N 24 - 26/01/2024 - „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №24
2024 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) №2-I-02 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2-I-02
ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის ნუსხა, რომელთა მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები და გაფორმების საბაჟო ფორმალობები ხორციელდება პრიორიტეტული წესით
#assignedTableId-1774605934892 {--tw-scale-x: 1; --tw-scale-y: 1; --tw-pan-x: ; --tw-pan-y: ; --tw-pinch-zoom: ; --tw-scroll-snap-strictness: proximity; --tw-gradient-from-position: ; --tw-gradient-via-position: ; --tw-gradient-to-position: ; --tw-ordinal: ; --tw-slashed-zero: ; --tw-numeric-figure: ; --tw-numeric-spacing: ; --tw-numeric-fraction: ; --tw-ring-inset: ; --tw-ring-offset-width: 0px; --tw-ring-offset-color: #fff; --tw-ring-color: rgb(59 130 246 / .5); --tw-ring-offset-shadow: 0 0 #0000; --tw-ring-shadow: 0 0 #0000; --tw-shadow: 0 0 #0000; --tw-shadow-colored: 0 0 #0000; --tw-blur: ; --tw-brightness: ; --tw-contrast: ; --tw-grayscale: ; --tw-hue-rotate: ; --tw-invert: ; --tw-saturate: ; --tw-sepia: ; --tw-drop-shadow: ; --tw-backdrop-blur: ; --tw-backdrop-brightness: ; --tw-backdrop-contrast: ; --tw-backdrop-grayscale: ; --tw-backdrop-hue-rotate: ; --tw-backdrop-invert: ; --tw-backdrop-opacity: ; --tw-backdrop-saturate: ; --tw-backdrop-sepia: ; --tw-contain-size: ; --tw-contain-layout: ; --tw-contain-paint: ; --tw-contain-style: ; font-size: 13px; margin: 0 auto !important; }სეს ესნ კოდი
საქონლის დასახელება
განმარტებები
1
2
3
01 ჯგუფიდან
ცოცხალი ცხოველები
0101
ცხენები, ვირები, ჯორები და ჯორცხენები ცოცხალი
ყველა
0102
მსხვილფეხა რქოსანი ცხოველები, ცოცხალი
ყველა
0103
ღორები ცოცხალი
ყველა
010410
ცხვრები ცოცხალი
ყველა
0104 20
თხები ცოცხალი
ყველა
0105
შინაური ფრინველი ცოცხალი, ანუ შინაური ქათამი (Gallus domesticus), იხვები, ბატები, ინდაურები და ციცრები
ყველა
0106
ცოცხალი ცხოველები დანარჩენი:
ყველა
0106 11 00
პრიმატები
ყველა
0106 12 00
ვეშაპები, დელფინები და ზღვის გოჭები (ძუძუმწოვრები Cetacea რიგისა); ლამანტინები და დიუგონები (ძუძუმწოვრები Sirenia რიგისა) სელაპები, ზღვის ლომები და ლომვეშაპები (ძუძუმწოვრები Pinnipedia ქვერიგისა)
ყველა
0106 13
აქლემები და სხვა აქლემებისნაირნი
ყველა
0106 14
ბოცვერები და კურდღლები
ყველა
0106 14 10
ბოცვრები შინაური
ყველა
0106 14 90
დანარჩენი
ბოცვერი და კურდღელი, შინაური ბოცვრის გარდა
0106 19
დანარჩენი
ძუძუმწოვრები, 0101, 0102, 0103, 0104, 0106 11, 0106 12, 0106 13 და 0106 14 სასაქონლო პოზიციაში მითითებულის გარდა; მოიცავს ძაღლებს და კატებს
0106 20 00
რეპტილიები (გველთა და კუთა ჩათვლით)
ყველა
0106 31 00
მტაცებელი ფრინველები
ყველა
0106 32 00
თუთიყუშისებრნი (თუთიყუშების, გრძელკუდა თუთიყუშების, არასა და კაკადუს ჩათვლით)
თუთიყუშები, გრძელკუდა თუთიყუშები, არასა და კაკადუს ჩათვლით
0106 33
სირაქლემები; ემუ (Dromaius novaehollandiae)
ყველა
0106 39
დანარჩენი
ფრინველები, 0105, 0106 3100, 0106 3200 და 0106 33 სასაქონლო პოზიციაში მითითებულის გარდა; მოიცავს მტრედებს
0106 41
ფუტკრები
ყველა
0106 49
დანარჩენი
დანარჩენი მწერები, ფუტკრების გარდა
0106 90 00
დანარჩენი
ყველა სხვა ცოცხალი ცხოველი, რომლებიც არ შედიან სხვა სასაქონლო პოზიციაში, ძუძუმწოვრების, ფრინველებისა და რეპტილიების გარდა. მოცემულ სასაქონლო პოზიციაში შედიან ცოცხალი ბაყაყები, იმის მიუხედავად, არიან ისინი ვივარიუმში ცოცხლად შენახვისათვის, თუ საკლავად ადამიანის მოხმარებისთვის
02 ჯგუფიდან
ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები
0201
ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, ახალი ან გაცივებული
ყველა
0202
ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, გაყინული
ყველა
0203
ხორცი ღორისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული
ყველა
0204
ხორცი ცხვრისა ან თხისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული
ყველა
020500
ხორცი ცხენების, ვირების, ჯორების ან ჯორცხენების, ახალი, გაცივებული ან გაყინული
ყველა
0207
ხორცი და საკვები სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული
ყველა
0208
სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, გაცივებული ან გაყინული:
ყველა
0208 10
ბოცვრებისა და კურდღლების
ყველა
0208 30 000 00
პრიმატების
ყველა
0208 40
ვეშაპების, დელფინებისა და ზღვის გოჭების (Cetacea რიგის ძუძუმწოვრების); ლამანტინებისა და დიუგონების (Sirenia რიგის ძუძუმწოვრების); სელაპების, ზღვის ლომების და ლომვეშაპების (Pinnipedia რიგის ძუძუმწოვრების)
ყველა
0208 50 000 00
რეპტილიების (გველთა და კუთა ჩათვლით)
ყველა
0208 60 000 00
აქლემების და სხვა აქლემებისნაირების (Camelidae)
ყველა
0208 90
დანარჩენი:
0208 90 100 00
--შინაური მტრედების
ყველა
020890 300 00
– – ნანადირევის, ბოცვრების ან კურდღლების გარდა:
ყველა
0208 90 600 00
— — ჩრდილოეთის ირმების
ყველა
0208 90 700 00
— — ბაყაყის თათები
ყველა
0208 90 980 00
— — დანარჩენი
ყველა
0210
ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამხმარი ან შებოლილი; საკვები ფქვილი ხორცისა ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან
ყველა
მოიცავს ხორცს, ხორცის პროდუქტებს და სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს. მოიცავს დამუშავებულ ცხოველურ ცილას და გამხმარ (ხმელ) ღორის ყურებს ადამიანის მოხმარებისთვის.
ძვლები ადამიანის მოხმარებისათვის განსაზღვრულია სასაქონლო კოდით 0506;
ძეხვი შედის 1601 00 სასაქონლო კოდში;
ხოხოზიკი შედის 2301 სასაქონლო კოდში
03 ჯგუფიდან
თევზი და კიბოსნაირნი, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები
0301
ცოცხალი თევზი
ყველა მოიცავს კალმახს, გველთევზებს, კობრს და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის განკუთვნილ სხვა ნებისმიერი სახეობის თევზებს მოშენებისთვის ან გამრავლებისთვის
-დეკორატიული თევზი:
0301 11 000 00
--მტკნარი წყლის თევზი
ყველა
0301 19 000 00
--დანარჩენი
ყველა
0302
თევზი ახალი ან გაცივებული, თევზის ფილესა და 0304 სასაქონლო პოზიციის თევზის სხვა ხორცის გამოკლებით
ყველა
მოიცავს ღვიძლს და ქვირითს, ახალს ან გაციებულს სასაქონლო კოდით
0302 91
0303
თევზი გაყინული, თევზის ფილეს და 0304 სასაქონლო პოზიციის თევზის ხორცის გამოკლებით
ყველა
მოიცავს ღვიძლს და ქვირითს, გაყინულს, სასაქონლო
კოდით 0303 91
0304
თევზის ფილე და თევზის ხორცი დანარჩენი (ფარშის ჩათვლით), ახალი, გაცივებული ან გაყინული
ყველა
0305
თევზი ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში: თევზი ცივად ან ცხლად შებოლილი
ყველა
0306
კიბოსნაირნი, ბაკანში ან ბაკნის გარეშე, ცოცხალი, ახალი, გაცივებული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; კიბოსნაირნი შებოლილი, ნიჟარით ან ნიჟარის გარეშე, რომელმაც შებოლვამდე ან შებოლვის პროცესში განიცადა ან არ განიცადა სითბური დამუშავება; კიბოსნაირნი ბაკანში, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, გაცივებული ან გაუცივებელი, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში:
ყველა
0307
მოლუსკები, ნიჟარით ან ნიჟარის გარეშე, ცოცხალი, ახალი, გაცივებული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; მოლუსკები შებოლილი, ნიჟარით ან ნიჟარის გარეშე, რომელმაც შებოლვამდე ან შებოლვის პროცესში განიცადა ან არ განიცადა სითბური დამუშავება:
მოიცავს მოლუსკებს მოხარშულსა და შემდეგ შებოლილს.
სხვა მოხარშული მოლუსკები შედის 1605 სასაქონლო კოდში.
0308
წყლის სხვა უხერხემლოები, გარდა კიბოსნაირებისა და მოლუსკებისა, ცოცხალი, ახალი, გაცივებული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; წყლის სხვა უხერხემლოები, გარდა კიბოსნაირებისა და მოლუსკებისა, შებოლილები, რომლებმაც შებოლვამდე ან შებოლვის პროცესში განიცადა ან არ განიცადა სითბური დამუშავება:
ყველა
0309
ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები თევზების, კიბოსნაირების, მოლუსკების და წყლის სხვა უხერხემლოებისაგან, ადამიანის საკვებად გამოსაყენებელი:
ყველა
04 ჯგუფიდან
რძის პროდუქცია; ფრინველის კვერცხი; ნატურალური თაფლი; ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი
0401
რძე და ნაღები, შეუსქელებელი და შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატების გარეშე
ყველა
რძე: მოიცავს უმ (დაუმუშავებელ) რძეს, პასტერიზებულს, ან თერმულად დამუშავებულს, მათ შორის, გაყინული. მოიცავს რძის ფრაქციებს. რძე ცხოველთა საკვებად გამოსაყენებელი არის დაფარული ამ სასაქონლო პოზიციით, ხოლო ცხოველის საკვები რძის შემცველობით დაფარულია სასაქონლო კოდით 2309. რძე თერაპიული/ პროფილაქტიკური მიზნებისათვის არის დაფარული სასაქონლო კოდით 3001
0402
რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით:
ყველა
0403
იოგურტი; დო, აჭრილი რძე და ნაღები, კეფირი და სხვა ფერმენტირებული ან შედედებული რძე და ნაღები
ყველა
მოიცავს ნაღებს (კრემს), არომატიზებულს ან ხილის შემცველს, გაყინულ და ფერმენტირებულ რძეს, ადამიანის მოხმარებისთვის (საკვებად). ნაყინი არის დაფარული სასაქონლო კოდით 2105 00. სასმელები რძის შემცველი, კაკაოს ან სხვა ნივთიერებების დამატებით, დაფარულია სასაქონლო კოდით 2202
0404
რძის შრატი, შესქელებული ან შეუსქელებელი, შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე; პროდუქტები რძის ნატურალური კომპონენტებისაგან, შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი
ყველა
მოიცავს რძის პროდუქტებს ჩვილი ბავშვებისათვის. მოიცავს სასაქონლო კოდს 0404 10 480 00 - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხსენი, თხევადი ფორმით, ცხიმგამოცლილი და კაზეინის გარეშე, ადამიანის საკვებად, ხოლო სასაქონლო კოდი 0404 90 210 00 - სწრაფად გამომშრალი ხსენი შემცირებული ცხიმით, ფხვნილი კაზეინის გარეშე, ადამიანის მოხმარებისთვის
0405
კარაქი და რძის სხვა ცხიმები და ზეთები; რძის პასტები
ყველა
0406
ყველი და ხაჭო
ყველა
0407
ფრინველის კვერცხი ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული
ყველა
– ინკუბირებისათვის:
ყველა
0407 11 000 00
შინაური ქათმის, (Gallus domesticus):
ყველა
0407 19
დანარჩენი:
ყველა
– კვერცხი ახალი, დანარჩენი:
ყველა
0407 21 000 00
შინაური ქათმის (Gallus domesticus):
ყველა
0407 29
დანარჩენი:
ყველა
0407 90
– დანარჩენი
სხვა კვერცხი ადამიანის საკვებად ვარგისი ან გამოუსადეგარი
0408
ფრინველის კვერცხი უნაჭუჭოდ და კვერცხის გულები, ახალი, გამხმარი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, დაყალიბებული, გაყინული ან სხვა ხერხით დაკონსერვებული, შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე
ყველა
მოიცავს კვერცხის პროდუქტებს, რომლებიც არის ან არ არის სითბურად დამუშავებული და არ გამოიყენება ადამიანის მოხმარებისათვის
0504 00 000 00
ცხოველების (თევზების გარდა) ნაწლავები, ბუშტები და კუჭები, მთლიანი ან ნაჭრებად, ახალი, გაცივებული, გაყინული, დამარილებული, მარილწყალში, ხმელი ან შებოლილი
ყველა
მოიცავს კუჭებს, ბუშტებს და ნაწლავებს გაწმენდილს, დამარილებულს, გამხმარს ან თერმულად დამუშავებულს, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის, თხის, ან ფრინველის წარმოშობის
0511 10 000 00
- ხარის სპერმა
ყველა
0511 91
-- თევზის, კიბოსნაირების, მოლუსკებისა და წყლის სხვა უხერხემლოების პროდუქტები; მკვდარი ცხოველები 03 ჯგუფიდან
ყველა
თევზის ნარჩენების გარდა (სეს ესნ კოდი 0511 91 100 00), თევზის განაყოფიერებული ქვირითი, თევზის კრიოდაკონსერვებული სპერმა
0511 99 85
დანარჩენი
ყველა, გარდა 0511 10 სასაქონლო კოდით დაფარული სპერმისა
160100
ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების, სისხლის ან მწერებისაგან; მზა კვების პროდუქტები, დამზადებული მათ საფუძველზე:
ყველა
მოიცავს სხვადასხვა ფორმის ხორცის დაკონსერვებულ პროდუქტებს
30 ჯგუფიდან
ფარმაცევტული პროდუქცია
3002
სისხლი ადამიანისა; სისხლი ცხოველებისა, მომზადებული თერაპიული, პროფილაქტიკური ან დიაგნოსტიკური მიზნებით გამოსაყენებლად; იმუნური შრატები და სისხლის დანარჩენი ფრაქციები და იმუნოლოგიური პროდუქტები როგორც მოდიფიცირებული, ასევე მიღებული ბიოტექნოლოგიური გზით; ვაქცინები, ტოქსინები, მიკროორგანიზმების კულტურები (საფუარების გარდა) და ანალოგიური პროდუქტები; უჯრედული კულტურები, როგორც მოდიფიცირებული, ასევე არამოდიფიცირებული
300212 000 00
– – იმუნური შრატები და სისხლის დანარჩენი ფრაქციები
მხოლოდ ცხოველური წარმოშობის. გამორიცხავს მზა სამკურნალო პროდუქტებს განკუთვნილს საბოლოო მომხმარებლისათვის
300213 000 00
– – იმუნური პროდუქტები, შეურეველი, დაუფასოვებელი დოზირებული წამლის ფორმებად ან საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილ ფორმებად ან საფუთავებად
გამორიცხავს მზა სამკურნალო პროდუქტებს განკუთვნილს საბოლოო მომხმარებლისათვის
300214 000 00
– – იმუნური პროდუქტები, შერეული, დაუფასოვებელი დოზირებული წამლის ფორმებად ან საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილ ფორმებად ან საფუთავებად
გამორიცხავს მზა სამკურნალო პროდუქტებს განკუთვნილს საბოლოო მომხმარებლისათვის
300215 000 00
– – იმუნური პროდუქტები, დაფასოვებული დოზირებული წამლის ფორმებად ან საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილ ფორმებად ან საფუთავებად
გამორიცხავს მზა სამკურნალო პროდუქტებს განკუთვნილს საბოლოო მომხმარებლისათვის
300290 300 00
ცხოველების სისხლი, დამზადებული პროფილაქტიკური, თერაპიული ან დიაგნოსტიკური მიზნებისათვის
ყველა
41 ჯგუფიდან
დაუმუშავებელი ტყავები (ნატურალური ბეწვის გარდა) და გამოქნილი ტყავი
4101
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (კამეჩების ჩათვლით) ან ცხენების ოჯახის ცხოველების დაუმუშავებელი ტყავები (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ გაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუქნელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), ბეწვის საფარით ან მის გარეშე, გაყოფილი ან არა
ვეტერინარული კონტროლი ვრცელდება მხოლოდ ახალ, გაცივებულ ან დამუშავებულ ტყავზე, მათ შორის, გამხმარ (გამომშრალ), მშრალდამარილებულ, სველდამარილებულ, ან დაკონსერვებულზე, გარდა სათრიმლავი ან ეკვივალენტური პროცესისა
4102
ცხვრისა ან ბატკნის დაუმუშავებელი ტყავები (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ გაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუქნელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), მატყლის საფარით ან მის გარეშე, გაყოფილი ან არა
გარდა ტყავები ბეწვისა ან მატყლის საფარით, დაუმუშავებელი, გათრიმლული, ან გამოქნილი (ჯგუფი 43); მაგრამ დაუმუშავებელი ტყავები ბეწვის ან მატყლის საფარით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (კამეჩების ჩათვლით), ცხენების, ცხვრების ან ბატკნების (გარდა ასტრახანის, დუმიანის, კრაველის, სპარსული და ანალოგიური ჯიშებისა, აგრეთვე, ინდური, ჩინური, მონღოლური ან ტიბეტური ჯიშებისა), თხებისა და ციკნების (გარდა იემენის, მონღოლურის და ტიბეტურის ჯიშებისა), ღორების (ამერიკული ველური ღორების ჩათვლით), არჩვების, ქურციკების, ჩრდილოეთის ირმების, ლოსების, ირემლაღების, შვლებისა ან ძაღლებისა უნდა ჩაირთოს 41-ე ჯგუფში. ვეტერინარული კონტროლი ვრცელდება მხოლოდ ახალ, გაცივებულ ან დამუშავებულ ტყავზე, მათ შორის, გამხმარ (გამომშრალ), მშრალდამარილებულ, სველდამარილებულ, ან დაკონსერვებულზე, გარდა სათრიმლავი ან ეკვივალენტური პროცესისა
4103
სხვა დაუმუშავებელი ტყავები (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ გაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუქნელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), ბეწვის საფარით ან მის გარეშე, გაყოფილი ან არა
გარდა ტყავები ბეწვისა ან მატყლის საფარით, დაუმუშავებელი, გათრიმლული, ან გამოქნილი (ჯგუფი 43); მაგრამ დაუმუშავებელი ტყავები ბეწვისა ან მატყლის საფარით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (კამეჩების ჩათვლით), ცხენების, ცხვრების ან ბატკნების (გარდა ასტრახანის, დუმიანის, კრაველის, სპარსული და ანალოგიური ჯიშებისა, აგრეთვე, ინდური, ჩინური, მონღოლური ან ტიბეტური ჯიშებისა), თხებისა და ციკნების (გარდა იემენის, მონღოლურის და ტიბეტურის ჯიშებისა), ღორების (ამერიკული, ველური ღორების ჩათვლით), არჩვების, ქურციკების, ჩრდილოეთის ირმების, ლოსების, ირემლაღების, შვლებისა ან ძაღლებისა უნდა ჩაირთოს 41-ე ჯგუფში.
ვეტერინარული კონტროლი ვრცელდება მხოლოდ ახალ, გაცივებულ ან დამუშავებულ ტყავზე, მათ შორის, გამხმარ (გამომშრალ), მშრალდამარილებულ, სველდამარილებულ, ან დაკონსერვებულზე, გარდა სათრიმლავი ან ეკვივალენტური პროცესისა
9508
მოძრავი ცირკები, მოძრავი სამხეცეები, გასართობი პარკის და აკვაპარკის ატრაქციონები; ბაზრობის ატრაქციონები, ტირების ჩათვლით; მოძრავი თეატრები:
მხოლოდ ცოცხალი ცხოველები
2. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):
ა) 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სეს ესნ-ის 8426 41 და 8426 49 სასაქონლო სუბპოზიციებით გათვალისწინებულ თვითმავალ მექანიზმებზე, 8427 10 და 8427 20 სასაქონლო სუბპოზიციებით გათვალისწინებულ თვითმავალ სატვირთველებზე, 8429, 8701, 8702, 8703 (გარდა ამ პოზიციით გათვალისწინებული კვადროციკლებისა, ძრავას ცილინდრების მუშა მოცულობით არაუმეტეს 50 სმ3-ისა), 8704, 8705, 8709, 8710, 8711 (გარდა ამ პოზიციით გათვალისწინებული ველოსიპედებისა, ბალანსზე დამყარებული მართვის სისტემის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოტოციკლებისა (მოპედების ჩათვლით)), 8716 (გარდა ამ პოზიციით გათვალისწინებული ხელის ურიკებისა, ველოსიპედის მისაბმელებისა და 8716 90 სასაქონლო სუბპოზიით გათვალისწინებული ნაწილებისა) სასაქონლო პოზიციებით და 88, 89 (8903 11, 8903 12, 8903 19 სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული გასაბერი ნავების გარდა) სასაქონლო ჯგუფებით გათვალისწინებულ საქონელზე, გარდა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ ან გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ბათუმში“ (ბაქოს ქ. №11-ში) საზღვაო გზით შემოტანილი ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებში წარდგენილი ავტომანქანით გადაადგილებული ავტონაწილებისა;“;
ბ) №8-VI-01 დანართით გათვალისწინებული „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის“ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის;
გ) მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებით გათვალისწინებული ჯამურად 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი (ამ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება ფიზიკურ პირს წარმოეშობა 18 წლის ასაკიდან);“.
3. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) „ნაწილი 5. გადასახდელის გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორის“ 026 კოდის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1774605934971 {--tw-scale-x: 1; --tw-scale-y: 1; --tw-pan-x: ; --tw-pan-y: ; --tw-pinch-zoom: ; --tw-scroll-snap-strictness: proximity; --tw-gradient-from-position: ; --tw-gradient-via-position: ; --tw-gradient-to-position: ; --tw-ordinal: ; --tw-slashed-zero: ; --tw-numeric-figure: ; --tw-numeric-spacing: ; --tw-numeric-fraction: ; --tw-ring-inset: ; --tw-ring-offset-width: 0px; --tw-ring-offset-color: #fff; --tw-ring-color: rgb(59 130 246 / .5); --tw-ring-offset-shadow: 0 0 #0000; --tw-ring-shadow: 0 0 #0000; --tw-shadow: 0 0 #0000; --tw-shadow-colored: 0 0 #0000; --tw-blur: ; --tw-brightness: ; --tw-contrast: ; --tw-grayscale: ; --tw-hue-rotate: ; --tw-invert: ; --tw-saturate: ; --tw-sepia: ; --tw-drop-shadow: ; --tw-backdrop-blur: ; --tw-backdrop-brightness: ; --tw-backdrop-contrast: ; --tw-backdrop-grayscale: ; --tw-backdrop-hue-rotate: ; --tw-backdrop-invert: ; --tw-backdrop-opacity: ; --tw-backdrop-saturate: ; --tw-backdrop-sepia: ; --tw-contain-size: ; --tw-contain-layout: ; --tw-contain-paint: ; --tw-contain-style: ; font-size: 13px; margin: 0 auto !important; }„026
მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებით გათვალისწინებული ჯამურად 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება) “.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 26 იანვრიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე