გადაწყვეტილება №19050/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.04.2023
№ დოკუმენტი 19050/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№19050/2/2023

06.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ---------- (ს/ნ ----------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 23.03.2023 და 6.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 7.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19050/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურის 13.08.2021 წლის №26390 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

15.06.2018 წელს მომზადებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ამონაწერით ს/კ --------- უძრავი ქონების მესაკუთრედ ფიქსირდება შპს --------- (ს/ნ ---------), საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 1.06.2016 წელი, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია შპს --------- (ს/ნ ---------) პარტნიორთა კრების ოქმი (დამოწმების თარიღი 22.12.2015 წელი) და თანხმობა (დამოწმების თარიღი 17.05.2018 წელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), ხოლო აღნიშნული ამონაწერის ვალდებულებით ნაწილში მომავალ მესაკუთრედ ფიქსირდება მომჩივანი.

შპს --------- მთელ ქონებაზე ვალის მართვის დეპარტამენტის 4.09.2020 წლის №006- 31188 შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.01.2021 წლის ამონაწერით შპს --------- (ს/ნ ---------) საკუთრებაში არსებული ქონების (ს/კ ---------) მესაკუთრედ დარეგისტრირდა მომჩივანი. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი 26.01.2021 წელი). აღნიშნულ ქონებაზე გავრცელდა ზემოხსენებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

მომჩივანმა 11.06.2021 წელს საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, ვინაიდან არ ეთანხმებოდა მის კუთვნილ ქონებაზე ვალის მართვის დეპარტამენტის 4.09.2020 წლის №00631188 შეტყობინებით გავრცელებულ საგადასახადო გირავნობას/იპოთეკას.

შემოსავლების სამსახურის 13.08.2021 წლის №26390 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველ და მე-6 ნაწილებზე, 239-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 265-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და განმარტავს, რომ ხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ მომჩივნის კუთვნილ უძრავ ქონებაზე (ს/კ ---------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღნიშნული უძრავი ქონება შეძენილი აქვს 18.06.2018 წლიდან და ნასყიდობის ხელშეკრულების სრული საფასური დაფარული აქვს. გამყიდველმა განუმარტა, რომ როდესაც მოხდებოდა აღნაგობის უფლების გაუქმება, ამის შემდგომ განხორციელდებოდა მისი მესაკუთრედ დაფიქსირება. მისი განმარტებით იგი ამის შემდგომ იმყოფებოდა საზღვარგარეთ, რაც დასტურდება საზღვრის კვეთით, ქვეყანაში დაბრუნებისას, როდესაც საჯარო რეესტრს მიმართა ქონების საკუთრებაში დასარეგისტრირებლად, აღმოაჩინა, რომ მის ქონებაზე ფიქსირდებოდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

ვინაიდან, მისი კუთვნილი უძრავი ქონება არ არის კომპანიის დავასთან კავშირში ითხოვს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმებას. განმარტავს, რომ იზღუდება მისი საკუთრების უფლება და ადგება მნიშვნელოვანი ზიანი. მომჩივანს მიაჩნია, რომ სხვისი ვალის სხვაზე გადაკისრება მიუღებელია. საკუთარი არგუმენტის გასამყარებლად მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 53-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 177-179-ე მუხლებზე და ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სადავო ბრძანება, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების შესაბამისად:

10. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

დადგენილია, მომჩივანი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი. ამასთან დოკუმენტის ჩაბარება ვერ მოხერხდა საფოსტო დაწესებულების მეშვეობით (დოკუმენტი გაეგზავნა 2-ჯერ (საჩივარში მითითებულ) მისამართზე - ---------, ---------. გზავნილი დაუბრუნდა გამგზავნს, „არის ქუჩა, ჩიხი ვერ მოიძებნას“ საფუძვლით). შედეგად საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, განხორციელდა შემოსავლების სამსახურის 13.08.2021 წლის №26390 ბრძანების საჯაროდ გავრცელება 8.10.2021 წელს და ჩაბარებულად ჩაითვალა 28.10.2021.

მომჩივანმა აღნიშნულ აქტზე საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოადგინა 7.03.2023 წელს (საფოსტო დაწესებულებაში წარდგენილია 6.03.2023 წელს).

ანალოგიურ საკითხზე სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკით მიჩნეულია, რომ საჯარო შეტყობინებით დოკუმენტის ჩაბარების მექანიზმის გამოყენებამდე, დოკუმენტის როგორც ფოსტით (მინიმუმ ორჯერ) ისე ელექტრონული ფორმით გაგზავნის ვალდებულების ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრება განპირობებულია იმ საფუძვლით, რომ ადრესატისთვის დოკუმენტის საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოყენებული იქნეს როგორც უკიდურესი ღონისძიება. შესაბამისად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებამდე, საგადასახადო ორგანომ სრულად უნდა გამოიყენოს ადრესატისთვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით (ტელეფონი, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება და სხვა საშუალებები) და მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენოს დოკუმენტის საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარების მექანიზმი, რაც ამოწურავს ამ შესაძლებლობებს.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ფორმალურად დაცულია დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები, საბჭო მიიჩნევს, რომ მხოლოდ აღნიშნული არასაკმარისია განსახილველ შემთხვევაში დოკუმენტების საჯაროდ გავრცელებისთვის - როგორც ჩაბარების უკიდურესი ღონისძიების გამოყენებისთვის.

მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გადამხდელისთვის ჩაბარების დროს გამოყენებული არ ყოფილა გადამხდელის ინფორმირების ან/და დოკუმენტების ჩაბარების რეალურად არსებული ყველა შესაძლებლობა. შესაბამისად, სადავო დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებით მომჩივანს იგი არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით.

ებია კანონით დადგენილი წესით. ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 13.08.2021 წლის №26390 ბრძანების კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადა უნდა აღდგეს და საჩივარი განხილულ იქნას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიება - საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 ნაწილების შესაბამისად:

1. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.

2. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

5. თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.

დექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.01.2021 წელს მომზადებული ამონაწერის თანახმად, №--------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ახალ მესაკუთრეს წარმოადგენს ფ/პ ---------, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 26.01.2021 წელი.

ამავე ამონაწერის თანახმად, №--------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ქონებაზე ფიქსირდება შპს --------- მთელ ქონებაზე შემოსავლების სამსახურის 4.09.2020 წლის №00631188 შეტყობინებით გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.06.2018 წელს მომზადებული ამონაწერის თანახმად, ს/კ --------- უძრავი ქონების მესაკუთრედ ფიქსირდება შპს ---------, ხოლო აღნიშნული ამონაწერის ვალდებულებით ნაწილში მომავალ მესაკუთრედ ფიქსირდება მომჩივანი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე და მიაჩნია, რომ მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. ამ მიზნით მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ვალის მართვის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (უძრავი ქონების შეძენაზე გაფორმებული ხელშეკრულება, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და სხვა), ხოლო ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალოს მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის კუთვნილ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი ---------) გავრცელებული გირავნობის/იპოთეკის გაუქმება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.08.2021 წლის №26390 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ვალის მართვის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ---------) შეძენაზე გაფორმებული ხელშეკრულება, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და სხვა);

4. დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის კუთვნილ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი ---------) შემოსავლების სამსახურის 4.09.2020 წლის №00631188 შეტყობინებით გავრცელებული გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმება;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

 

მომჩივანი არ ეთანხმებოდა მის კუთვნილ ქონებაზე ვალის მართვის დეპარტამენტის შეტყობინების საფუძველზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გავრცელებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

მომჩივანს უძრავი ქონება შეძენილი აქვს 2018 წლიდან და ნასყიდობის ხელშეკრულების სრული საფასური დაფარული აქვს. გამყიდველმა განუმარტა, რომ როდესაც მოხდებოდა აღნაგობის უფლების გაუქმება, ამის შემდგომ განხორციელდებოდა მისი მესაკუთრედ დაფიქსირება. მისი განმარტებით იგი ამის შემდგომ იმყოფებოდა საზღვარგარეთ, რაც დასტურდება საზღვრის კვეთით, ქვეყანაში დაბრუნებისას, ქონების საკუთრებაში დარეგისტრირების დროს საჯარო რეესტრში აღმოაჩინა, რომ მის ქონებაზე ფიქსირდებოდა კომპანიის ქონებაზრე გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

ვინაიდან, კუთვნილი უძრავი ქონება არ არის კომპანიის დავასთან კავშირში, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმებას. განმარტავს, რომ იზღუდება მისი საკუთრების უფლება და ადგება მნიშვნელოვანი ზიანი. საკუთარი არგუმენტის გასამყარებლად მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 53-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 177-ე და 179-ე მუხლებზე და ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სადავო ბრძანება, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე და მიაჩნია, რომ მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. ამ მიზნით მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ვალის მართვის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (უძრავი ქონების შეძენაზე გაფორმებული ხელშეკრულება, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და სხვა), ხოლო ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალოს მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის კუთვნილ უძრავ ქონებაზე გავრცელებული გირავნობის/იპოთეკის გაუქმება.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44(10; 11), 238, 239