გადაწყვეტილება №24429/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24429/2/2024
06 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 10.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24429/2/2024).
დავის საგანი:
უარი პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანების ჩამოწერაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 30.10.2024 წლის №ID33968926 გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წლის №24502 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
მომჩივანმა 11.07.2024 წელს მიმართა (№----------) საგადასახადო ორგანოს და მოითხოვა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
მომსახურების დეპარტამენტის 24.07.2024 წლის №---------- წერილით მომჩივანს ეცნობა, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 23.07.2024 წლის მდგომარეობით აღიარებული საგადასახადო დავალიანება არ ერიცხება. ამასთან 23.07.2024 წლის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდება 1.01.2021 წლის შემდეგ ბიუჯეტთან ანგარიშსწორება (გადასახადების დარიცხვა/საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული თანხების დარიცხვა/შემცირება/გადახდა) და დამატებით დარიცხული თანხების აღიარების შემთხვევაში, 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ განხორციელებული გადახდებით და შემცირების ოპერაციებით პირველ რიგში დაიფარება უფრო ადრე წარმოშობილი დავალიანება, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით დავალიანების ჩამოწერის შემთხვევაში, ჩამოწერას დაექვემდებარება მხოლოდ 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტში დარჩენილი მისი გადაუხდელი ნაწილი (ჯარიმა-საურავის ნაწილი), ხოლო 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები დარჩება დავალიანებად. დამატებით დარიცხული თანხების აღიარების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია განმეორებით მიმართოს დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით.
მომჩივანმა 16.10.2024 წელს მიმართა (ID----------) საგადასახადო ორგანოს და მოითხოვა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის საფუძველზე.
მომსახურების დეპარტამენტის 30.10.2024 წლის №---------- დასკვნის მიხედვით, ჩამოწერას დაექვემდებარა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე დასკვნის შედგენის თარიღისათვის რიცხული 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი და ჩამოწერის თარიღისთვის გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება: ჯარიმა - 76 988,25 ლარი და საურავი - 136 236,13 ლარი.
მომსახურების დეპარტამენტის 30.10.2024 წლის №---------- წერილით მომჩივანს ეცნობა, რომ საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღიარებული დავალიანების ჩამოწერის პირობებს განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანება, რომლის მიხედვით, 1.01.2021 წლის შემდეგ განხორციელებული გადახდებით და შემცირების ოპერაციებით პირველ რიგში დაიფარება უფრო ადრე წარმოშობილი დავალიანება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელდა პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძოდ, ჩამოწერას დაექვემდებარა მხოლოდ 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი დავალიანების გადაუხდელი/დარჩენილი ნაწილი (მხოლოდ ჯარიმა და საურავი).
მომსახურების დეპარტამენტის 30.10.2024 წლის №ID---------- წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წლის №24502 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტზე, 91 მუხლის მე-3, მე-7 და მე-15 პუნქტებზე, 22-ე მუხლის მე-6 პუნქტზე და მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2024 წლის 27 ნოემბერს ხელი მოაწერა (სათანადოდ №---------- ბრძანებით, №---------- ხელშეკრულებით და №---------- თავდებობით გამყარებული) საგადასახდო დავალიანების (185 033,69 ლარის) თანხის გადახდის ერთ წლიან სრულიად უკანონო გრაფიკს.
შემოსავლები სამსახურმა უგულებელყო რა პრემიერის მიერ გაცხადებული საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილით გამყარებული, საყოველთაო საგადასახდო ამინისტიის ჰუმანიტარული საფუძვლები და ამისთვის გამოიყენა, თავისთვის ნაცადი, საქმის წარმოების პროცედურული ნორმების არამართლზომიერი გამოყენება. კერძოდ:
არ დაელოდა რა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბატონ ლევან კაკავას სახელზე მომჩივნის მიერ გაგზავნილი 5.11.2024 წლის №---------- განცხადება-საჩივრის ოფიციალურ პასუხს (მნიშვნელობა არ ქონდა დადებით თუ უარყოფით), ვალის მართვის დეპარტამენტმა თავის 12.11.2024 წლის №---------- ბრძანების საფუძველზე მომჩივნის საბანკო ანგარიშებს დაადო ინკასო, მისცა რა გასაჩივრების შესაძლებლობა ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და ბრძანება გადაეგზავნა პირველ რიგში ვალის მართვის დეპარტამენტს, შემდეგ გადასახადის გადამხდელს.
მეორეს მხრივ ვალის მართვის დეპარტამენტი არ დაელოდა კანონით მინიჭებულ 30 დღიან ვადას და 6 დღეში აამოქმედა 18.11.2024 წლის №----------ბრძანება - ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რითაც ფაქტობრივად ყველაფერი აეკრძალა გარდა სუნთქვისა და გასაჩივრების 30 დღიანი ვადისა.
