ბრძანება N 8519
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8519
19.04.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ------- (პ/ნ -------)
(მის: -------, -------)
2023 წლის 26 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 მარტის (ოქმი №33) სხდომაზე განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) №79920/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2023 წლის 30 იანვრის №081-43 ბრძანებას.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანებით შპს ------- საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ყადაღა დაედო მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რასაც არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ ცრუმაგიერი პირის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება საგადასახადო ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებაა. შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიებები გამოყენებულ უნდა იქნეს თანაზომიერების და პროპორციულობის სამართლებრივი პრინციპების გათვალისწინებით. ცრუმაგიერი პირის მიმართ ამ დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ გადასახადის გადამხდელის მიერ მისთვის ცრუ გარიგების საფუძველზე გადაცემული ქონების ღირებულების ან/და ფულის ფარგლებში. მოცემული დასკვნა გამომდინარეობს თვით ცრუმაგიერობის ინსტიტუტის არსიდან, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს იმ მდგომარეობის აღდგენა, რაც იარსებებდა, რომ არ მომხდარიყო ცრუმაგიერი პირისათვის ქონების გადაცემა. ცრუმაგიერი პირის მიმართ განსახორციელებელ ღონისძიებათა ფარგლები, ლოგიკურად, უნდა განსაზღვროს საგადასახადო ორგანომ მის მიერ გამოცემული შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ცრუმაგიერმა პირმა სახელმწიფოს ბიუჯეტის გადასახადის გადამხდელთან ერთად მიაყენა ზიანი, რისთვისაც მან პასუხი უნდა აგოს შესაბამის, პროპორციულ, თანაზომად ზიანზე. დაუშვებელია ცრუმაგიერ პირს ქონებირივად დაეკისროს აღნიშნულზე მეტი მოცულობის პასუხისმგებლობა.
საგადასახადო ორგანო ვალდებულია ------- მიმართებაში განსაზღვროს მისი ვალდებულების ფარგლები და მხოლოდ ამ ფარგლებში მიმართოს მის საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებებზე უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამასთან, საგადასახადო ორგანომ უზრუნველყოფის ღონისძიებები საერთოდ არ უნდა მიაქციოს იმ ქონებებზე, რომლებიც მითითებული არ არის სასამართლოს ბრძანებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება, რომლის თანახმად, შპს -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, ------- და ------- აღიარებულ იქნენ შპს „-------“ ცრუმაგიერ პირებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის №330350021005352135 და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების შესაბამისად, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 30 იანვრის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №081-43 ბრძანებით, შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი პირის, ფ/პ ------- (პ/ნ -------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. სადავო ბრძანება მომჩივანს ჩაბარდა ხელზე 2023 წლის 2 მარტს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაადოს გადამხდელის ქონებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება, რომლის თანახმად, შპს „-------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, ------- და ------- აღიარებულ იქნენ შპს „-------“ ცრუმაგიერ პირებად. ამასთან, შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 30 მარტის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს-ს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი პირის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.
გადაწყვეტილება
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით მომჩივნის მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:238 (1-გ); 241; 246;
ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება N994