გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ
📄 სრული ტექსტი
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №54
2017 წლის 21 დეკემბერი
ქ. გორი
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის
განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ მე-3 მუხლის 1-ლი და მე-5 პუნქტების, საქართველოს კანონის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
ა) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:
ბ) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა ) ნებართვისათვის;
გ)მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა)სანებართვო პირობების შესრულების
დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი;
დ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების, მშენებლობის ნებართვის, მშენებლობის სანებართვო პირობების
შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთი და ადმინისტრირების წესი დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დამტკიცდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ტიპური ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად (დანართი №2 თან ერთვის 1 ფურცლად)
მუხლი 4
დამტკიცდეს მოსაკრებელის რაოდენობა იურიდიული პირებისათვის დანართი №3-ის შესაბამისად (დანართი №3 თან ერთვის 3 ფურცლად).
მუხლი 5
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №18 დადგენილება (www.matsne.gov.ge 05/03/2015, 210020010.35.174.016060) და „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, გადახდის ქვითრის ტიპური ფორმის და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №4 დადგენილება (www.matsne.gov.ge 19/02/2015, 210020010.35.148.016251).
მუხლი 6
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
დავით რაზმაძე
გორის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
დანართი 1
გორის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების, მშენებლობის ნებართვის, მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთი და ადმინისტრირების წესი
თავი I
ზოგადი ნაწილი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს წესი აწესრიგებს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების, მშენებლობის ნებართვის, მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 2. მოსაკრებლის ცნება
ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.
მუხლი 3. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს – ზედამხედველობის სამსახურს. მოსაკრებლების გადახდევინება შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტის საფუძველზე შესაძლებელია განახორციელოს საამისოდ უფლებამოსილმა იურიდიულმა პირმა.
თავი II
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის
მუხლი 4. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ შესაბამისად მართვისთის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
მუხლი 5. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის ნარჩენებს.
მუხლი 6. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
2. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით (სსიპ – სამოქალაქო სერვისების განვითრების სააგენტოს მიერ მოწოდებული მისამართებზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის რეესტრის ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად). დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირებისათვის და ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის – დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის მომსახურების (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
3.გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გაწული მომსახურების დასუფთავების მოსაკრებლის თანხა განისაზღვრება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში - მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
4. გორის მუნიციპალიტეტში მოსახლე პირი დასუფთავების გადასახადს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ამხანაგობის შემთხვევაში ამხანაგობის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
6. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირებისათვის და ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გამოიწერება იმ დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირების და ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირების სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ნარჩენი.
7. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური.
8. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია, წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.
9. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
10. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთი თანხას.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 დეკემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 16.12.2024წ.
მუხლი 7. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი
1. გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი თვეში განისაზღვროს ერთ სულზე 0,5 ლარით, მაგრამ ოჯახზე არაუმეტეს 2 ლარისა.
2. 1მ3 ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირებისათვის და ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის განისაზღვროს 15.34 (თხუთმეტი ლარი და ოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 12.09.2022წ.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 დეკემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 16.12.2024წ.
მუხლი 8. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან განთავისუფლება
1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში მომსახურების მიღების შემთხვევაში, ხოლო დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირებისათვის და ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის – მომსახურების მიღებიდან.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
4. არ დაერიცხება დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა- ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსწავლეთა ან/და სტუდენტთა ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება საერთო სიითი რაოდენობიდან გრაფიკის მიხედვით, საშუალო დასწრებაზე ყოველდღიურად.
5. გორის მუნიციპალიტეტის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
6. გორის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, მაგრამ არაუმეტეს 10 დღის შეწყვეტის შემთხვევაში (ფორსმაჟორული გარემოებებიდან გამომდინარე) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
7. დაწესებულებები, ორგანიზაციები, ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები და ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც ნარჩენების შეგროვება, გატანა/ტრანსპორტირებისათვის გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება იურიდიულ პირებთან, თავისუფლდებიან გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან დადგენილი სავალდებულო ტერიტორიის დასუფთავების გადასახადის გადახდისგან.
8. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ გორის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი.
9. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელისგან თავისუფლდებიან:
ა) პირველი ჯგუფის ინვალიდები;
ბ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ოჯახები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები, საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა ოჯახები, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანთა ოჯახები;
გ) სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 35 000 და ნაკლები ქულის მქონე ოჯახი.
დ) მრავალშვილიანი ( ოთხი და მეტი) ოჯახები;
ე) მიუსაფარ მოხუცთა და ბავშვთა სახლები.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 15.01.2019წ.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 დეკემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 16.12.2024წ.
მუხლი 9. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდა წარმოებს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშწორების წესით სააბონენტო ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საფუძველზე.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 25 დღის განმავლობაში აბონენტის ნომრის მიხედვით.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადამხდელს შეუძლია დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
4. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი სრულად ირიცხება გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 10. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს წყვეტს სასამართლო, ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად.
თავი III
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის
მუხლი 11. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელი.
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელია ნებართვის მაძიებელი მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
მუხლი 12. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა)
ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს:
ა) საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობისათვის – 2 (ორი) ლარის ოდენობით.
ბ) არასაცხოვრებელი ობიექტების მშენებლობისთვის – 4 (ოთხი) ლარის ოდენობით.
11. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს 50 ლარის, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარის, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარის ოდენობით.
2. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი განისაზღვროს:
ა) ფიზიკურ პირებზე 500 (ხუთასი) ლარი;
ბ) იურიდიულ პირებზე 2000 (ორი ათასი) ლარი.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №25 - ვებგვერდი, 15.08.2022წ.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 11 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 12.03.2024წ.
თავი IV
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი
მუხლი 13. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელი
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელებისა, თუ ასეთი ნებართვა მიღებული არ არის სამორინის მოწყობის ნებართვის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე).
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელია აგრეთვე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი).
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 მაისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 13.05.2024წ.
მუხლი 14. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე - კვარტალში 28000,00 (ოცდარვა ათასი) ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - 2700,00 (ორი ათას შვიდასი) ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე- კვარტალში 2000,00 (ორი ათასი) ლარი.
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 5000,00 (ხუთი ათასი) ლარი.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 მაისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 13.05.2024წ.
დანართი 2
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 12.09.2022წ.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 დეკემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 16.12.2024წ.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ტიპიური ფორმა
#assignedTableId-1734434364675 {width: 241pt; margin-left: 6.75pt; margin-right: 6.75pt; margin: 0 auto !important; }გორის მუნიციპალიტეტის მერია მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის
სახაზინო კოდი:
ქვითარი:
აბონენტის ნომერი:
აბონენტის სახელი/სახელწოდება:
საიდენტიფიკაციო:
მისამართი:
ფიზიკური პირები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები ან ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირები
ტარიფი:
რაოდენობა:
თარიღი:
გადასახდელი:
დარიცხვა:
სულ გადასახდელი:
დანართი №3
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 12.09.2022წ.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 18.10.2022წ.
მოსაკრებელის რაოდენობა დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირებისათვის და ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 დეკემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 16.12.2024წ.