მხოლოდ ამის შემდეგ, როცა ერთ დღეში წარადგინა თავდებობა, მოეწერა ხელი შემოსავლების სამსახურის №24502 ბრძანებას, რომელიც ჩაბარდა 21 ნოემბერს, საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ, რაც რა თქმა უნდა არ იყო გასაკვირვებელი, რადგან ამ ცხრა პლიუსი წლის მანძილზე, იმის შემდეგ, რაც 2015 წლის 8 ოქტომბერს დაახლოებით ათის ნახევარზე სამუშაო ადგილიდან მოხდა მისი გატაცება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ და მიიყვანეს ქალაქ თელავში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის მთავარ სამმართველოში, საიდანაც ფიზიკური განადგურებისაგან იხსნა მისმა ადვოკატმა. მათ მიერ მის გარეშე, მომჩივანის თანამშრომლების მონაწილეობით ჩატარებულმა აღწერებმა (4 ობიექტზე) გამოავლინა მხოლოდ 372,2 ლარის ოდენობით დანაკლისი. სამაგიეროდ ამის შემდეგ, რაც სრულად ამოიღეს ბუღალტრული დოკუმენტაცია შეთითხნილ იქნა აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2015 წლის №002-333 და 13.06.2016 წლის №002-165 სრულიად უკანონო საგადასახდო მოთხოვნები, საერთო თანხით 140 622,11 ლარის, რასაც მოჰყვა 20.10.2018 წლის №002-264 და 8.04.2020 წლის სრულიად კანონიერი, საერთო თანხით 140 611,07 ლარის საგადასახადო მოთხოვნები. რატომ ვწერ ამას? მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ხნის განმავლობაში მიუხედავად მრავალგზის მოთხოვნისა მხოლოდ ერთხელ მომჩივანი და მომჩივნის აუდიტორი 5.12.2018 წელს იყო შემოსავლების სამსახურში 5 წუთიანი „განხილვაზე“, სადაც მხოლოდ მომჩივნისგან გაიგო №002-333 და №002-165 საგადასახდო დავალიანების შესახებ და შესაბამისად არავითარი განხილვა არ ყოფილა. მეორედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 27.03.2019 წლის, ამჯერად მაქსიმუმ 12 წუთიან განხილვაზე შევთანხმდით, რომ საქმე გავიდოდა სასამართლოში, თუმცა ამას ხელი არ შეუძლია „გამოეცხოთ“ რა თქმა უნდა 15 გვერდიანი გადაწყვტილება.
ბოლოს არავისთვის უთქვამს და მითუმეტეს არ დაუწერია გარდა მომჩივნის ადვოკატისა:
როდესაც თელავში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის მთავარ სამმართველოში, შვილის ტოლა გამომძიებელმა ოთახიდან გამოსვლისას ყურში ჩასჩურჩულა „ამას შენ ინანებ“, ნამდვილად არ ნანობს, თუმცა გაუგებარია და გრძნობს შემოსავლების სამსახურის ნებისმიერი სტრუქტურის მზადყოფნას და საქმის ისე თავისთვის მავნედ წაყვანას, რომ მე ეს ინანოს. იმედია ამ კითხვაზე პასუხი ექნება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება დაიფარება შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) გადასახადის თანხა;
ბ) ჯარიმა;
გ) საურავი.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პირს ერიცხება საგადასახადო ვალდებულება რამდენიმე გადასახადში და გადაიხადა თანხა, რომელიც საკმარისი არ არის გადასახადების მიხედვით არსებული დავალიანების დასაფარავად, თანხის განაწილება მოხდება ცალკეული გადასახადის ვალდებულების წარმოშობის ვადის მიხედვით. შესაბამისად, გადახდილი თანხით პირველად დაიფარება უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულება. ანალოგიური თანმიმდევრობით მოხდება სანქციაში არსებული ვალდებულების დაფარვა. გადასახადის, ჯარიმისა და საურავის მიხედვით ბარათზე არსებული ვალდებულების დაფარვით განისაზღვრება ცალკეული გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხები. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელების ბარათებზე ვალდებულების მიხედვით თანხების გადანაწილება წარმოადგენს დღის შესრულებას.
ამავე ინსტრუქციის 91 მუხლის მე-7 და მე-15 პუნქტების თანახმად:
7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ” ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზნით ჩამოწერამდე პირის მიერ გადახდილი/შემცირებული თანხები უნდა მიემართოს ვალდებულ პირზე აღნიშნული პერიოდისთვის რიცხული საერთო დავალიანების დასაფარავად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დადგენილი თანმიმდევრობით:
ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);
ბ) ჯარიმა;
გ) საურავი.
15. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ ასახულია ოპერაციები, რომლებიც ცვლის საგადასახადო დავალიანების თანხას, ჩამოსაწერი დავალიანების დათვლისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესით განსაზღვრული შემდეგი პრინციპი: თუ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული ოპერაცია (გადახდა, დეკლარაციით ბარათზე ასახული ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი თანხა (შემცირება), დასკვნა/ბრძანება/გადაანგარიშება ოპერაციის მიხედვით ასახული შემცირება, რომელიც იწვევს საგადასახადო დავალიანების შემცირებას, პირველ რიგში იწვევს უფრო ადრე წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების (2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი) დაფარვას, ხოლო შემდეგ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილი დავალიანების დაფარვას, ისე რომ ორივე შემთხვევაში დაცული უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დავალიანების დაფარვის დადგენილი თანმიმდევრობა:
ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);
ბ) ჯარიმა;
გ) საურავი.
მომსახურების დეპარტამენტის 31.12.2024 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მომჩივანს 23.07.2024 წლის მდგომარეობით გპაბ-ზე არ ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ამასთან უფიქსირდებოდა დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ იყო აღიარებული. დამატებით დარიცხული თანხების საფუძველია საგადასახადო მოთხოვნებით (17.12.2015 წ. №002-333; 13.06.2016 წ. №002-165; 29.10.2018 წ. №002-264; 4.06.2019 წ. №002- 195; 8.04.2020 წ. №002-81; 18.02.2022 წ. №002-20), დარიცხული თანხები, რაც ითვლება 1.01.2021 წლამდე წარმოშობილად და აღიარების შემთხვევაში ექვემდებარება ჩამოწერას მისი დარჩენილი გადაუხდელი ნაწილი. აღნიშნულის შესახებ გადამხდელს 24.07.2024 წელს გაეგზავნა №---------- წერილი. დამატებით დარიცხული თანხები აღიარებულია 16.10.2024 წელს და დროებითი ბარათიდან გადატანილია ძირითად ბარათზე. ნაერთი ინფორმაციის მიხედვით 1.01.2021 წლის მდგომარეობით მომჩივანს ერიცხება დავალიანება გადასახადი 123 599,07 ლარი, ჯარიმა 79 238,25 ლარი და საურავი 129 829,69 ლარი. 16.10.2024 წელს №---------- განცხადებით მომჩივანმა განმეორებით მიმართა შემოსავლების სამსახურს დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 1.01.2021 წლის შემდეგ ფიქსირდება ბიუჯეტთან ანგარიშსწორება (გადასახადების დარიცხვა/შემცირება), ბიუჯეტში გადახდილია გადასახადი სულ 715 449,81 ლარი, რითაც დაფარულია 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი დავალიანების ძირითადი ნაწილი სრულად. აღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ჩამოწერილია 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი და 30.10.2024 წლამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ჯარიმა 76 988,25 ლარი და საურავი 136 236,13 ლარი, ხოლო 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ დარიცხული გადასახადები ფიქსირდება დავალიანებად.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ მომსახურების დეპარტამენტის 30.10.2024 წლის №---------- დასკვნით მომჩივანს კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოეწერა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის გადაუხდელი თანხები (ჯარიმა 79 238,25 ლარი და საურავი 129 829,69 ლარი), არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
უარი პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანების ჩამოწერაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტის 31.12.2024 წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მომჩივანს 23.07.2024 წლის მდგომარეობით გპაბ-ზე არ ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ამასთან უფიქსირდებოდა დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ იყო აღიარებული. დამატებით დარიცხული თანხების საფუძველია საგადასახადო მოთხოვნებით (17.12.2015 წ. №002-333; 13.06.2016 წ. №002-165; 29.10.2018 წ. №002-264; 4.06.2019 წ. №002- 195; 8.04.2020 წ. №002-81; 18.02.2022 წ. №002-20), დარიცხული თანხები, რაც ითვლება 1.01.2021 წლამდე წარმოშობილად და აღიარების შემთხვევაში ექვემდებარება ჩამოწერას მისი დარჩენილი გადაუხდელი ნაწილი. აღნიშნულის შესახებ გადამხდელს 24.07.2024 წელს გაეგზავნა წერილი. დამატებით დარიცხული თანხები აღიარებულია 16.10.2024 წელს და დროებითი ბარათიდან გადატანილია ძირითად ბარათზე. ნაერთი ინფორმაციის მიხედვით 1.01.2021 წლის მდგომარეობით მომჩივანს ერიცხება დავალიანება გადასახადი 123 599,07 ლარი, ჯარიმა 79 238,25 ლარი და საურავი 129 829,69 ლარი. 16.10.2024 წელს განცხადებით მომჩივანმა განმეორებით მიმართა შემოსავლების სამსახურს დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 1.01.2021 წლის შემდეგ ფიქსირდება ბიუჯეტთან ანგარიშსწორება (გადასახადების დარიცხვა/შემცირება), ბიუჯეტში გადახდილია გადასახადი სულ 715 449,81 ლარი, რითაც დაფარულია 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი დავალიანების ძირითადი ნაწილი სრულად. აღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ჩამოწერილია 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი და 30.10.2024 წლამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ჯარიმა 76 988,25 ლარი და საურავი 136 236,13 ლარი, ხოლო 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ დარიცხული გადასახადები ფიქსირდება დავალიანებად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომსახურების დეპარტამენტის 30.10.2024 წლის დასკვნით მომჩივანს კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოეწერა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის გადაუხდელი თანხები (ჯარიმა 79 238,25 ლარი და საურავი 129 829,69 ლარი), არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 252; 309;