N 412 - 20/12/2024 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 20.12.2024
№ დოკუმენტი 412
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №412

2024 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი №III-03 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №III-03

..…………………………………………………….

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

………………………………………………………

(გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი, გვარი)

..…………………………………………………….

(საიდენტიფიკაციო ნომერი)

განცხადება

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1735196509488 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }შესაბამისი უჯრა მონიშნეთ „ V“ ნიშნით

რეგისტრაციის გაუქმების მიზეზი

საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის გამო

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების რეჟიმის გახსნის გამო

სსკ-ის 1651მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად

სსკ-ის 1651მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული ინსტრუქციის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტი – საგადასახადო ორგანოს ინიციატივა)

სსკ-ის 1651მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული ინსტრუქციის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტი)

სსკ-ის 1651მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული ინსტრუქციის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტი – საგადასახადო ორგანოს ინიციატივა)

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1735196526037 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }განცხადებით მომართვის თვეში (მომართვის მომენტამდე) განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა სსკ-ის თანახმად გათავისუფლებული ოპერაციებისა, სსკ-ის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე

---------- ლარი

განმცხადებლის ხელმოწერა ........................................

თარიღი .............................“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ლაშა ხუციშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე