ფიზიკური პირის მიმართ საგადასახადო აგენტის ვალდებულების შესრულება N 2435
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ფიზიკური პირის მიმართ საგადასახადო აგენტის ვალდებულების შესრულება N 2435
ფაქტობრივი გარემოებები
· ფიზიკურ პირს კომერციული ფართი იჯარით აქვს გაცემული საწარმოზე, იჯარის ყოველთვიური თანხა შეადგენს 1180 ლარს, საიდანაც საწარმო აკავებდა საშემოსავლო გადასახადს 236 ლარს (1180 x 20%).
· საანგარიშო წლის ოქტომბრის თვეში გაირკვა, რომ ფიზიკურ პირს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 1 მარტიდან, შესაბამისად მან მიმართა საგადასახადო ორგანოს იმავე წლის მარტის თვიდან დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მოთხოვნით
· საწარმომ ოქტომბრის თვიდან შეწყვიტა საშემოსავლო გადასახადის დაკავება გადახდის წყაროსთან. ამასთან, იჯარის საკომპენსაციო თანხა (1180 ლარი) არ შეცვლილა.
· ფიზიკურმა პირმა საანგარიშო წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის ერთობლივ შემოსავალში ასახა იჯარის თანხა - 12360 ლარი, მ.შ მარტი - დეკემბრის თვეების 10000 ლარი (1180 /1.18 x 10) ასახა დღგ-ის გარეშე, ხოლო იანვარი - სექტემბრის თვეების საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშების მიზნით წყაროსთან (თვეში 1180 ლარიდან) დაკავებული გადასახადი - 2124 ლარი (236 x 9 ) ჩაითვალა.
შეფასება
· სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის. სსკ-ის 153-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის ვალდებული, წარადგინოს დეკლარაცია, შეუძლია წარადგინოს იგი გადასახადის გადაანგარიშებისა და დაბრუნების მოთხოვნით.
· იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკური პირისათვის მის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზრაურებისას აღნიშნული პირი არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და ცვლილების გამომწვევი გარემოება დადგა საწარმოს მიერ დეკლარაციების წარდგენის შემდგომ, საშემოსავლო გადასახადის გადახდის წყაროსთან დაკავების პერიოდებში (საანგარიშო წლის მარტი - სექტემბერი) წარდგენილი დეკლარაციები დაზუსტებას არ ექვემდებარება.
ღონისძიებები
პირის ქმედებაში სამართალდარღვე ვა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულება არ დაეკისრება
1. სიტუაციური სახელმძღვანელო არ არეგულირებს დღგ-ში საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საკითხს.
2. სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2023 წლის 29 მარტისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად