N 1233-IVმს-XIმპ - 16/12/2025 - საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 16.12.2025
№ დოკუმენტი 1233-IVმს-XIმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.07.2019, სარეგისტრაციო კოდი: 230000000.05.001.019529) 213-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. 2028 წლის 1 იანვრამდე იმ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში, რომელიც არ მდებარეობს სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე ან საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი აეროპორტის ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისთვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის მათზე საცალო წესით შესაძლებელია რეალიზებულ იქნეს უცხოური საქონელი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე ან/და საქართველოს საქონელი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

თბილისი,16 დეკემბერი 2025 წ.

N1233-IVმს-XIმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე