N 248 - 30/09/2025 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 30.09.2025
№ დოკუმენტი 248
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №248

2025 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 412 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მე-4 სვეტში აისახება სასაქონლო ზედნადების ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც გამოიწერება საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებით;“;

ბ) მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მე-4 სვეტში აისახება სასაქონლო ზედნადების ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც საბაჟო ორგანოს წარედგინა მიწოდებული საქონლის ექსპორტის პროცედურაში მოქცევისას;“.

 

2 . დანართი №II-091 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე