N 503 - 03/12/2012 - ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 03.12.2012
№ დოკუმენტი 503
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №503

2012 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლს მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებული ინსტრუქციის 22-ე მუხლის მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:

„ლ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 50-ე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ტერიტორიებზე არსებული ქონების მიხედვით დარიცხული და გადაუხდელი ქონების გადასახადის, მასზე დარიცხული საურავის და ჯარიმის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება;

მ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 50-ე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწის მიხედვით დარიცხული და გადაუხდელი ქონების გადასახადის, მასზე დარიცხული საურავისა და ჯარიმის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება;“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური