სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღურიცხაობა N 1706

1706 სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღურიცხაობა 07.09.2010
№ დოკუმენტი 1706
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღურიცხაობა N 1706

ფაქტობრივი გარემოებები

•საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს განხორციელებული აქვს საქონლის იმპორტი

•საწარმო არ ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვას და არ გააჩნია იმპორტირებული საქონლის რეალიზაციის დამადასტურებელი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ამასთან წლიურ დეკლარაციაში იმპორტირებული საქონელი დაფიქსირებული აქვს წლის ბოლოს სასაქონლო მარაგებში

•ვარიანტი 1: დადგენილია, რომ იმპორტირებული სასაქონლო ნაშთი ფაქტიურად არ არსებობს

•ვარიანტი 2: სხვაობა სასაქონლო მარაგების საბუღალტრო ნაშთსა და ფაქტიურ ნაშთს შორის არ გამოვლინდა

შეფასება

•საწარმო არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც წარმოადგენს საფუძველს, რომ მას გადასახადები (საშემოსავლო, მოგება, დღგ და სხვა) დაერიცხოს საგადასახადო ორგანოს მიერ - შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით (სსკ-ის 104-ე მუხლი)

•პირველ ვარიანტში, იმპორტირებული საქონელი სრული ოდენობით ჩაითვლება დანაკლისად

•მე-2 ვარიანტში, საწარმოს ქმედებაში არ იკვეთება საგადასახადო სამართალდარღვევის ნიშნები

ღონისძიებები

•პირი დაჯარიმდება გამოვლენის მომენტში დანაკლისის საბაზრო ღირებულების 50%-ის ოდენობით (მასზე გაწეული ხარჯისა და დღგ-ის ჩათვლის გაუქმების გარეშე). ამასთან, გადამხდელს გამოვლენილ დანაკლისთან დაკავშირებით შემდგომ პერიოდში საგადასახადო ვალდებულებები აღარ დაეკისრება

•გასული საგადასახადო პერიოდების (წლების) მიხედვით, პირს დაერიცხება კუთვნილი გადასახადები, რომლებიც გამოანგარიშდება არაპირდაპირი მეთოდებით

•დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში, საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე

•შესაბამისი საგადასახადო დეკლარაციების დაგვიანებით წარდგენის გამო, საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 131-ე მუხლის საფუძველზე