გრანტის დაბეგვრა N 2130

2130 გრანტის დაბეგვრა - (ძალადაკარგული) 06.09.2011
№ დოკუმენტი 2130
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

გრანტის დაბეგვრა N 2130

ფაქტობრივი გარემოებები

· ორგანიზაციას მიღებული გრანტის მიხედვით დარჩა გამოუყენებელი თანხა (ეკონომია), რომლის გრანტის გამცემისათვის დაბრუნებას საგრანტო ხელშეკრულება არ ითვალისწინებს

· ორგანიზაციამ გრანტის ფარგლებში მიღებული ეკონომია არ დაბეგრა მოგების გადასახადით

შეფასება

· ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტები თავისუფლდება მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით

ღონისძიებები

· ორგანიზაციის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 1 სექტემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით