მომსახურების ტარიფი (ინდივიდუალური გარიგების გარეშე გაცხადებული ფასისაგან განსხვავებულ ფასად რეალიზაცია - ამასთან არ ჰქონდა განცხადებული ფასდაკლების თაობაზე) N 0713

0713 მომსახურების ტარიფი (ინდივიდუალური გარიგების გარეშე გაცხადებული ფასისაგან განსხვავებულ ფასად რეალიზაცია - ამასთან არ ჰქონდა განცხადებული ფასდაკლების თაობაზე) - (ძალადაკარგული) 07.09.2010
№ დოკუმენტი 0713
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

მომსახურების ტარიფი N 0713

ფაქტობრივი გარემოებები

· დღგ-ის გადამხდელმა საწარმომ, რომელიც ეწევა სადეკლარაციო, საბროკერო და საკონსულტაციო მომსახურებას, გამოაქვეყნა (განაცხადა) მომსახურების ტარიფები; ამასთან, საწარმოს არ ჰქონდა გაცხადებული რაიმე ტიპის ფასდაკლებების შესახებ

· ზოგიერთ მომხმარებელს საწარმომ გადაახდევინა ტარიფით დადგენილზე ნაკლები თანხა, ისე რომ არ არსებობს მათ შორის ინდივიდუალური წერილობითი გარიგება

შეფასება

· საწარმოს მიერ ფაქტობრივად გადახდევინებული ფასი განსხვავდება გამოქვეყნებული (გაცხადებული)ფასისაგან, რაც სსკ-ის 22-ე მუხლის მე-10 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის (გაცხადებული ტარიფის) გამოყენების საფუძველია

ღონისძიებები

· საგადასახადო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საბაზრო ფასის გამოყენების შესახებ

· საწარმოს შემოსავლები გაიზრდება ტარიფით დადგენილამდე და შესაბამისად, დაზუსტდება მოგებისა და დღგ-ის გადასახადების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები

· გადამხდელი, დეკლარაციებში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე