ბრძანება N 4654

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 13.03.2023
№ დოკუმენტი 4654
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4654

13.03.2023

----------- ------------ის (პ/ნ ------------------)

(მის: --------------------------------------------)

2023 წლის 13 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა ----------- ------------ის (პ/ნ -----------------) №26053/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 24 სექტემბრის №EL118469 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ხელზე ჩაიბარა 2023 წლის - თებერვალს, ვინაიდან არ იმყოდებოდა საქართველოში. ასევე მიუთითებს, არ იცოდა, რომ შესასრუბელი ჰქონდა საბაჟო პროცედურა.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------ის“ (WHS-----) საბაჟო კონტროლის ზონაში (მის.: ---------------------------------------------------.) ფიზიკური პირი ----------- ------------ის (პ/ნ ------------------) მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტით (№----------------; №-----------) განთავსებული იყო საქონელი – დინამიკი --- ცალი.

ვინაიდან, ----------- ------------ის (პ/ნ ------------------) მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა საქონლის დეკლარირება, 2020 წლის 24 სექტემბერს გაფორმების ეკომონოკური ზონა „---------ის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად შედგენილ იქნა №EL118469 საბაჟო სამართალდაღვევის ოქმი, რომლითაც ------- -------ეს საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ----------- ------------ის (პ/ნ ------------------) გაეგზავნა საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 24 სექტემბრის №-----/------- წერილობითი შეტყობინებით და ამავე შეტყობინებით ეცნობა, რომ შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა განეხორციელებინა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა, წინააღმდეგ შემთხვევაში განხორციელდებოდა საქონლის განკარგვის ღონისძიებები.

№№-----/------- წერილობითი შეტყობინება 2020 წლის -- ოქტომბერს ჩაბარდა --------- -----------ის საცხოვრებელ ადგილზე მცხოვრებ მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს (დედა - --------- --------- პ/ნ --------------) და საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩაითვალა ადრესატისთვის ჩაბარებულად.

ვინაიდან, ამოიწურა შეტყობინებით განსაზღვრული ვადა, მაგრამ ----------- ------------ის (პ/ნ ------------------) მიერ გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------ის“ საბაჟო კონტროლის ზონაში შენახული საქონლის მიმართ არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა ან რეექსპორტი, საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 10 ნოემბრის №33391 ბრძანებით საქონელი გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში.

მომჩივანს საქართველოს ტერიტორია დატოვებული აქვს 2017 წლის ---- სექტემბერს, ხოლო ქვეყანაში შემოსვლა უფიქსირდება 2023 წლის - თებერვალს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსი 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს საქართველოს ტერიტორია დატოვებული აქვს 2017 წლის -- სექტემბერს, ხოლო ქვეყანაში შემოსვლა უფიქსირდება 2023 წლის - თებერვალს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ვადა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გაშვებულად უნდა ჩაითვალოს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დროებით შენახული უცხოური საქონელი საბაჟო პროცედურაში უნდა მოექცეს ან მისი რეექსპორტი უნდა განხორციელდეს 30 დღეში. საქონლის დეკლარირებისთვის იგივე ვადა იყო დადგენილი ----------- ------------ის (პ/ნ ------------------) მიერ ზოგადი დეკლარირების (26.--.2014) განხორციელებისას მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის პირველი ნაწილით: ზოგადი დეკლარირების განხორციელების შემდეგ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის პროცედურები ზოგადი დეკლარირებიდან 30 დღეში უნდა განხორციელდეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილია, რომ გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ის“ საბაჟო კონტროლის ზონაში მომჩივნის მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტით განთავსებული საქონელი კანონით განსაზღვრულ ვადაში არ მოქცეულა საბაჟო პროცედურაში და არც მისი რეექსპორტი განხორცილებულა. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს საბაჟო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს საბაჟო სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ----------- ------------ის (პ/ნ ------------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს 2020 წლის 24 სექტემბრის №EL118469 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.