N 1031-IVმს-XIმპ - 11/11/2025 - „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მოსარჩელენი − სარჩელებზე, რომლებიც გამომდინარეობს საავტორო უფლებიდან, აგრეთვე აღმოჩენაზე, გამოგონებაზე, რაციონალიზატორულ წინადადებასა და დიზაინზე უფლებებიდან;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,11 ნოემბერი 2025 წ.
N1031-IVმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე