სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის შეღავათი N 1430
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის შეღავათი N 1430
ფაქტობრივი გარემოებები
ფიზიკურ პირს მიმდინარე საანგარიშო წლის მიხედვით საკუთრებაში აქვს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებიც მის საკუთრებაში იყო 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით.
ვარიანტი I: საკუთრებაში აქვს სამი მიწის ნაკვეთი, რომელთა ფართობი შეადგენს 3 ჰექტარს, 4 ჰექტარს და 7 ჰექტარს.
ვარიანტი II: საკუთრებაში აქვს 9 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.
I ვარიანტში ქონების გადასახადის წლიურ დეკლრაციაში პირმა ასახა მის სახელზე რეგისტრირებული სამივე მიწის ნაკვეთი, რომელზეც ისარგებლა საგადასახადო შეღავათით და შეღავათი გაავრცელა ჯამურად 5 ჰა-მდე ფართობზე. შესაბამისად, გადასახადი განისაზღვრა აღნიშნულის გამოკლების შემდგომ დარჩენილ მიწის ნაკვეთზე.
II ვარიანტში: ქონების გადასახადის წლიურ დეკლრაციაში პირმა ასახა მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი 9 ჰა, რომელზეც ისარგებლა საგადასახადო შეღავათით. შესაბამისად, გადასახადი განისაზღვრა დარჩენილ ფართობზე.
შეფასება
საგადასახადო კოდექსის: - 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე. - 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ტ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
თითოეულ ვარიანტში, პირი უფლებამოსილი იყო ესარგებლა კანონით დადგენილი საგადასახადო შეღავათით 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიდან ჯამურად 5 ჰექტრამდე ფართობზე.
ღონისძიებები
პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება.
5 ჰა-მდე მიწ(ებ)ის ჯამურ ფართობზე შეღავათის გამოყენების მიზნით მიწის ნაკვეთების რიგითობას ირჩევს გადასახადის გადამხდელი.