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1710333212867 {width: 352pt; margin: 0 auto !important; }№მოსაკრებლის გადამხდელიზომის ერთეულინარჩენების წლიური დაგროვების ნორმა (მ3)მოსაკრებლის ოდენობა თვეში ზომის ერთეულზე(ლარი)
1ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, /ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/საერთო ფართის ერთი კვ.მ0.2190.28
2პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები,ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები/ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/საერთო ფართის ერთი კვ.მ0.2190.28
3საავადმყოფოოები /ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/ერთი საწოლი0.782 1.00
4სასტუმროოები /ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/ერთი საწოლი1.560 2
5სასურსათო მაღაზიები/სავაჭრო დარბაზი/საერთო ფართის ერთი კვ.მ0.641 0.82
6სამრეწველო მაღაზიები /სავაჭრო დარბაზი/საერთო ფართის ერთი კვ.მ0.1990.26
7რესტორნები, სასადილოები, კაფეები,ბარები, და სხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტებიერთი დასაჯდომიადგილი1.2991.66
8აბანოები, საუნებისაერთო ფართის ერთი კვ.მ0.30.38
9სკოლები, კოლეჯები,ინსტიტუტები, საბავშვო ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები/ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/ერთი მოსწავლე0.0990.13
10თეატრები და კინოთეატრებიერთი სავარძელი0.0180.23
11დისკოტეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშოკლუბებისაერთო ფართის ერთი კვ.მ0.391 0.5
12 საავტომობილო და რკინიგზის სადგურებიღია ფართის ერთი კვ.მ0.0390.05
დახურული ფართის ერთი კვ.მ0.2190.28
13ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრისადგილები, ბაღები, ატრაქციონებისაერთო ფართის ერთი კვ.მ0.0390.05
14მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები/ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/საერთო ფართის ერთი კვ.მ0.0190.03
15საცხობებისაერთო ფართის ერთი კვ.მ0.328 0.42
16აგრარული ბაზრები;ყვავილების ღია და დახურულიმაღაზიებისაერთო ფართის ერთი კვ.მ0.30.38
17შერეული საქონლისბაზრები და სავაჭრო დარბაზებისაერთო ფართის ერთი კვ.მ0.156 0.2
18სამხედრო ნაწილები/ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/ერთი სამხედრომოსამსახურე0.9991.28
19ავტომანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილებიღია ფართის ერთი კვ.მ0.0190.03
დახურული ფართის ერთი კვ.მ0.2190.28
20სადალაქოები და სილამაზის სალონებისაერთო ფართის ერთი კვ.მ0.258 0.33
21სადღეღამისო ავტოსადგომებისაერთო ფართის ერთი კვ.მ0.0990.13
22ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურებისაერთო ფართის ერთი კვ.მ0.1990.26
23საწარმოო ობიექტებისღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოოპროცესისაერთო ფართის ერთი კვ.მ0.016 0.02
24სერიული პროდუქციისსაწარმოების შენობა - ნაგებობები/საწარმოო ნარჩენებისგარდა/საერთო ფართის ერთი კვ.მ0.099 0.05
25მცირე სამეწამეოსაქმიანობის შენობის შიგნით მიმდინარეწარმოების საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტებისაერთო ფართის ერთი კვ.მ0.3990.51
26სტადიონები, სპორტულ – გამაჯანსაღებელი ტერიტორიები და მანეჟები/სატურნირო და სავარჯიშო ობიექტების გარდა/ღია ფართის ერთი კვ.მ0.0190.03
დახურული ფართის ერთი კვ.მ0.0990.13
27სასაწყობო ფართები (მაცივრები)ღია ფართის ერთი კვ.მ0,0990.13
დახურული ფართის ერთი კვ.მ0.2190.28
28სწრაფი გადახდის(ჩარიცხვის) აპარატიერთი ერთეული33.84
29ბანკები, საკრედიტო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ლომბარდებისაერთო ფართის ერთი კვ.მ0.600 0.3
30აფთიაქებისაერთო ფართის ერთი კვ.მ0.336 0.43
31ავტოსატრანსპორტო მექანიკურისაშუალებების საჩვენებელი სადგომიღია ფართის ერთი კვ.მ0.060.08
32ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებარე ობიექტიგანაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის1 კვ.მ0.0780.1
33მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი მრავალფუნქციური მშენებარეობიექტიგანაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის1 კვ.მ0.160 0.2
34სრულიად კომერციულიგამოყენების მშენებარე ობიექტიგანაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის1 კვ.მ0.310.4
35საწარმოო ან სამრეწველო გამოყენების, ასევე სხვა ფუნქციური დანიშნულების (გარდა ამ ცხრილის 32-34 გრაფით გათვალისწინებული ობიექტისა)მშენებარე ობიექტიგანაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის1 კვ.მ0.160 0.2
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე