთა ანალიზი, საქონლის ფიზიკური დათვალიერება ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული ინფორმაცია. ბ) წინამდებარე სიტუაციური სახელმძღვანელო არ გამოიყენება, თუ დათვალიერების შედეგად დასტურდება, რომ საქონელი ან მისი ნაწილი არ არის ხელშემკვრელ ქვეყნაში წარმოშობილი . ამ შემთხვევაში იხელმძღვანელეთ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 25იანვრის ბრძანება N1084-ით დამტკიცებული „პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გამოყენება N2702“ სიტუაციური სახელმძღვანელოთი.