გადაწყვეტილება №26307/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26307/2/2025
05 იანვარი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,25.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 11.12.2025 და 25.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №26307/2/2025).
დავის საგანი:
საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა, ჩადენილი განმეორებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 2.06.2025 წლის №EL286645 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 20.11.2025 წლის №25593 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 6 000 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
12.05.2025 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ კონტროლის ზონაში ბორნით „-------“ შემოვიდა, რეგისტრაციიდან მოხსნილი „------“-ის მარკის სატვირთო სატრანსპორტო საშუალება მისაბმელთან ერთად (მძღოლის გარეშე).
„-------“-ის მარკის სატვირთო სატრანსპორტო საშუალების (დროებითი ნომერი „-------“; ს/ნ „-------“) მიმღებს წარმოადგენდა სხვა პირი, ხოლო მისაბმელის (დროებითი ნომერი „-------“; ს/ნ „-------“) მიმღებს კი სხვა პირი. თანმხლები დოკუმენტების (9.05.2025წ. სატვირთო მანიფესტი, პოზიცია №24); კონოსამენტები: №15(2); №15(3); №15(4)) მიხედვით, აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული იყო ოთხი ერთეული სატვირთო ავტომობილის მისაბმელი („-------“- ს/ნ „-------“; „-------“- ს/ნ „-------“; „-------“- ს/ნ „-------“; „-------“ - ს/ნ „-------“) და ორი ერთეული ავტომობილის მისაბმელის ამწევი მექანიზმი. აღნიშნული ოთხი ერთეული სატვირთო ავტომობილის მისაბმელების მიმღებს წარმოადგენდა ერთი პირი, ხოლო ორი ერთეული ავტომობილის მისაბმელის ამწევი მექანიზმის მიმღებს სხვადასხვა პირები.
ზემოაღნიშნული სატვირთო ავტომობილი (№„-------“) მასზე განთავსებულ საქონელთან ერთად, 12.05.2025 წელს გავიდა "--------"-ის საზღვაო ნავსადგურიდან და განთავსდა ნავსადგურის მომიჯნავედ არსებულ მომჩივანის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე („-------“).
13.05.2025 წელს საბაჟო გამშვებ პუნქტში „------- პორტი“, წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, №„-------“ სატვირთო ავტომობილი (გამწევი - ს/ნ „-------“; მისაბმელი - ს/ნ „-------“) და მასზე განთავსებული ოთხი მისაბმელი (ს/ნ „-------“; ს/ნ „-------“; ს/ნ „-------“; ს/ნ „-------“) დარეგისტრირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, გაიცა საბაჟო შეტყობინებები და ქართული დროებითი ნომრები (№„-------“; №„-------“; №„-------“; №„-------“; №„-------“; №„-------“), ხოლო №„-------“ სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებულ ერთ ამწევ მექანიზმზე, რომლის მიმღები იყო იურიდიული პირი, 13.05.2025 წელს საბაჟო გამშვებ პუნქტში „------- პორტი“ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე (კონოსამენტი №15(3); ინვოისი №„-------“-05.12.2024)) დარეგისტრირდა №„-------“საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომლითაც საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში, ხოლო მეორე ამწევ მექანიზმზე არ განხორციელებულა საბაჟო ფორმალობები.
საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების შედეგად დადგინდა, რომ 13.05.2025 წელს, საბაჟო საწყობიდან („-------“) №„-------“ სატვირთო ავტომობილთან (გამწევი - ს/ნ „-------“; მისაბმელი - ს/ნ „-------“) და მასზე განთავსებულ ოთხ მისაბმელთან (ს/ნ „-------“; ს/ნ „-------“; ს/ნ „-------“; ს/ნ „-------“) ერთად, საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანილ იქნა ორი ერთეული ავტომობილის მისაბმელის ამწევი მექანიზმი, საიდანაც ერთი ამწევი მექანიზმი მოქცეული იყო თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (№„-------“ საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4), ხოლო მეორე ამწევ მექანიზმზე, რომლის მიმღებს წარმოადგენდა ფიზიკური პირი, არ იყო განხორციელებული საბაჟო ფორმალობები.
საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის განმეორებით დარღვევისთვის, საბაჟო დეპარტამენტის 2.06.2025 წლის №EL286645 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.07.2025 წლის №16006 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 9.10.2025 წლის №25583/2/2025 (რეგ. 16.10.2025წ. 03/72328) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №16006 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა დაბრუნებული საჩივარი 20.11.2025 წლის №25593 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლზე, მე-6 მუხლზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 127-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „ქ“ ქვეპუნქტებზე, ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 176-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილზე.
დადგენილია, რომ მომჩივნის საბაჟო საწყობიდან („-------“) №„-------“ სატვირთო ავტომობილთან (გამწევი - ს/ნ „-------“; მისაბმელი - ს/ნ „-------“) და მასზე განთავსებულ ოთხ მისაბმელთან (ს/ნ „-------“; ს/ნ „-------“; ს/ნ „-------“; ს/ნ „-------“) ერთად, საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანილ იქნა ორი ერთეული ავტომობილის მისაბმელის ამწევი მექანიზმი, საიდანაც ერთი ამწევი მექანიზმი მოქცეული იყო თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (№„-------“საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4), ხოლო მეორე ამწევ მექანიზმზე, რომლის მიმღებს წარმოადგენდა ფიზიკური პირი, არ იყო განხორციელებული საბაჟო ფორმალობები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საბაჟო საწყობი ვალდებულია, დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები, არ დაუშვას საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად, ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განუხორციელებია, რითიც დაარღვია „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით დადგენილი სანებართვო პირობები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე დასტურდება, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ხოლო ვინაიდან, საბაჟო საწყობის მიერ აღნიშნული ქმედება ჩადენილია განმეორებით, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე, რომ კომპანიის ოპერირების ქვეშ იმყოფება მე-6 ნავმისადგომი, სადაც ხდება საბორნე გემების დამუშავება (ეს ტერიტორია წარმოადგენს კონტროლის ზონას და არა საბაჟო საწყობის ტერიტორიას), შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ „-------“-ის საზღვაო ნავსადგურში ბორანი დგება №6 ნავმისადგომზე, რომელიც დროებით სარგებლობაში გადაცემულია მომჩივანის (ს/ნ „-------“) მფლობელობაში (არ არის საბაჟო საწყობის ტერიტორია), ხოლო №4 და №5 ნავმისადგომები განთავსებულია მომჩივანის (ს/ნ „-------“) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე („-------“), ბორნით შემოსული სატრანსპორტო საშუალებები და მათზე განთავსებული ტვირთები, „-------“-ის საზღვაო ნავსადგურის №6 ნავმისადგომიდან (ბორნიდან ჩამოსვლისთანავე) გადადის (საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გარეშე) ნავსადგურის მომიჯნავედ არსებულ მომჩივანის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე („-------“). შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო საწყობში განთავსებულ ტვირთებზე, მათ შორის, ბორნით შემოსულ ტვირთებზეც, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის – მომჩივანის მიერ ხორციელდება სავალდებულო საბაჟო ფორმალობები საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ, როგორც საქონლის მიმღების წარმომადგენლის მიერ, საბაჟო საწყობში განთავსებულ ტვირთებზე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ხორციელდება საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციის შევსება. მომჩივანს, როგორც „-------“-ის საზღვაო ნავსადგურის №6 ნავმისადგომის ოპერატორ კომპანიას, ასევე წვდომა აქვს ბორნით შემოსული ტვირთების თანმხლებ დოკუმენტებთან, მათ შორის, მანიფესტთან.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ მომჩივანს, №„-------“ სატრანსპორტო საშუალებისა და მასზე განთავსებული საქონლის საბაჟო საწყობში მიღებისას, საბაჟო ორგანოსთვის არ უცნობებია, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებასა და მასზე განთავსებულ ტვირთებსა და თანმხლებ დოკუმენტებთან შეუსაბამობის შესახებ.
მომჩივნის მოთხოვნაზე სადავო აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის ოპერირების ქვეშ იმყოფება მე-6 ნავმისადგომი, სადაც ხდება საბორნე გემების დამუშავება (ეს ტერიტორია წარმოადგენს კონტროლის ზონას და არა საბაჟო საწყობის ტერიტორიას). კონტროლის ზონაში საპარკინგე ტერიტორიის სიმცირის გამო, საბორნე, გემიდან დაცლილ სატრანსპორტო საშუალებების განთავსება ხდება საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე. აღნიშნული შეთანხმებულია საბაჟო გამშვები პუნქტის „--------პორტის“ ხელმძღვანელობასთან. ამავე, შეთანხმების საფუძველზე საბაჟო საწყობს დაევალა საბაჟო კონტროლის ზონაში მიღებული სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, რაც თავის მხრივ მოიაზრებდა მიღების თარიღის, გასვლის თარიღის, საბაჟო საწყობიდან გაშვების საფუძვლის რეესტრს. მიმდინარე წლის 12 მაისს, საბორნე გემი "-------"-დან დაიცალა სატვირთო ავტომობილი (დროებითი ნომერი „-------“), რომელიც კონტროლის ზონიდან პარკირების მიზნით შევიდა საბაჟო საწყობში. მომდევნო დღეს ტვირთმფლობელის ან/და მისი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ იქნა 6 შეტყობინება (№„-------“, №„-------“, №„-------“, №„-------“, №„-------“, №„-------“), რომელიც შეესაბამებოდა ფიზიკურად გამსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს. შესაბამისად, საბაჟო საწყობის ტერიტორიიდან ზემოხსენებული სატრანსპორტო საშუალება გაშვებულ იქნა საბაჟო გამშვები პუნქტის „------- პორტის“ მიმართულებით (მესამე საგუშაგოზე, კონტროლის ზონაში), სადაც როგორც დღის, ასევე ღამის ცვლაში იმყოფება საბაჟო ორგანოს წარმომადგენელი და ახორციელებს, როგორც ფიზიკურ, ასევე დოკუმენტურ დათვალიერებას, ასევე მანიფესტთან შედარებას - განაშთვის მიზნით. იქედან გამომდინარე, რომ საბორნე გემიდან დაცლილი სატრანსპორტო საშუალებების ნაწილი შემოდის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე, ხოლო ნაწილი ჩერდება კონტროლის ზონაში საკონტეინერო ტერმინალი ვერ ახორციელებს მანიფესტით მიღებული საქონლის განაშთვას და ამას ასრულებს მხოლოდ საბაჟო გამშვები პუნქტი „------ პორტი“. გასვლის მომენტში ტვირთმფლობელის ან/და წარმომადგენლის მიერ დამატებითად, გარდა სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო შეტყობინებისა სხვა ტვირთის განბაჟების დოკუმენტი წარდგენილი არ ყოფილა.
ამ შემთხვევაში მანიფესტში მითითებული მისაბმელის ამწევი მექანიზმი ტვირთმფლობელის ან/და მისი წარმომადგენლის მიერ ახსნილ იქნა, როგორც მისაბმელის სათადარიგო ნაწილი, შესაბამისად არ უცნობებია საბაჟო ორგანოს წარმომადგენლებისათვის. ვინაიდან სხვა დანარჩენი ტვირთი (გამწევი, მისაბმელი და მასზე განთავსებული ოთხი ერთეული ავტომობილის მისაბმელი) შეესაბამებოდა წარდგენილ საბაჟო შეტყობინებას. ამის გარდა, საბაჟო საწყობის ტერიტორიიდან კონტროლის ზონაში გასული სატრანსპორტო საშუალება ვერ დატოვებდა ნავსადგურის ტერიტორიას ვიდრე საბაჟო გამშვები პუნქტი „------ პორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ არ დათვალიერდებოდა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული საბაჟო დოკუმენტი და არა ის ფაქტი, თუ რის საფუძველზე მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერც ერთ შემთხვევაში საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირი ვერ განსაზღვრავდა მისაბმელი და ამწე მექანიზმის ან/და ამწე კრანის აქსესუარები წარმოადგენდა თუ არა ფუნქციონირებად ტექნიკურ მოწყობილობას, ვინაიდან ამის დადგენა უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ.
აღნიშნულიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ამწევი მექანიზმები კონტროლის ზონიდან გავიდა მას შემდეგ, რაც საბაჟო ორგანოს მიერ დათვალიერდა სატრანსპორტო საშუალება და მიეცა ნავსადგურის დატოვების უფლება, ასევე არ ყოფილა განზრახვა საქონლის დაუდეკლარირებლად გატანისა, ვინაიდან ნავსადგურის მე-3 საგუშაგოზე ე.წ. გეითზე 24/7-ზე იმყოფება საბაჟო ორგანოს წარმომადგენელი და მათი მხრიდან მოწმდება ყველა სატრანსპორტო საშუალება, ასევე ვინაიდან საბაჟო საწყობს არ გააჩნია, ექსპერტის ან მებაჟე ოფიცრის მსგავსი გამოცდილება, რაზე დაყრდნობითაც უნდა განისაზღვროს სათადარიგო ნაწილები ექვემდებარება თუ არა განბაჟებას, ამდენად, ტერმინალი წარმოადგენს მოქმედ და რეგისტრირებულ საბაჟო საწყობს, რომელიც პირნათლად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს.
შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ერთადერთ არგუმენტად მითითებულია მანიფესტზე წვდომა, ეთანხმება, რომ მოცემულ შემთხვევაში არის აღნიშნული ტვირთის მანიფესტი, თუმცა, აღნიშნული ჯარიმის დაკისრებამდე საბაჟო სამსახურის მიერ არც წერილობით, არც ზეპირად და არც სხვა საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით არ მოეთხოვებოდა მანიფესტში არსებული ტვირთის და რეალურად არსებული ტვირთის შესაბამისობის კონტროლი, ვინაიდან ტვირთის სრულ საბაჟო დამუშავებას და კონტროლს საბაჟო დეპარტამენტის ახორციელებდა, ამდენად ჯარიმის დაკისრებამდე კომპანიის მიერ არ ხორციელდებოდა შესაბამისობის კონტროლი, ვინაიდან საბაჟო დეპარტამენტის მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შედეგად ფაქტიურად კომპანიისთვის დაკისრებულ იქნა ეს პასუხისმგებლობა, კომპანია მზად არის ამ შემთხვევის შემდგომ მოახდინოს ტვირთის მანიფესტსა და რეალურად არსებული ტვირთის კონტროლი მე-6 ნავმისადგომზე, თუმცა მიაჩნია, რომ მინიმუმ დაკისრებული სანქცია უნდა გაუქმდეს, რადგან ჯარიმა დაეკისრა იმ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის რასაც საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით არ ასრულებდა და არ ევალებოდა მისი შესრულება.
მთელი ოპერირების პერიოდში არ დაფიქსირებულა რაიმე სახის სისტემური დარღვევა ან განზრახ სამართალდარღვევა და ყველა პროცედურა სრულდება კანონის შესაბამისად. ითხოვს საჩივარში აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებას და სადავო აქტების ბათილად ცნობას, იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება ოქმების სრულად ბათილად ცნობა, ითხოვს წარდგენილი არგუმენტების საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან.
ამასთან, კომპანიის მიერ მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებული დამატებითი მტკიცებულებების და ინფორმაციის მოპოვება და შეგროვება, რომელსაც უახლოეს პერიოდში საჩივრის განხილვის დასრულებამდე წარმოადგენს დამატებით.
მომჩივანმა 25.12.2025 წელს წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი სადაც მიუთითებს, რომ:
კომპანიის მიერ დასრულდა საქმის დამატებით, სრული შიდა მოკვლევა. ტვირთის მანიფესტის მიხედვით კომპანიის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 12 მაისს შევიდა სატრანსპორტო საშუალება „-------“, რომელზეც განთავსებული იყო ოთხი ერთეული მისაბმელი და ორი ერთეული საკიდარი ცილინდრი. მომდევნო დღეს, ტერმინალის ჩარევის გარეშე, სატრანსპორტო საშუალებამ წარდგენილი საბაჟო შეტყობინებების საფუძველზე, რომელიც შეესაბამებოდა ვიზუალურად თვლად და იდენტიფიცირებად მისაბმელებს და გამწევს (№„-------“, №„-------“, №„-------“, №„-------“, №„-------“, №„-------“) დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა, მესამე საგუშაგოს (სგპ „-------- პორტის“ კონტროლის ზონის) გავლით. კომპანიის მიერ თავდაპირველად საბაჟო საწყობში მიღებული სატრანსპორტო საშუალებების/ტვირთის გაშვება ხდებოდა წარდგენილი საბაჟო დოკუმენტების საფუძველზე და არა ტვირთის მანიფესტის შემოწმების საფუძველზე. შესაბამისად, მას შემდეგ რაც აღნიშნულმა პრობლემამ იჩინა თავი და კომპანიის მიერ გათვიცნობირებული იქნა სამომავლო პრობლემები, დაიწყო ტვირთის მანიფესტის და საბაჟო დოკუმენტების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებების/ტვირთის საბაჟო საწყობიდან გაშვება, რის შემდეგაც, მსგავსი პრობლემა აღარ გამოვლენილა.
კომპანიის მიერ მოძიებულ იქნა საკიდარი ცილინდრის განბაჟების დოკუმენტი (საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4 №"-------"), რომლის საფუძველზეც შპს „------“-მა განაბაჟა 150კგ. თვითმავალი, ამწე ან დასატვირთი მოწყობილობით აღჭურვილი სამრეწველო დანიშნულების სატრანსპორტო საშუალების ნაწილი (ახალი). ასევე, მე-14 გრაფაში მოცემული იყო თ/მ "-------" კ/ს 18/15(3), რომელიც შეესაბამებოდა ტვირთის მანიფესტის 15(3) პოზიციას - საკიდარი ცილინდრი, „-------“. ასევე საყურადღებოა ისიც, რომ პრაქტიკაში ხშირია როდესაც ხორციელდება საქონლის სატრანსპორტო საშუალების მფლობელის კორექტირება კონოსამენტში (რის საფუძველი კომპანიისთვის უცნობია) და აქედან გამომდინარე, ზემოთ აღნიშნულ ფორმა 4-ის მე-3 გრაფაში მოცემულ ინფორმაციას არ ეყრდნობა ხოლმე, საბაჟო საწყობი იდენტიფიცირებას ახდენს საქონლის დასახელებით და რაოდენობით. ხოლო, ამ შემთხვევაში მოცემული იყო საქონლის წონა და კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას, განეხორციელებინა მისი აწონვა (ეს ფინანსურ ხარჯთან არის დაკავშირებული და მფლობელის გარეშე, მისგან დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა). იქიდან გამომდინარე, რომ ფორმა-4-ში (№"-------") რაოდენობა დაზუსტებული არ იყო, წონის საფუძველზე შეუძლებელი იქნებოდა იმის დაზუსტება, რომ საქონელი ნაწილობრივ იყო განბაჟებული. ვინაიდან:
- ამწევი მექანიზმები კონტროლის ზონიდან გავიდა მას შემდეგ, რაც საბაჟო ორგანოს მიერ დათვალიერდა სატრანსპორტო საშუალება და მიეცა ნავსადგურის დატოვების უფლება:
- საბაჟო გამშვები პუნქტის „------- პორტის“ მიერ გამოწერილ იქნა საბაჟო დეკლარაცია ფორმა 4 №"-------", რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში იყო 150 კგ. თვითმავალი, ამწე ან დასატვირთი მოწყობილობით აღჭურვილი სამრეწველო დანიშნულების სატრანსპორტო საშუალების ნაწილი (ახალი) და არა ერთი ერთეული თვითმავალი, ამწე ან დასატვირთი მოწყობილობით აღჭურვილი სამრეწველო დანიშნულების სატრანსპორტო საშუალების ნაწილი
- ახალი (ნაწილობრივ), რის საფუძველზე მოხდებოდა პრევენცია განუბაჟებელი საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გაშვების; - არ ყოფილა განზრახვა საქონლის დაუდეკლარირებლად გატანისა, ვინაიდან ნავსადგურის მე-3 საგუშაგოზე ე.წ. „გეითზე“ 24/7-ზე იმყოფება საბაჟო ორგანოს წარმომადგენელი და მათი მხრიდან მოწმდება ყველა სატრანსპორტო საშუალება;
- საბაჟო საწყობს არ გააჩნია ექსპერტის ან მებაჟე ოფიცრის მსგავსი გამოცდილება, რაზე დაყრდნობითაც უნდა განისაზღვროს სათადარიგო ნაწილები ექვემდებარება თუ არა განბაჟებას;
- ტერმინალი წარმოადგენს მოქმედ და რეგისტრირებულ საბაჟო საწყობს, რომელიც პირნათალად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს. მთელი ოპერირების პერიოდში არ დაფიქსირებულა რაიმე სახის სისტემური დარღვევა ან განზრახ სამართალდარღვევა, ყველა პროცედურა სრულდება კანონის შესაბამისად და მაქსიმალური სიფრთხილით;
- კომპანიის საქმიანობა ეფუძნება კეთილსინდისიერად მოქმედების პრინციპებს და არ არსებობს მტკიცებულება, რომ მოქმედება იყო განზრახ სამართალდარღვევა;
- აღნიშნული ქმედება არ ყოფილა განზრახ ჩადენილი და არ არსებობდა მიზანი კანონის გვერდის ავლისა და ტერმინალმა იმოქმედა სათანადო პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერად;
- ვინაიდან ეს ფაქტი მოხდა პირველად, იმედოვნებს, რომ გათვალისწინებული იქნება კომპანიის თხოვნა საჯარიმო სანქციის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, კომპანიის მხრიდან კი განხორციელდება მონიტორინგის გაძლიერება და პროცედურების გამკაცრება;
ასევე ვინაიდან მთელი ოპერირების პერიოდში არ დაფიქსირებულა რაიმე სახის სისტემური დარღვევა ან განზრახ სამართალდარღვევა და ყველა პროცედურა სრულდება კანონის შესაბამისად, ითხოვს საჩივრებში აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება ოქმების სრულად ბათილად ცნობა, ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტების საფუძველზე კომპანია გათავისფლდეს დაკისრებული სანქციისაგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „ქ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია, დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები, ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
მომჩივანი განმარტავს, რომ მანიფესტში მითითებული მისაბმელის ამწევი მექანიზმი ტვირთმფლობელის ან/და მისი წარმომადგენლის მიერ ახსნილ იქნა, როგორც მისაბმელის სათადარიგო ნაწილი, შესაბამისად არ უცნობებია საბაჟო ორგანოს წარმომადგენლებისათვის, ვინაიდან სხვა დანარჩენი ტვირთი (გამწევი, მისაბმელი და მასზე განთავსებული ოთხი ერთეული ავტომობილის მისაბმელი) შეესაბამებოდა წარდგენილ საბაჟო შეტყობინებას. ამის გარდა, საბაჟო საწყობის ტერიტორიიდან კონტროლის ზონაში გასული სატრანსპორტო საშუალება ვერ დატოვებდა ნავსადგურის ტერიტორიას ვიდრე საბაჟო გამშვები პუნქტი „------- პორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ არ დათვალიერდებოდა. აღნიშნული ჯარიმის დაკისრებამდე საბაჟო დეპარტამენტის მიერ არც წერილობით, არც ზეპირად და არც სხვა საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით კომპანიას არ მოეთხოვებოდა მანიფესტში არსებული ტვირთის და რეალურად არსებული ტვირთის შესაბამისობის კონტროლი, ვინაიდან ტვირთის სრულ საბაჟო დამუშავებას და კონტროლს საბაჟო დეპარტამენტი ახორციელებდა, ამდენად ჯარიმის დაკისრებამდე კომპანიის მიერ არ ხორციელდებოდა შესაბამისობის კონტროლი, ხოლო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შედეგად ფაქტიურად კომპანიისთვის დაკისრებულ იქნას ეს პასუხისმგებლობა. ასევე ვინაიდან მთელი ოპერირების პერიოდში არ დაფიქსირებულა რაიმე სახის სისტემური დარღვევა ან განზრახ სამართალდარღვევა და ყველა პროცედურა სრულდება კანონის შესაბამისად, ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება ოქმების სრულად ბათილად ცნობა ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტების საფუძველზე კომპანია გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან.
სადავო საკითხზე საბაჟო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით:
13.05.2025 წელს საქონლის მიმღებმა ფიზიკურმა პირმა მიმართა ბორან „--------“-ის სააგენტო კომპანიას – შპს „--------“ მისი კუთვნილი საქონლის (ავტომობილის მისაბმელის ამწევი მექანიზმი) გასატანად, ასევე მოითხოვა საქონლის თანმხლები დოკუმენტის - კონოსამენტის გაცემა და მომჩივანს ტერიტორიაზე შესასვლელი საშვი. საქონლის მიმღებმა ფიზიკურმა პირმა ჯერ სატელეფონო საუბარში და შემდეგ პირადად, საბაჟო გამშვებ პუნქტ „------ -ში“ გამოცხადებისას განაცხადა, რომ მისი კუთვნილი საქონელი (ავტომობილის მისაბმელის ამწევი მექანიზმი) მომჩივანის საბაჟო საწყობიდან გაიტანა 13.05.2025 წელს, №"-------" სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით, ოთხ მისაბმელთან და სხვა პირის კუთვნილი ავტომობილის მისაბმელის ამწევ მექანიზმთან ერთად. მისივე განმარტებით, მისი კუთვნილი ამწევი მექანიზმი იყო მეორადი მოხმარების, რის გამოც საჭიროდ არ ჩათვალა მისი დეკლარირება. შპს „------- -ის “ მიერ მიწოდებული საქონლის თანმხლები დოკუმენტების (ინვოისი №------- 5.05.2025წ.; ტრანსპორტირების ინვოისი №-------- 5.05.2025წ.) საფუძველზე დადგინდა განკარგული საქონლის ღირებულება.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ასევე აღნიშნა, რომ საქონლის მიმღებზე ინფორმაცია ასახულია კონოსამენტში, კერძოდ მითითებულია მიმღები პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, საბაჟო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ „-------“-ის საზღვაო ნავსადგურში ბორანი დგება №6 ნავმისადგომზე, რომელიც დროებით სარგებლობაში გადაცემულია მომჩივანის მფლობელობაში (არ არის საბაჟო საწყობის ტერიტორია), ხოლო №4 და №5 ნავმისადგომები განთავსებულია მომჩივანის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე („-------“). ბორნით შემოსული სატრანსპორტო საშუალებები და მათზე განთავსებული ტვირთები, „-------“-ის საზღვაო ნავსადგურის №6 ნავმისადგომიდან (ბორნიდან ჩამოსვლისთანავე) გადადის (საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გარეშე) ნავსადგურის მომიჯნავედ არსებულ მომჩივანის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე („-------“). საბაჟო საწყობში განთავსებულ ტვირთებზე, მათ შორის, ბორნით შემოსულ ტვირთებზეც, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის – მომჩივანის მიერ ხორციელდება სავალდებულო საბაჟო ფორმალობები საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ, როგორც საქონლის მიმღების წარმომადგენლის მიერ, საბაჟო საწყობში განთავსებულ ტვირთებზე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ხორციელდება საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციის შევსება. მომჩივანის, როგორც „-------“-ის საზღვაო ნავსადგურის №6 ნავმისადგომის ოპერატორ კომპანიას, ასევე წვდომა აქვს ბორნით შემოსული ტვირთების თანმხლებ დოკუმენტებთან, მათ შორის, მანიფესტთან.მომჩივანს, №--------- სატრანსპორტო საშუალებისა და მასზე განთავსებული საქონლის საბაჟო საწყობში მიღებისას, საბაჟო ორგანოსთვის არ უცნობებია, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებასა და მასზე განთავსებულ ტვირთებსა და თანმხლებ დოკუმენტებთან შეუსაბამობის შესახებ.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, შესაბამისად მიაჩნია, რომ მომჩივანს მართებულად დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
რაც შეეხება, მომჩივნის მოთხოვნას დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებაზე, საბჭო მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი. ასევე, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს საჩივრებში აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება ოქმების სრულად ბათილად ცნობა, ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტების საფუძველზე კომპანია გათავისფლდეს დაკისრებული სანქციისაგან.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის განმეორებით დარღვევისთვის, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი. ასევე, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
176(11).