მოიჯარის მიერ კომუნალური გადასახდელების გამოქვითვა N 0233
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
მოიჯარის მიერ კომუნალური გადასახდელების გამოქვითვა N 0233
ფაქტობრივი გარემოებები
•მეიჯარესა და მოიჯარეს (მეწარმეს) შორის დადებული ხელშეკრულებით მოიჯარე ვალდებულია დაფაროს მის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა კომუნალური გადასახადი. მოიჯარეს მიერ გადახდილი კომუნალური გადასახდელები არ ცვლის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული საიჯარო თანხის ოდენობას
•კომუნალური გადასახდელების ქვითრები გამოწერილია აბონენტის (მეიჯარის) სახელზე
•მოიჯარის მიერ აბონენტის (მეიჯარის) სახელით გადახდილია კომუნალური გადასახადები, რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც (გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები) ინახება მოიჯარეთან
•ვარიანტი I: მოიჯარემ (მეწარმემ) კომუნალურ გადასახადეზე გადახდილი თანხები გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან
•ვარიანტი II: მეიჯარემ კომუნალურ გადასახადებზე მოიჯარის მიერ აბონენტის (მეიჯარის) სახელით გადახდილი თანხები არ ჩართო ერთობლივ შემოსავალში გამოქვითა თავისი ერთობლივი შემოსავლიდან
შეფასება
•კომუნალური გადასახადები თავისი შინაარსით წარმოადგენს მოიჯარის (მეწარმის) ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯს. ის გარემოება, რომ თანხები გადახდილია აბონენტის (მეიჯარის) სახელით არაარსებითია და არ ცვლის ოპერაციის შინაარს
•I ვარიანტში მოიჯარეს უნდა მიეცეს უფლება გამოქვითოს კომუნალური გადასახადები ერთობლივი შემოსავლიდან
•II ვარიანტში მეიჯარეს მიერ გაზრდილია გამოსაქვითი ხარჯი
ღონისძიებები
•I ვარიანტში მოიჯარის (მეწარმის) ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება
•II ვარიანტში დაზუსტდება (შემცირდება) მეიჯარის გამოსაქვითი ხარჯები და დაერიცხება კუთვნილი გადასახადი
•II ვარიანტში დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში მეიჯარე დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით