N 444 - 03/05/2007 - ,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 03.05.2007
№ დოკუმენტი 444
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №444

2007 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში (სსმ III, 08.04.2005, №41, მუხ. 443) მე-45 პუნქტის შემდეგ დაემატოს შენიშვნა შემდეგი რედაქციით:

 

,,შენიშვნა: სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად მოსამსახურის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება შეიძლება მოხდეს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად.“

 

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ა. ალექსიშვილი

 

წყარო : საქართველოს საკანონმდებლო მაცნე