STOPCOV ფონდში გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრა N 2541

2541 STOPCOV ფონდში გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრა 23.04.2020
№ დოკუმენტი 2541
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

STOPCOV ფონდში გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრა N 2541

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმომ განახორციელა თანხის გადრიცხვა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში სახელმწიფოსთან სოლიდარული თანამშრომლობის და შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფის მიზნით სახელმწიფო ხაზინაში STOPCOV ფონდის ანგარიშზე

· ვარიანტი 1: საწარმო მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით

· ვარიანტი 2: საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის სხვაობა

· I ვარიანტში: ფონდში გადარიცხულ თანხებთან მიმართებაში საწარმოს მოგების გადასახადში საგადასახადო ანგარიშგება არ განუხორციელებია

· II ვარიანტში: საწარმომ ფონდში გადარიცხული თანხები გამოქვითა შესაბამისი პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან

შეფასება

· სსკ-ის: - 983 ( 3.დ)-ე მუხლის მიხედვით მოგების გადასახადით არ იბეგრება სახელმწიფოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. სსკ-ის 106(ე)-ე მუხლის მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის უსასყიდლოდ გადაცემულ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი; სსკ-ის მე-13 მუხლის (2) თანახმად, დღგის მიზნებისათვის საქონელს არ მიეკუთვნება ფული.

· I ვარიანტში: ვინაიდან საწარმოს მიერ თანხის გადარიცხვა განხორციელდა სახელმწიფოსათვის ფინანსური რესურსის გამოყოფის მიზნით, აღნიშნული ოპერაცია, როგორც სახელმწიფოსათვის ფულადი სახსრების გადაცემა, არ წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.

· II ვარიანტში: ვინაიდან საწარმოს მიერ ფონდში თანხის გადარიცხვა განხორციელდა სახელმწიფოსათვის ფინანსური რესურსის გამოყოფის მიზნით, გადარიცხული თანხები, როგორც სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემული, გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან

ღონისძიებები

· ორივე ვარიანტში: პირის ქმედებაში სამართალდაღღვევა არ იკვეთება და მისთვის დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ მოხდება