არარეზიდენტის შემოსავლის დაბეგვრა N 2004

2004 არარეზიდენტის შემოსავლის დაბეგვრა 07.09.2010
№ დოკუმენტი 2004
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

არარეზიდენტის შემოსავლის დაბეგვრა N 2004

ფაქტობრივი გარემოებები

•პირმა 2010 წელს არარეზიდენტ პირს გადაუხადა თარჯიმნის მომსახურების თანხა

•პირმა მომსახურების თანხა დაბეგრა 4 % განაკვეთით

•განხორციელებული ოპერაცია გადამხდელმა არ დაბეგრა უკუდაბეგვრით და არ განახორციელა შესაბამისი ანგარიშგება

შეფასება

•პირმა არარეზიდენტისათვის გადახდილი მომსახურების თანხა დაბეგრა არასწორად: 10%-ის ნაცვლად გამოიყენა 4%-იანი განაკვეთი, სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" ქვეპუნქტის დარღვევით

•სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად დასაბეგრი ოპერაცია ექვემდებარება უკუდაბეგვრას 18%-იანი განაკვეთით

ღონისძიებები

•პირს დამატებით დაერიცხება:

ა)არარეზიდენტისათვის დაუკავებელი საშემოსავლო გადასახადის თანხა

ბ) უკუდაბეგვრის დღგ

•პირი დაჯარიმდება საშემოსავლო გადასახადის შემცირებისათვის სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე და გადასახადის წყაროსთან დაუკავებლობისათვის - სსკ-ის 134-ე მუხლის საფუძველზე

•დღგ-ის უკუდაბეგვრის ანგარიშგების წარუდგენლობისათვის პირს დაეკისრება სსკ-ის 131-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა