საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/556–17/21

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.04.2021
№ დოკუმენტი 3/556–17–21
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

№ 3/556–17/21

22 აპრილი, 2021 წელი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი: ალექსანდრე ხაჭაპურიძე

 

მოსარჩელე: შპს „----- - -----ი“ (ს/ნ ----------)

წარმომადგენელი: ------ --------ძე

 

მოპასუხე: სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი: ----- --------ძე

 

მოპასუხე: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი: -----------------ა

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითინაწილი:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი (გაუქმდეს) შპს „----- - -----ის“ (ს/ნ ----------) საჩივრის N12190/2/16_არ დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი (გაუქმდეს) შპს „----- - -----ის“ (ს/ნ ----------) საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში შემოსავლების სამსახურის 12/02/2016 წლის N3393 ბრძანება.

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი (გაუქმდეს) შპს „----- - ------“ზე (ს/ნ ----------) დამატებით დარიცხული სადავო თანხებიდან კორექტირების (შემცირების) შედეგად დარჩენილი სადავო თანხების, სულ 119110.39 ლარის (მათ შორის: ძირითადი გადასახადში 53143 ლარის, ჯარიმის სახით 30026 ლარის, საურავის სახით 35941.39 ლარის) დარიცხვის ნაწილში საგადასახადო შემოწმების 16/12/2015 წლის აქტი;

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი (გაუქმდეს)18/12/2015 წლის ბრძანება N48941.

1.5. ბათილად იქნეს ცნობილი (გაუქმდეს)18/12/2015 წლის საგადასახადო მოთხოვნა N2081-331;

1.2.საგადასახადო კოდექსის 269.7 მუხლის თანახმად, შპს „----- - -----ი“ (ს/ნ ----------) განთავისუფლდეს გასაჩივრებული აქტებით დაკისრებული სანქციისაგან, სულ 65,967.39 ლარის (მათ შორის ჯარიმის 30,026 ლარის, საურავის 35,941.39 ლარის) გადახდისაგან გაუქმდეს სანქციის სახით საწარმოზე დამატებით დარიცხული თანხები.

 

დავის არსი:

შპს „----- - ------“ში (ს/ნ ----------) ჩატარებული იქნა საგადასახადო შემოწმება, რაზედაც შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი 16/12/2015, რომლის საფუძველზეც შემდგომში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული იქნა ბრძანება N48941 18/12/2015 და საგადასახადო მოთხოვნა N081-331 18/12/2015, რომლის თანახმად შპს „----- - -----“-ს (ს/ნ ----------) დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა სულ (135745+68254+87465.64) 291464.64 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი სულ 135745.00 ლარი (მათ შორის: მოგების გადასახადში 61962 ლარი, დღგ-ის გადასახადში 65058 ლარი, ქონების გადასახადში 194 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 8531 ლარი), ჯარიმა სულ 68254 ლარი, საურავი 87465.64 ლარი. დასახელებული აქტები დადგენილ ვადაში და წესით გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით N3393 12/02/2016 შპს „----- - -----ის“ (ს/ნ ----------) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის საფუძველზე მოგვიანებით მოხდა სადავო თანხების კორექტირება (შემცირება), რაზედაც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული იქნა დასკვნა 14/04/2016, ბრძანება N11827 27/04/2016 და საგადასახადო მოთხოვნა N081--77_27/04/2016. კორექტირების შედეგად სადავო დარიცხვები შემცირდა ძირითად გადასახადში 82602 ლარით, ჯარიმა შემცირდა 38228 ლარით, საურავი შემცირდა 51524.25 ლარით. აღნიშნულის შედეგად საწარმოს დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული აქვს სულ 119110.39 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 53143 ლარი, ჯარიმა 30026 ლარი, საურავი 35941.39 ლარი. საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანება N3393 _ 12/02/2016 დადგენილ ვადაში და წესით გასაჩივრებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით 17/03/2017 შპს „----- - -----ის“ (ს/ნ ----------) საჩივარი N12190/2/16 არ დაკმაყოფილდა.

მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებულ ნაწილში ხსენებული აქტები არ არის სწორი, მოცემულ შემთხევაში არ მომხდარა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და მისი კანონშესაბამისად შეფასება. დასახელებული აქტებით გვადგება ზიანი, რის გამოც იძულებული ვართ შპს „----- - -----ის“ (ს/ნ ----------) საჩივრის N12190/2/16 არ დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების; საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანების N3393 12/02/2016; შპს „----- - -----“ -ზე(ს/ნ ----------) დამატებით დარიცხული სადავო თანხებიდან კორექტირების (შემცირების) შედეგად დარჩენილი სადავო თანხების სულ 119110.39 ლარის (მათ შორის: ძირითადი გადასახადში 53143 ლარის, ჯარიმის სახით 30026 ლარის, საურავის სახით 35941.39 ლარის) დარიცხვის ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტის 16/12/2015, ბრძანების N489 41 18/12/2015, საგადასახადო მოთხოვნის N081-331 18/12/2015 ბათილად ცნობის (გაუქმების) და შესაბამისად ხსენებული აქტებით საწარმოზე დამატებით დარიცხული დარჩენილი სადავო თანხების გაუქმების მოთხოვნით მივმართოთ სასამართლოს განსახილველ საქმეზე გადახდილია სახ. ბაჟის თანხები.

შპს „----- - -----ს“ (ს/ნ ----------) გასაჩივრებული აქტებით სანქციის სახით დაერიცხა სულ 6596739 ლარი (მათ შორის ჯარიმა 30026 ლარი, საურავი 35941.39 ლარი). როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ძირითადი გადასახადის სახით დამატებით სადავო თანხების დარიცხვა გარკვეულწილად გადამხდელის შეცდომის/არ ცოდნის შედეგია, და ვფიქრობთ ამას არ შეიძლება სხვა რამე დავარქვათ - აღურიცხავი თხევადი გაზის გამოვლენა სწორედ აღრიცხვის შეცდომის შედეგია, გამორჩენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა საწარმოს ბუღალტერიაში ინახებოდა და მისი აღმოჩენა დოკუმენტურად საქონლის მოძრაობის ანალიზის შედეგად მოხდა ანუ აღრიცხვაში დაშვებული შეცდომის აღმოჩენა მოხდა და ეს არ იყო დამატებითი ღონისძიებების (მესამე პირებისაგან გამოთხოვილი/მიღებული ინფორმაციის) შედეგად გამოვლენილი სამართალდარღვევები; აგრეთვე ავანსის უპროცენტო სესხად განხილვა და მასზე სარგებლის დარიცხვა - შედეგად დამატებით სადავო თანხების (მათ შორის სანქციის) დარიცხვა სსკ-ის 73.9.ბ მუხლზე მითითებით შემმოწმებლის მოსაზრების შედეგია და არა კანონით დადგენილი წესი, შესაბამისად აღნიშნული არ წარმოადგენს ისეთ შემთხვევას, რაზეც არ შეიძლება გავრცელდეს საგადასახადო კოდექსის 269.7 მუხლით დადგენილი შეღავათი.

 

დავის საგანს წარმოადგენს

1. აღურიცხავი თხევადი გაზის გამოვლენა და საცალო სარეალიზაციო ფასით მიწოდებად განხილვა;

2. ავანსის უპროცენტო სესხად განხილვა, საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის თანხის ერთობლივ შემოსავალში ჩართვა;

3. ჯარიმა-საურავის შემცირება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე;

რაც შეეხება პირველ დავის საგანს, უნდა აღინიშოს, რომ შპს „----- - -----ის“ (ს/ნ ----------) შემოწმების მასალების თანახმად:

საგადასახადო შემოწმების აქტის 16/12/2015 დღგ-ის გადასახადის ნაწილში შემმოწმებელი აღნიშნავს რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში საწყისი, შეძენილი და რეალიზებული _ თხევადი გაზის ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა, კერძოდ კომპანიას რაოდენობრივად აღრიცხული არ ჰქონდა 52730 კგ თხევადი გაზის მიღება (შეძენა) და შესაბამისად აღნიშნული ოდენობის რეალიზაცია.

აღნიშნულზე მითითებით შემმოწმებელი განმარტავს რომ საგადასახადო შემოწმებით ხსენებული ზედმეტად გამოვლენილი შეძენა ჩაითვალა რეალიზებულად საცალო სარეალიზაციო ფასით, რაც იწვევს ძირითადი გადასახადის და ჯარიმის დარიცხვას. მოცემულ შემთხვევაში სადავო თანხები დარიცხული იქნა დღგ-ის და მოგების გადასახადებში.

შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის დროს ავღნიშნავდით რომ საქონლის სარეალიზაციო ფასები წარმოადგენდა დავის საგანს, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო 52730 კგ თხევადი გაზის შეძენა/რეალიზაცია მთლიანად 2012 წელში მოხდა, მათ შორის 49000 კგ თხევადი გაზი შეძენილი იქნა 2012 წლის მაისში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა------ 09/05/2012; იმის გამო, რომ ამ შემთხვევაში საქონლის რეალიზაციის დოკუმენტები არ არსებობდა, შემმოწმებელმა ჩათვალა, რომ იგი საცალო სარეალიზაციო ფასით (მაღალი ფასნამატით) არის რეალიზებული, რაც არასწორია უნდა აღინიშნოს, რომ არაიდენტიფიცირებული რეალიზაცია ცალსახად არ ნიშნავს იმას, რომ საქონელი საცალოდ, მაღალი ფასნამატით _ არის რეალიზებული როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია; ხშირად საბითუმო ფასში, დაბალი ფასნამატით ხდება საქონლის რეალიზაცია რადგან ფაქტიურად საქონლის საბითუმო მიწოდებებს აქვს ადგილი, ისე რომ ვერ ხდება მისი იდენტიფიცირება.

2012 წელში თხევადი გაზის რეალიზაციის ანალიზით (იხ. დანართი თან ერთვის) დასტურდება, რომ 2012 წლის ივლისის თვის ჩათვლით პერიოდში თხევადი გაზის საბითუმო საშუალო სარეალიზაციო ფასი დღგ-ის გარეშე არის 1.70 ლარი, ხოლო ამავე პერიოდში თხევადი გაზის საცალო საშუალო სარეალიზაციო ფასი დღგ-ის გარეშე არის 2.27 ლარი. ფაქტიურად გამორჩენილი 52730 კგ. თხევადი გაზის შეძენა-რეალიზაცია მთლიანად 2012 წლის მაისიდან 2012 წლის 01 აგვისტომდე პერიოდში მოხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე არ ვეთანხმებით შემოწმებით დადგენილ საცალო სარეალიზაციო ფასის (2.40 ლარის) გამოყენებას მთლიანად 52730 კგ თხევად გაზზე. უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის მაისის თვის შემდეგ თხევადი გაზის შეძენები 2012 წლის აგვისტოს თვემდე ფაქტიურად არ ხდება მცირე გამონაკლისის გარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტიურად გამორჩენილი 52730 კგ თხევადი გაზის რეალიზაცია 2012 წლის ივნისში და ივლისში (შედარებით დიდი ნაწილი) მოხდა. ვთვლით, რომ 2012 წლის პირველ შვიდ თვეში რეალიზებული თხევადი გაზის პროპორციიდან გამომდინარე 52730 კგ თხევადი გაზის 56.26 % უნდა ჩაითვალოს საბითუმო რეალიზაციად რა დროსაც თხევადი გაზის საშუალო სარეალიზაციო ფასი დღგ-ის გარეშე არის 1.70 ლარი, ხოლო 52730 კგ თხევადი გაზის 43.74 % უნდა ჩაითვალოს საცალო რეალიზაციად - რა დროსაც თხევადი გაზის საშუალო სარეალიზაციო ფასი დღგ-ის გარეშე არის 2.27 ლარი და აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მოხდეს დღგ-ის და მოგების გადასახადებით დაბეგვრის ობიექტების განსაზღვრა და შესაბამისად საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება ამ ნაწილში და არა ისე, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია.

2012 წლის ივლისის თვეში საწარმოს მონაცემებით თხევადი გაზის საბითუმო რეალიზაცია შეადგენს 5004 კგ-ს, რაც ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით მართლაც არარეალური მაჩვენებელია, და იგი 6-ჯერ და უფრო მეტად ნაკლებია 2012 წლის წინა თვეებში თხევადი გაზის რეალიზაციის მონაცემებთან შედარებით. ამ პირობებში იმის თქმა, რომ საბითუმო რეალიზაცია არ ხდებოდა და 52730 კგ თხევადი გაზი მთლიანად საცალოდ (მაღალ ფასში) რეალიზებულად უნდა იქნეს განხილული არასწორია, ამ პერიოდში დიდი ოდენობით თხევადი გაზი სწორედ ტურისტულ ობიექტებს მიეწოდება და ხდება საბითუმო რეალიზაცია, ინფორმაციის უქონლობის გამო ვერ ხდება მყიდველის იდენტიფიცირება შესაბამისად სასაქონლო ზედნადები ვერ გაიწერება ასეთ მყიდველზე. ვთვლით, რომ ეს არ შეიძლება ნიშნავდეს იმას რომ ხდება შემოსავლების დამალვა და დაბეგვრის ობიექტის ხელოვნურად შემცირება როგორც ეს შემმოწმებელს წარმოუდგენია.

აღნიშნულის გათვალისწინებით მოცემულ შემთხვევაში სადავო თანხები დღგ-ში ძირითადი გადასახადის სახით უნდა შემცირდეს 1783.00 ლარით, ხოლო მოგების გადასახადში სადავო თანხები ძირითადი გადასახადის სახით უნდა შემცირდეს 1485.00 ლარით.

გასაჩივრებული აქტების თანახმად კომპანიას რაოდენობრივად აღრიცხული არ ჰქონდა 52730 კგ თხევადი გაზის მიღება (შეძენა) და შესაბამისად აღნიშნული ოდენობის რეალიზაცია (ეს შემთხვევა არც ხარჯებში არ იყო გატარებული). გარდა იმისა, რომ თხევადი გაზის სარეალიზაციო ფასებს და მისგან გამომდინარე სადავო დარიცხვებს მივიჩნევთ არამართლზომიერად (რაზეც ზემოთ მოგახსენეთ), ამავდროულად მოსარჩელის პრეტენზიები მდგომარეობს შემდეგში: შემმოწმებლის მიერ გამოვლენილი 52730 კგ თხევადი გაზის (მათ შორის საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურით ეა------- 09/05/2012) შეძენის დროს დღგ-ის ჩათვლები რატომ არ აღუდგინა შპს „----- - -----ს“ (ს/ნ ----------) (თხევადი გაზის შეძენა (მიღება) ხომ არ ჰქონდა აღრიცხული კომპანიას), ამ შემთხვევაში კი სადავო დარიცხვები დღგ-ის გადასახადში კიდევ უფრო მეტად (მინიმუმ 15000.00 ლარით) შემცირდებოდა - რაც ასევე გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის (გაუქმების) ერთ-ერთი საფუძველია.

რაც შეეხება მეორე დავის საგანს, უნდა აღინიშოს, რომ შპს „----- - -----ის“ (ს/ნ ----------) შემოწმების მასალების თანახმად:

საგადასახადო შემოწმების აქტის -16/12/2015 შემმოწმებელი აცხადებს რომ მოგების გადასახადის ნაწილში საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში თხევადი გაზის შესაძენად გადახდილი აქვს თანხები ავანსად თურქულ კომპანიაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობით განემარტა შემმოწმებელს და წარდგენილი იქნა შესაბამისი დოკუმენტები ხელშეკრულება 11/09/2014, ფულის მიღება-ჩაბარების აქტი 11/09/2014, შედარების აქტი 09/09/2015. გასაჩივრებული აქტების თანახმად, იმის გამო რომ დღემდე არ მომხდარა საქონლის მიწოდება და არ დგინდება აგრეთვე თანხის მოთხოვნის (უკან დაბრუნების) ფაქტი, ამიტომ აღნიშნული ავანსი განხილული იქნა უპროცენტოდ გაცემულ სესხად, დარიცხულ იქნა მასზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთით საპროცენტო სარგებელი, რითაც 9660 ლარის ოდენობით გაზრდილ იქნა 2014 წლის ერთობლივი შემოსავალი და დარიცხულ იქნა სადაო თანხები, რასაც არ ვეთანხმებით, რადგან შემმოწმებლისათვის წარდგენილი იქნა დოკუმენტები (მათ შორის შედარების აქტი 09/09/2015), რომლის თანახმად მომწოდებელი ვალდებულია 2016 წლის 01 იანვრამდე მიაწოდოს საქონელი საწარმოს, შესაბამისად ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანების N3393 12/02/2016 ჩანაწერი ავანსის გადახდიდან დღემდე არ დგინდება თანხის მოთხოვნის ფაქტი, არასწორია. როგორც მოგეხსენებათ საწარმოში დებიტორების და/ან ავანსად გადახდილი თანხების დაბეგვრა (მით უმეტეს თუ ვალდებულების შესრულების ვადა არ

არის დამდგარი) არსებული რეგულაციების თანახმად არ ხდება, შესაბამისად ვთვლით რომ ამ ნაწილში სადაო დარიცხვები უნდა გაუქმდეს. თავად შედარების აქტის არსებობა შინაარსობრივად ვალდებულებითი ურთიერთობის დამდგენი დოკუმენტია, და მის ფონზე თანხების უკან დაბრუნების მოთხოვნის არარსებობაზე საუბარი აშკარად არასწორია. ვთვლით რომ ამ ნაწილში სადავო დარიცხვები უნდა გაუქმდეს კანონშეუსაბამობის გამო.

მესამე დავის საგანთან მიმართებით, მოსარჩელე განმარტავს, რომ შპს „----- - -----ს“ (ს/ნ ----------) გასაჩივრებული აქტებით სანქციის სახით დაერიცხა სულ 65967.39 ლარი (მათ შორის ჯარიმა 30026 ლარი, საურავი 35941.39 ლარი). როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ძირითადი გადასახადის სახით დამატებით სადავო თანხების დარიცხვა გარკვეულწილად გადამხდელის შეცდომის/არ ცოდნის შედეგია, და ვფიქრობთ ამას არ შეიძლება სხვა რამე დავარქვათ აღურიცხავი თხევადი გაზის გამოვლენა სწორედ აღრიცხვის შეცდომის შედეგია, გამორჩენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა საწარმოს ბუღალტერიაში ინახებოდა და მისი აღმოჩენა დოკუმენტურად საქონლის მოძრაობის ანალიზის შედეგად მოხდა ანუ აღრიცხვაში დაშვებული შეცდომის აღმოჩენა მოხდა და ეს არ იყო დამატებითი ღონისძიებების (მესამე პირებისაგან გამოთხოვილი/მიღებული ინფორმაციის) შედეგად გამოვლენილი სამართალდარღვევები; აგრეთვე ავანსის უპროცენტო სესხად განხილვა და მასზე სარგებლის დარიცხვა - შედეგად დამატებით სადავო თანხების (მათ შორის სანქციის) დარიცხვა სსკ-ის 73.9.ბ მუხლზე მითითებით შემმოწმებლის მოსაზრების შედეგია და არა კანონით დადგენილი წესი, შესაბამისად აღნიშნული არ წარმოადგენს ისეთ შემთხვევას, რაზეც არ შეიძლება გავრცელდეს შეღავათი.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის (გაუქმების) საფუძვლები, მოვითხოვთ საგადასახადო კოდექსის 269.7 მუხლის თანახმად შპს „----- - -----ი“ (ს/ნ ----------) განთავისუფლდეს გასაჩივრებული აქტებით დაკისრებული სანქციისაგან სულ 65967.39 ლარის (მათ შორის ჯარიმის 30026 ლარის, საურავის 359 41.39 ლარის) გადახდისაგან გაუქმდეს სანქციის სახით _ საწარმოზე დამატებით დარიცხული თანხები.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. შემოსავლების სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქმეზე არსებული მასალების თანახმად, დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 27 აგვისტოს N32620 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----- - -----ის“ (ს/ნ ----------) გასვლითი საგადასახადო შემოწმება აბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. 2015 წლის 16 დეკემბერს მედგენილი იქნა გასვლითი საგადასახადო შემოწმები საქტი, რომლის საფუძველზედაც 2015 წლის 18 დეკემბერს გამოიცა N081-331 საგადასახადო მოთხოვნა. საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შპს „----- - -----ს“ (ს/ნ ----------) ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 204 318 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 136 064 ლარი და ჯარიმა 68 254 ლარი. ზემოაღნიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები გასაჩივრდა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 თებერვლის N3393 ბრძანებით შპს „----- - -----ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა მოახდინა დარიცხული თანხების კორექტირება ( შემცირება) და გადამხდელის წარედგინა 2016 წლის 27 აპრილის N081-77 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „-------ის" მიმართ დარიცხული თანხები შემცირდა სულ 120831 ლარით.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მის მიმართ განხორციელებულ დარიცხვას შემდეგ სადაო საკითხებთან მიმართებაში და სადავოა - აღურიცხავი თხევადი გაზის გამოვლება და საცალო სარეალიზაციო ფასით მიწოდებად განხილვა. ავანსის უპროცენტო სესხად განხილვა, საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის თანხის ერთობლივ შემოსავალში ჩართვა. ჯარიმა საურავების შემცირება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ვერ გაიზიარებს შპს „-------------ის" წარმომადგენლის პოზიციას პირველ სადაო საკითხთან მიმართებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საგადასახადო შემოწმების დროს კომპანიამ წარმოადგინა სმფ-ების შიდა ინვენტარიზაციის აქტები, რომლის მიხედვითაც კომპანია დანაკლისად აღიარებს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს გარკვეული რაოდენობის თხევად გაზს, კომპანიაში 2010 წლის 16 სექტემბერს ჩატარებულია სმფ-ის ინვენტარიზაცია, ბუღალტრის მიერ მოწოდებული მონაცემებისა და ინვენტარიზაციის მასალების ანალიზის შედეგად დადგინდა (საწყისი, შეძენილი და რეალიზებული თხევადი გაზის რაოდენობა), რომ კომპანიას რაოდენობრივად აღრიცხული არ ქონდა 52730 კგ თხევადი გაზის მიღება (შეძენა) და შესაბამისად აღნიშნული ოდენობის რეალიზაცია. კომპანიის ბუღალტერს ექსელის ფაილებში ასახული ქონდა რეალიზებული გაზის რაოდენობა, გაზის იმ მოცულობაზე რომლის რეალიზაციაც ხდებოდა დოკუმენტურად, სარეალიზაციო ფასად განსაზღვრული იქნა დოკუმენტური ფასი, ხოლო თხევადი გაზის იმ ნაწილზე რომლის რეალიზაციაც ხდებოდა დოკუმენტის გარეშე (ფიზიკურ პირებზე) სარეალიზაციო ფასები განსაზღვრული იყო დირექტორის ბრძანებით. ზემოაღნიშნული გაანგარიშებები შესაძლებლობას იძლეოდა განსაზღვრული ყოფილიყო შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული გაზის რაოდენობა და სარეალიზაციო თანხა, რომლის შესაბამისი მონაცემები ასახული იყო საგადასახადო დეკლარაციებში. საგადასახადო შემოწმებით თხევადი გაზის ის ნაწილი, რომლის შეძენაც ასახული არ იყო ბუღალტრის მიერ გაკეთებული გაანგარიშებებში საანგარიშო პერიოდის ბოლოს ჩაითვალა რეალიზებულად, საცალო სარეალიზაციო ფასის გათვალისწინებით. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შიდა ბრძანებით განსაზღვრული ქონდა მხოლოდ თხევადი გაზის საცალო სარეალიზაციო ფასები, ამასთან შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ თხევადი გაზის ბითუმად რეალიზაცია ხდებოდა დოკუმენტურად, ხოლო საცალო რეალიზაცია ხდებოდა დოკუმენტების გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად „დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია _ დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთან:

ბ) ამ კოდექსით განსაზღვრული დანაკლისის გამოვლენა, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, განიხილება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად და გადასახადებით დაიბეგრება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს რაოდენობრივად აღრიცხული არ ჰქონდა 52730 კგ თხევადი გაზის მიღება (შეძენა), დაუსაბუთებელია გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა თხევადი გაზის პროპორციის გათვალისწინებით რეალიზებულად განხილვის თაობაზე და შესაბამისად მართებულია უსაბუთოდ რეალიზებულად ჩათვლილი თხევადი გაზის საცალო სარეალიზაციო ფასით მიწოდებად განხილვა და არ არსებობს ამ ნაწილში მოსარჩელის არგუმენტების გათვალისწინების საფუძველი. ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის პოზიცია მეორე სადაო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ:

2. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები, რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა ფულადი სახსრების მოძრაობისა და ნაშთად რიცხული თანხების ანალიზი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ (სალარო),მოთხოვნილი ინფორმაციის შედეგად დგინდება რომ კომპანიას 2014 წლის სექტემბერში, სალაროდან გაცემული აქვს თანხა 278752 ლარი (160 000 ამერიკული დოლარის ექვივალენტი), დირექტორის განმარტებით აღნიშნული თანხა გადახდილი იქნა ნაღდი ანგარიშწორებით თურქული კომპანია ------- - სთვის ავანსად თხევადი გაზის მოწოდების მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების ჯგუფისათვის წარმოდგენილი იქნა სალაროს გასავლის ორდერი, ხელშეკრულება თურქულ მხარესთან და შედარების აქტი დათარიღებული 2015 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, სადაც მხარეები ადასტურებენ ავანსად გადახდილი თანხიდან წარმოშობილ მოთხოვნასა და ვალდებულებას. ამასთან შემოწმების დროს გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული თანხის საზღვარზე გადატანისას საბაჟო დეკლარირება არ მომხდარა.

საგადასახადო შემოწმებით, ვინაიდან ზემოაღნიშნული ავანსის გადახდიდან, დღემდე არ მომხდარა საქონლის მიწოდება და არ დგინდება აგრეთვე თანხის მოთხოვნის (უკან დაბრუნების) ფაქტი, სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად აღნიშნული ავანსი განხილულ იქნა უპროცენტოდ გაცემულ სესხად და საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით დაერიცხა საპროცენტო სარგებელი, რამაც გამოიწვია 2014 წლის საანგარიშო პერიოდზე ერთობლივი შემოსავლის გაზრდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

სსკ-ის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით _ მიღებული შემოსავლისა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი _ საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი.

3. უსაფუძვლოა მოსარჩელის არგუმენტები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით ჯარიმისა და საურავების შემცირების შესახებ, რადგან:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად „1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. 2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად, 1. „პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. 2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად „საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

როგორც საქმის მასალებით დგინდება, შემოწმებით გამოვლინდა არადეკლარირებული საგადასახადო შემოსავლები და შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებები, რის გამოც შესაბამისი გადასახადების დეკლარაციებში გადასახადების თანხების შემცირებისათვის გადამხდელს კანონშესაბამისად დაერიცხა ჯარიმები, ასევე საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაში გადასახადის თანხის გადაუხდელობისათვის საურავის დარიცხვა განხორციელდა კანონის სრული დაცვით. რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილს, აღნიშნული ნორმის გამოყენება საგადასახადო ორგანოს დისკრეციული უფლებაა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. მოცემულ შემთხვევაში შემოწმებით გამოვლენილია არადეკლარირებული საგადასახადო შემოსავლების და შეუსრულებელი ვალდებულებები, რომელიც არ არის განპირობებული გადამხდელის შეცდომით/არცოდნით, რის გამოც საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველია არ არსებობს.

2.2.მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლმა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო უსაფუძვლობის გამო; აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 დეკემბრის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, კომპანიის საქმიანობის სახეა თხევადი გაზის შეძენა (იმპორტი, ადგილობრივი) და რეალიზაცია.

აღნიშნული აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის N081-331 საგადასახადო მოთხოვნა და N48941 ბრძანება, რომლებიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 თებერვლის N3393 ბრძანებით სადავო საკითხებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო საბჭოში არსებულ სადავო საკითხებზე საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დავების განხილვის საბჭოში დავის საგანი შედგებოდა სამი საკითხისაგან:

1.აღურიცხავი _ თხევადი გაზის გამოვლენა და საცალო სარეალიზაციო ფასით მიწოდებად განხილვა;

2.ავანსის უპროცენტო სესხად განხილვა, საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის თანხის ერთობლივ შემოსავალში ჩართვა;

3.ჯარიმა-საურავის შემცირება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე;

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, საგადასახადო შემოწმების პროცესში საწყისი, შეძენილი და რეალიზებული თხევადი გაზის ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა, კერძოდ კომპანიას რაოდენობრივად აღრიცხული არ ჰქონდა 52 730 კგ თხევადი გაზის მიღება (შეძენა) და შესაბამისად. აღნიშნული ოდენობის რეალიზაცია. საგადასახადო შემოწმებით ზემოაღნიშნული დანაკარგები (ზედმეტად გამოვლენილი შეძენა) სსკ-ის მე-8 მუხლის 11-ე ნაწილის შესაბამისად ჩაითვალა დანაკლისად და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ჩაითვალა რეალიზებულად, საცალო სარეალიზაციო ფასით. (საცალო სარეალიზაციო ფასი განსაზღვრულია დირექტორის ბრძანებით და შეადგენს 2011 წელს 2.5 ლარს და 2012 წლიდან 2.4 ლარს), რაც იწვევს ძირითადი გადასახადისა და ჯარიმის დარიცხვას.

გადამხდელის განმარტებით: სარეალიზაციო ფასები წარმოადგენს დავის საგანს, ვინაიდან სწორედ მაღალი ფასებით საქონლის რეალიზაციის განხილვა ნაკლები რაოდენობით საქონლის ჩამოწერებს იწვევს და ეს განაპირობებს 52 730 კგ თხევადი გაზის რეალიზაციაში აუსახველობას. ამბობს, რომ შეძენაში არ იყო ასახული 52 730 კგ თხევადი გაზის შეძენა, რომელიც არ ნიშნავს იმას, რომ იგი არ იყო ჩართული ეკონომიკურ საქმიანობაში და დამატებით უნდა დაიბეგროს შესაბამისი გადასახადებით. არაიდენტიფიცირებული რეალიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ საქონელი საცალოდ, მაღალი ფასნამატით არის რეალიზებული, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია, ხშირად საბითუმო ფასში, დაბალი ფასნამატით ხდება საქონლის რეალიზაცია, რადგან ფაქტიურად საბითუმო მიწოდებებს აქვს ადგილი, ისე, რომ ვერ ხდება მისი იდენტიფიცირება, შესაბამისად რეალიზაციიდან გამომდინარე საქონელი უფრო მეტი რაოდენობით ჩამოიწერება. არ ეთანხმება საქონლის სარეალიზაციო ფასს, რეალიზაციებს და ჩამოწრებს, მისი განმარტებით, უნდა მოხდეს საქონლის სარელიზაციო ფასის და საქონლის ჩამოწერის კორექტირება და შესაბამისად შეიცვლება სადავო თანხები. შემმოწმებელი აღნიშნულს რეალიზებულად განიხილავს საანგარიშო პერიოდის ბოლოს.

მოსარჩელემ 2016 წლის 08 ივნისს დაზუსტებული საჩივრით აღნიშნა, რომ სადავო 52 730 კგ თხევადი გაზის შეძენა/რეალიზაცია განახორციელა მთლიანად 2012 წელში, მათ შორის 49 000 კგ შეძენილი იქნა 2012 წლის მაისში 06.05.2012 წლის N--------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით. მოსარჩელე თვლის, რომ რადგან ამ შემთხვევაში საქონლის რეალიზაციის დოკუმენტები არ არსებობდა, შემოწმებამ ჩათვალა, იგი როგორც საცალო სარეალიზაციო ფასით (მაღალი ფასნამატით) რეალიზებული, რაც არასწორია.

მოსარჩელე აგრეთვე მიუთითებს, 2012 წელის თხევადი გაზის რეალიზაციის ანალიზზე, მისი აზრით ამით დასტურდება, რომ 2012 წლის ივლისის თვის ჩათვლით თხევადი გაზის საბითუმო საშუალო სარეალიზაციო ფასი დღგ-ის გარეშე არის 1.70, ხოლო ამავე პერიოდში თხევადი გაზის საცალო საშუალო სარეალიზაციო ფასი შეადგენს დღგ-ის გარეშე 2.27 ლარს. ფაქტიურად თვლის გამორჩენილად 52 730 კგ თხევადი გაზის შეძენა/რეალიზაციას მთლიანად 2012 წლის მაისიდან იმავე წლის 1 აგვისტომდე პერიოდზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ საცალო სარეალიზაციო ფასს - 2.4 ლარს. აღნიშნავს, რომ 2012 წლის მაისის თვის შემდეგ თხევადი გაზის შეძენები 2012 წლის აგვისტომდე ფაქტიურად არ ხდება მცირე გამონაკლისის გარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 52 730 კგ თხევადი გაზის რეალიზაცია 2012 წლის ივნისსა და ივლისში მოხდა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ 2012 წლის პირველ 7 თვეში რეალიზებული თხევადი გაზის პროპორციიდან გამომდინარე, 52 730 კგ თხევადი გაზის 43.74% უნდა ჩაითვალოს საბითუმო რეალიზაციად, რა დროსაც თხევადი გაზის საშუალო სარეალიზაციო ფასი დღგ-ის გარეშე არის 1.70 ლარი, ხოლო 52 730 კგ თხევადი გაზის 56.26% უნდა ჩაითვალოს საცალო რეალიზაციად, რა დროსაც თხევადი გაზის საშუალო სარეალიზაციო ფასი დღგ-ის გარეშე არის 2.27 ლარი და აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მოხდეს შესაბამისი კორექტირება.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განმარტავს შემდეგს:

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.

აუდიტის დეპარტამენტის 11.03.2016 წლის N--21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, საგადასახადო შემოწმების დროს კომპანიამ წარმოადგინა სმფ-ების შიდა ინვენტარიზაციის აქტები, რომლის მიხედვითაც კომპანია დანაკლისად აღიარებს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს გარკვეული რაოდენობის თხევად გაზს, კომპანიაში 2010 წლის 16 სექტემბერს ჩატარებულია სმფ-ის ინვენტარიზაცია, ბუღალტრის მიერ მოწოდებული მონაცემებისა და ინვენტარიზაციის მასალების ანალიზის შედეგად დადგინდა (საწყისი, შეძენილი და რეალიზებული თხევადი გაზის რაოდენობა), რომ კომპანიას რაოდენობრივად აღრიცხული არ ქონდა 52 730 კგ თხევადი გაზის მიღება (შეძენა) და შესაბამისად აღნიშნული ოდენობის რეალიზაცია.კომპანიის ბუღალტერს ექსელის ფაილებში ასახული ქონდა რეალიზებული გაზის რაოდენობა, გაზის იმ მოცულობაზე რომლის რეალიზაციაც ხდებოდა დოკუმენტურად, სარეალიზაციო ფასად განსაზღვრული იქნა დოკუმენტური ფასი, ხოლო თხევადი გაზის იმ ნაწილზე რომლის რეალიზაციაც ხდებოდა დოკუმენტის გარეშე (ფიზიკურ პირებზე) სარეალიზაციო ფასები განსაზღვრული იყო დირექტორის ბრძანებით. ზემოაღნიშნული გაანგარიშებები შესაძლებლობას იძლეოდა განსაზღვრული ყოფილიყო შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული გაზის რაოდენობა და სარეალიზაციო თანხა, რომლის შესაბამისი მონაცემები ასახული იყო საგადასახადო დეკლარაციებში. საგადასახადო შემოწმებით თხევადი გაზის ის ნაწილი, რომლის შეძენაც ასახული არ იყო ბუღალტრის მიერ გაკეთებულ გაანგარიშებებში, საანგარიშო პერიოდის ბოლოს ჩაითვალა რეალიზებულად, საცალო სარეალიზაციო ფასის გათვალისწინებით. შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს შიდა ბრძანებებით განსაზღვრული ჰქონდა მხოლოდ თხევადი გაზის საცალო სარეალიზაციო ფასები.

მოსარჩელის განცხადებით, სარეალიზაციო ფასები წარმოადგენს დავის საგანს, მაღალი ფასებით საქონლის რეალიზაციის განხილვა შესაბამისად ნაკლები რაოდენობით საქონლის ჩამოწერებს იწვევს და ეს განაპირობებს 52 730 კგ თხევადი გაზის რეალიზაციაში აუსახველობას. ის, რომ შეძენებში არ იყო ასახული 52 730 კგ თხევადი გაზის შეძენა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი არ იყო ჩართული ეკონომიკურ საქმიანობაში და დამატებით უნდა დაიბეგროს შესაბამისი გადასახადებით. არაიდენტიფიცირებული რეალიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ საქონელი საცალოდ, მაღალი ფასნამატით არის რეალიზებული. მიაჩნია, რომ 2012 წლის პირველ 7 თვეში რეალიზებული თხევადი გაზის პროპორციიდან გამომდინარე, 52 730 კგ თხევადი გაზის 43.74% უნდა ჩაითვალოს საბითუმო რეალიზაციად, რა დროსაც თხევადი გაზის საშუალო სარეალიზაციო ფასი დღგ-ის გარეშე არის 1.70 ლარი, ხოლო 52 730 კგ თხევადი გაზის _ 56.26% უნდა ჩაითვალოს საცალო რეალიზაციად, რა დროსაც თხევადი გაზის საშუალო სარეალიზაციო ფასი დღგ-ის გარეშე არის 2.27 ლარი და აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მოხდეს შესაბამისი კორექტირება.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ თხევადი გაზის ბითუმად რეალიზაცია ხდებოდა დოკუმენტურად, ხოლო საცალო რეალიზაცია ხდებოდა დოკუმენტების გარეშე.

ზემოაღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საწყისი, შეძენილი და რეალიზებული თხევადი გაზის ანალიზის შედეგად გამოვლინდა ის ფაქტი, რომ კომპანიას რაოდენობრივად აღრიცხული არ ჰქონდა 52 730 კგ თხევადი გაზის მიღება შეძენა), დაუსაბუთებელია მომჩივნის მოთხოვნა თხევადი გაზის პროპორციის გათვალისწინებით რეალიზებულად განხილვის თაობაზე და შესაბამისად, მართებულია უსაბუთოდ რეალიზებულად ჩათვლილი თხევადი გაზის საცალო სარეალიზაციო ფასით მიწოდებად განხილვა და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების საფუძველი.

 

მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა:

აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: კომპანიას 2014 წლის სექტემბერში, სალაროდან გაცემული აქვს თანხა 278 752 ლარი (160 000 ამერიკული დოლარის ექვივალენტი), დირექტორის განმარტებით აღნიშნული თანხა გადახდილი იქნა ნაღდი ანგარიშსწორებით თურქული კომპანია ----------სთვის ავანსად თხევადი გაზის მოწოდების მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების ჯგუფისათვის წარმოდგენილი იქნა სალაროს გასავლის ორდერი, ხელშეკრულება თურქულ მხარესთან და შედარების აქტი დათარიღებული 2015 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, სადაც მხარეები ადასტურებენ ავანსად გადახდილი თანხიდან წარმოშობილ მოთხოვნასა და ვალდებულებას. საგადასახადო შემოწმებით, ვინაიდან ზემოაღნიშნული ავანსის გადახდიდან, დღემდე არ მომხდარა საქონლის მიწოდება და არ დგინდება აგრეთვე თანხის მოთხოვნის (უკან დაბრუნების) ფაქტი, აღნიშნული ავანსი განხილულ იქნა უპროცენტოდ გაცემულ სესხად და საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით დაერიცხა საპროცენტო სარგებელი, რამაც გამოიწვია 2014 წლის საანგარიშო პერიოდზე ერთობლივი შემოსავლის გაზრდა 9660 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის განმარტებით, ამ ნაწილში საქმეზე არსებული მასალების არასწორი შეფასება მოხდა. საგადასახადო ორგანოს წარუდგინა დოკუმენტები (მათ შორის შედარების აქტი (09.09.2015 წელი), რომლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია 2016 წლის 1 იანვრამდე მიაწოდოს საქონელი საწარმოს, შესაბამისად ის მითითება, რომ ავანსის გადახდიდან დღემდე არ დგინდება თანხის მოთხოვნის ფაქტი, არასწორია. საწარმოში დებიტორების და/ან ავანსად გადახდილი თანხების დაბეგვრა (მითუმეტეს თუ ვალდებულების შესრულების ვადა არ არის დამდგარი) არსებული რეგულაციების თანახმად არ ხდება, მიაჩნია, რომ სადავო თანხები უნდა გაუქმდეს.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განმარტავს შემდეგს:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად,1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება მის მიერ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული ყველა შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მე-2 ნაწილის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს მიეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.2.საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის „ა, ა.ა), ა.ბ) და ა.ბ.ა)“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ თანხის მიხედვით (გადასახადების, მიღებული ან მისაღები კომპენსაციის მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.ა) არა უგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის ან/და მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის თანხის გადახდის ვალდებულების მომენტისა.

აუდიტის დეპარტამენტის 11.03.2016 წლის N--21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები, რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა ფულადი სახსრების მოძრაობისა და ნაშთად რიცხული თანხების ანალიზი. (კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში დივიდენდი გაცემული არ აქვს) აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმების ჯგუფის მიერ მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ (სალარო), მოთხოვნილი ინფორმაციის შედეგად დგინდება რომ კომპანიას 2014 წლის სექტემბერში, სალაროდან გაცემული აქვს თანხა 278752 ლარი (160 000 ამერიკული დოლარის ექვივალენტი), დირექტორის განმარტებით აღნიშნული თანხა გადახდილი იქნა ნაღდი ანგარიშსწორებით თურქული კომპანია --------- - სთვის ავანსად, თხევადი გაზის მოწოდების მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების ჯგუფისათვის წარმოდგენილი იქნა სალაროს გასავლის ორდერი, ხელშეკრულება თურქულ მხარესთან და შედარების აქტი დათარიღებული 2015 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, სადაც მხარეები ადასტურებენ ავანსად გადახდილი თანხიდან წარმოშობილ მოთხოვნასა და ვალდებულებას. შემმოწმებელთა კითხვაზე თუ როგორ მოხდა თანხის გადატანა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული თანხის საზღვარზე გადატანისას საბაჟო დეკლარირება არ მომხდარა. საგადასახადო შემოწმებით, ვინაიდან ზემოაღნიშნული ავანსის გადახდიდან, დღემდე არ მომხდარა საქონლის მიწოდება და არ დგინდება აგრეთვე თანხის მოთხოვნის (უკან დაბრუნების) ფაქტი, სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად აღნიშნული ავანსი განხილულ იქნა უპროცენტოდ გაცემულ სესხად და საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით დაერიცხა საპროცენტო სარგებელი, რამაც გამოიწვია 2014 წლის საანგარიშო პერიოდზე ერთობლივი შემოსავლის გაზრდა.

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ გადასახადის გადამხდელი, როგორც შემოწმების მიმდინარეობისას, ისე დავის პერიოდში ვერ წარმოადგენს არგუმენტს ავანსად გადახდილი თანხით თხევადი გაზის შეძენის ან სხვა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც ამ თანხის მოთხოვნას ან/და უკან დაბრუნების ფაქტს დაადასტურებდა, მართებულია ავანსის სახით გადახდილი თანხის უპროცენტოდ გაცემულ სესხად ჩათვლა და შესაბამისი გადასახადით დაბეგვრა.

 

მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით:

აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის N081-331 საგადასახადო მოთხოვნით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა - 68 254 ლარი და საურავი - 87 465 ლარი.

მოსარჩელის განმარტებით: იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება სადავო საკითხების დაკმაყოფილება მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმა-საურავისაგან გათავისუფლებას.

საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო დეკლარაცია არის პირის ანგარიშგება ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გამოანგარიშების შესახებ.

4. თუ პირი არ წარადგენს საგადასახადო დეკლარაციას, ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის,ფულადი ჯარიმის,სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით,1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით – იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. 2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად,1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

3. საურავის დარიცხვა ხორციელდება გადასახადის თანხაზე და იგი არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის:

ა) იმპორტის გადასახდელებზე – ვალდებულების წარმოქმნის მე-4 დღიდან;

ბ) ყველა სხვა შემთხვევაში – შესაბამისი ვალდებულების წარმოქმნის მომდევნო დღიდან.

აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2015 წლის N081-331 საგადასახადო მოთხოვნით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა - 68 254 ლარი და საურავი - 87 465 ლარი.

ამდენად, საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით გამოვლინდა არადეკლარირებული საგადასახადო შემოსავლები და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადით შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებები, რის გამოც შესაბამისი გადასახადების დეკლარაციებში გადასახადის თანხების შემცირებისათვის ჯარიმის თანხების და საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაში გადასახადის თანხის გადაუხდელობისათვის საურავის თანხების დარიცხვა განხორციელებულია კანონის სრული დაცვით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით გამოვლენილი არადეკლარირებული საგადასახადო შემოსავლების და დადგენილი წესით და ვადით შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობა არ არის განპირობებული გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. რის გამოც საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებისა და დარიცხული სანქციების გაუქმების საფუძველი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივიგარემოებები:

3.1. დადგენილია, რომ შპს „----- - -----ში“ (ს/ნ ----------) ჩატარებული იქნა საგადასახადო შემოწმება, რაზედაც შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი 16/12/2015, რომლის საფუძველზეც შემდგომში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული იქნა ბრძანება N48941_18/12/2015 და საგადასახადო მოთხოვნა N081-331 18/12/2015, რომლის თანახმად შპს „----- - -----ს“ (ს/ნ ----------) დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა სულ (135745+68254+87465.64) 291464.64 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი სულ 135745.00 ლარი (მათ შორის: მოგების გადასახადში 61962 ლარი, დღგ-ის გადასახადში 65058 ლარი, ქონების გადასახადში 194 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 8531 ლარი), ჯარიმა 68254 ლარი, საურავი 87465.64 ლარი.

მტკიცებულება: საგადასახდო შემოწმების აქტი; შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 13 თებერვლის N3945 ბრძანება; აუდიტის დეპარტამენტის N33761 ბრძანება და 2015 წლის 08 სექტემბერს საგადასახადო მოთხოვნა N081-205; (ტ.1. ს/ფ.ტ. 22-43);

3.2. დადგენილია, რომ აღნიშნული აქტები გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით No3393 12/02/2016 შპს „----- - -----ის“ (ს/ნ ----------) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის საფუძველზე მოხდა სადავო თანხების კორექტირება (შემცირება), რაზედაც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული იქნა დასკვნა 14/04/2016, ბრძანება N11827 27/04/2016 და საგადასახადო მოთხოვნა N081--77 27/04/2016. კორექტირების შედეგად სადავო დარიცხვები შემცირდა ძირითად გადასახადში 82602 ლარით, ჯარიმა შემცირდა 38228 ლარით, საურავი შემცირდა 51524.25 ლარით. აღნიშნულის შედეგად საწარმოს დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული აქვს სულ 119110.39 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 53143 ლარი, ჯარიმა 30026 ლარი, საურავი 35941.39 ლარი.

მტკიცებულება: აუდიტის დეპარტამენტის 19/07/2016 N20629 ბრძანება. (ტ.1. ს/ფ.22-43);

3.4. დადგენილია, რომ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით (N12190/2/16 საჩივარზე), არ დაკმაყოფილდა შპს „----- - -----ის“ (ს/ნ ----------) საჩივარი.

 

გადაწყვეტილების თანახმად - დავის საგანი:

1. აღურიცხავი თხევადი გაზის და საცალო სარეალიზაციო ფასით მიწოდებად განხილვა;

2. ავანსის უპროცენტო სესხად განხილვა, საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის თანხის ერთობლივ შემოსავალში ჩართვა;

3. ჯარიმა-საურავის შემცირება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2015 წლის N081-331 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.02.2016 წლის N3383 ბრძანება;

აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს თხევადი გაზის შეძენა (იმპორტი, ადგილობრივი) და რეალიზაცია.

ადმინისტრირების დეპარტამენტის 2015 წლის 27 ივლისის N106130-21 წერილის და ბარათის წლის N123468 მოხსენებითი აუდიტის დეპარტამენტის 27.08.2015 წლის N123468 საფუძველზე, ჩატარდა საწარმოს გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების საფუძველზე შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, საწარმო შემოწმდა 2010 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდში. აღნიშნული აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2015 წლის 18 დეკემბრის N 48941 ბრძანება და N081-331 „საგადასახადო მოთხოვნა".

გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული აქტები 18.01.2016 წელს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა 12.02.2016 წლის N3393 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებით სადავო საკითხზე წარდგენილი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო საბჭოში არსებულ სადავო საკითხებზე საჩივარი არ დააკმაყოფილა.

 

სადავო საკითხები:

1. აღურიცხავი თხევადი გაზის გამოვლენა და საცალო სარეალიზაციო ფასით მიწოდებად განხილვა;

 

ფაქტების აღწერა:

აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, საგადასახადო შემოწმების პროცესში საწყისი, შეძენილი და რეალიზებული თხევადი გაზის ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა, კერძოდ კომპანიას რაოდენობრივად აღრიცხული არ ჰქონდა 52 730 კგ თხევადი გაზის მიღება (შეძენა) და შესაბამისად აღნიშნული ოდენობის რეალიზაცია საგადასახადო შემოწმებით ზემოაღნიშნული დანაკარგები (ზედმეტად გამოვლენილი შეძენა) სსკ-ის მე-8 მუხლის 11-ე ნაწილის შესაბამისად ჩაითვალა დანაკლისად და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ჩაითვალა რეალიზებულად, საცალო სარეალიზაციო ფასით. (საცალო სარეალიზაციო ფასი განსაზღვრულია დირექტორის ბრძანებით და შეადგენს 2011 წელს 2.5 ლარს და 2012 წლიდან 2.4 ლარს), რაც იწვევს ძირითადი გადასახადისა და ჯარიმის დარიცხვას.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია:

ამ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიუთითა სსკ-ის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმად დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა ისეთი სასაქონო- რომელთა დასაწყობება ფიზიკურად მატერიალური ფასეულობების მიმართ, შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად საგადასახდო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთან: ბ) ამ კოდექსით განსაზღვრული დანაკლისის გამოვლენა,გარდა ამ ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, განიხილება მისი და საბაზრო ფასით განხორციელებულ აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად და გადასახადებით დაიბეგრება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

საბჭოზე შემმოწმებელმა განაცხადა, რომ შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილი იქნა 52730 კგ. თხევადი გაზი, რომელიც შემმოწმებლის მიერ რეალიზებულ იქნა საცალო სარეალიზაციო ფასად, ამასთან, გამოსაქვით გათვალისწინებულ იქნა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გათვალისწინებით. საქმეში არსებული მასალებით და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურის დავების საბჭომ მიიჩნია, რომ შემმოწმებლის მიერ გამოვლენილი 52730 კგ. თხევადი გაზის რეალიზებულად განხილვა საცალო სარეალიზაციო ფასად მართებულია, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

გადაწყვეტილებაში ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 და ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილებზე;

აუდიტის დეპარტამენტის 11.03.2016 წლის N--21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, საგადასახადო შემოწმების დროს კომპანიამ წარმოადგინა სმფ-ების შიდა ინვენტარიზაციის აქტები, რომლის მიხედვითაც კომპანია დანაკლისად აღიარებს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს გარკვეული რაოდენობის თხევად გაზს, კომპანიაში 2010 წლის 16 სექტემბერს ჩატარებულია სმფ-ის ინვენტარიზაცია, ბუღალტრის მიერ მოწოდებული მონაცემებისა და ინვენტარიზაციის მასალების შედეგად დადგინდა (საწყისი, შეძენილი და რეალიზებული თხევადი გაზის რაოდენობა), რომ კომპანიას რაოდენობრივად აღრიცხული არ ქონდა 52 730 კგ თხევადი გაზის მიღება (შეძენა) და შესაბამისად აღნიშნული ოდენობის რეალიზაცია. კომპანიის ბუღალტერს ექსელის ფაილებში ასახული ჰქონდა რეალიზებული გაზის რაოდენობა, გაზის იმ მოცულობაზე რომლის რეალიიზაციაც ხდებოდა დოკუმენტურად, სარეალიზაციო ფასად განსაზღვრული იქნა დოკუმენტური ფასი, ხოლო თხევადი გაზის იმ ნაწილზე რომლის რეალიზაციაც ხდებოდა დოკუმენტის გარეშე (ფიზიკურ პირებზე) სარეალიზაციო ფასები განსაზღვრული იყო დირექტორის ბრძანებით. ზემოაღნიშნული გაანგარიშებები შესაძლებელობას იძლეოდა განსაზღვრული ყოფილიყო შესამოწმბელ პერიოდში რეალიზებული გაზის რაოდენობა და სარეალიზაციო თანხა ,რომლის შესაბამისი მონაცემები იყო სგადასახადო დეკლარაციებში.საგადასახადო შემოწმებით თხევადი გაზის ის ნაწილი, რომლის შეძენაც ასახული არ იყო ბუღალტრის მიერ გაკეთებულ გაანგარიშებებში, საანგარიშო პერიოდის ბოლოს ჩაითვალა რეალიზებულად, საცალო სარეალიზაციო ფასის გათვალისწინებით. შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს შიდა ბრძანებებით განსაზღვრული ქონდა მხოლოდ თხევადი გაზის საცალო სარეალიზაციო ფასები.

მომჩივნის განცხადებით, სარეალიზაციო ფასები წარმოადგენს დავის საგანს, მაღალი ფასებით საქონლის რეალიზაციის განხილვა შესაბამისად ნაკლები რაოდენობით საქონლის ჩამოწერებს იწვევს და ეს განაპირობებს 52 730 კგ თხევადი გაზის რეალიზაციაში აუსახველობას. ის, რომ შეძენებში არ იყო ასახული 52 730 კგ თხევადი გაზის შეძენა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი არ იყო ჩართული ეკონომიკურ საქმიანობაში და დამატებით უნდა დაიგებროს შესაბამისი გადასახადებით. არაიდენტიფიცირებული რეალიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ საქონელი საცალოდ, მაღალი ფასნამატით არის რეალიზებული. მიაჩნია, რომ 2012 წლის პირველ 7 თვეში რეალიზებული თხევადი გაზის პროპორციიდან გამომდინარე, 52 730 კგ თხევადი გაზის 43.74% უნდა ჩაითვალოს საითუმო რეალიზაციად, რა დროსაც თხევადი გაზის საშუალო სარეალიზაციო ფასი დღგ-ის გარეშე არის 1.70 ლარი, ხოლო 52 730 კგ თხევადი გაზის 56.26% უნდა ჩაითვალოს საცალო რეალიზაციად, რა დროსაც თხევადი გაზის საშუალო სარეალიზაციო ფასი დღგ-ის გარეშე არის 2.27 ლარი და აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მოხდეს შესაბამისი კორექტირება.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ თხევადი გაზის ბითუმად რეალიზაცია ხდებოდა დოკუმენტურად, ხოლო საცალო რეალიზაცია ხდებოდა დოკუმენტების გარეშე.

 

ავანსის უპროცენტო სესხად განხილვის და საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის თანხის ერთობლივ შემოსავალში

ჩართვასთან დაკავშირებით, დავების საბჭომ განმარტა

ფაქტების აღწერა:

აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: კომპანიას 2014 წლის სექტემბერში, სალაროდან გაცემული აქვს თანხა 278 752 ლარი (160 000 ამერიკული დოლარის ექვივალენტი), დირექტორის განმარტებით აღნიშნული თანხა გადახდილი იქნა ნაღდი ანგარიშწორებით თურქული კომპანია -------სთვის ავანსად, თხევადი გაზის მოწოდების მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების ჯგუფისათვის წარმოდგენილი იქნა სალაროს გასავლის ორდერი, ხელშეკრულება თურქულ მხარესთან და შედარების აქტი დათარიღებული 2015 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, სადაც მხარეები ადასტურებენ ავანსად გადახდილი თანხიდან წარმოშობილ მოთხოვნასა და ვალდებულებას.

საგადასახადო შემოწმებით, ვინაიდან ზემოაღნიშნული ავანსის გადახდიდან, დღემდე არ მომხდარა საქონლის მიწოდება და არ დგინდება აგრეთვე თანხის მოთხოვნის (უკან დაბრუნების) ფაქტი, აღნიშნული ავანსი განხილულ იქნა უპროცენტოდ გაცემულ სესხად და საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით დაერიცხა საპროცენტო სარგებელი, რამაც გამოიწვია 2014 წლის საანგარიშო პერიოდზე ერთობლივი გაზრდა 9660 ლარის ოდენობით.

ამ საკითხთან დაკავშირებით დავების განხილვის საბჭომ მიუთითასაგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე; ამავე კოდექსის მე-100-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე.

სხდომაზე საკითხის განხილვის შედეგად საბჭომ აღნიშნა, რომ საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად დგინდებოდა სალაროდან თანხების გაცემა (დირექტორის განმარტებით, ავანსად გაცემულია თანხა თხევადი გაზის მიწოდების მიზნით), რომლის ავანსის გადახდიდან დღემდე არ მომხდარა საქონლის მიწოდება, არ დგინდება როგორც თანხის მოთხოვნის ფაქტი, ასევე უკან დაბრუნების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, ვინაიდან არ დასტურდება საწარმოს მიზნებისთვის ავანსად გაცემული თანხების გამოყენების ფაქტი, შესაბამისად გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

მომჩივანს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საქმეზე არსებული მასალების არასწორი შეფასება მოხდა. საგადასახადო ორგანოს წარუდგინა დოკუმენტები (მათ შორის შედარების აქტი (09.09.2015 წელი), რომლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია 2016 წლის 1 იანვრამდე მიაწოდოს საქონელი საწარმოს, შესაბამისად იმის მითითება, რომ - ავანსის გადახდიდან დღემდე არ დგინდება თანხის მოთხოვნის ფაქტი, არასწორია. საწარმოში დებიტორების და/ან ავანსად გადახდილი თანხების დაბეგვრა (მითუმეტეს თუ შესრულების ვადა არ არის დადგენილი) რეგულაციების თანახმად არ ხდება, მიაჩნია, რომ სადავო თანხები უნდა გაუქმდეს.

ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ სრულად გაიზიარა შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია და მიუთითა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე; ამავე კოდექსის მე- 100-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 11.03.2016 წლის N --21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები, რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა ფულადი სახსრების მოძრაობისა და ნაშთად რიცხული თანხების ანალიზი. (კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში დივიდენდი გაცემული არ აქვს) აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმების ჯგუფის მიერ მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ (სალარო), მოთხოვნილი ინფორმაციის შედეგად დგინდება რომ კომპანიას 2014 წლის სექტემბერში, სალაროდან გაცემული აქვს თანხა 278752 ლარი (160 000 ამერიკული დოლარის ექვივალენტი), დირექტორის განმარტებით აღნიშნული თანხა გადახდილი იქნა ნაღდი ანგარიშსწორებით თურქული კომპანია ------ - სთვის ავანსად, თხევადი გაზის მოწოდების მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების ჯგუფისათვის წარმოდგენილი იქნა სალაროს გასავლის ორდერი, ხელშეკრულება თურქულ მხარესთან და შედარების აქტი დათარიღებული 2015 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, სადაც მხარეები ადასტურებენ ავანსად გადახდილი თანხიდან წარმოშობილ მოთხოვნასა და ვალდებულებას. შემმოწმებელთა კითხვაზე თუ როგორ მოხდა თანხის გადატანა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული თანხის საზღვარზე გადატანისას საბაჟო დეკლარირება არ მომხდარა. საგადასახადო შემოწმებით, ვინაიდან ზემოაღნიშნული ავანსის გადახდიდან, დღემდე არ მომხდარა საქონლის მიწოდება და არ დგინდება აგრეთვე თანხის მოთხოვნის (უკან დაბრუნების) ფაქტი, სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად აღნიშნული ავანსი განხილულ იქნა უპროცენტოდ გაცემულ სესხად და საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით დაერიცხა საპროცენტო სარგებელი, რამაც გამოიწვია 2014 წლის საანგარიშო პერიოდზე ერთობლივი შემოსავლის გაზრდა.

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ გადასახადის გადამხდელი, როგორც შემოწმების მიმდინარეობისას, ისე დავის პერიოდში ვერ წარმოადგენს არგუმენტს ავანსად გადახდილი თანხით თხევადი გაზის შეძენის ან სხვა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც ამ თანხის მოთხოვნას ან/და უკან დაბრუნების ფაქტს დაადასტურებდა, მართებულია ავანსის სახით გადახდილი თანხის უპროცენტოდ გაცემულ სესხად ჩათვლა და შესაბამისი გადასახადით დაბეგვრა.

 

მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით ასევე ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ სრულად გაიზიარა შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია;

კერძოდ - აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის N081-331 საგადასახადო მოთხოვნით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა - 68 254 ლარი და საურავი - 87 465 ლარი.

მოსარჩელის განმარტებით: იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება სადავო საკითხების დაკმაყოფილება მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმა-საურავისაგან გათავისუფლებას.

საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო დეკლარაცია არის პირის ანგარიშგება ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გამოანგარიშების შესახებ.

4. თუ პირი არ წარადგენს საგადასახადო დეკლარაციას, ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით,1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით – იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში ამ მუხლის პირველი ნაწილით გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად,1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო თანხის ვადაში გადასახადის გადასახდელი კანონმდებლობით დადგენილ გადაუხდელობისათვის.

3. საურავის დარიცხვა ხორციელდება გადასახადის თანხაზე და იგი არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის:

ა) იმპორტის გადასახდელებზე – ვალდებულების წარმოქმნის მე-4 დღიდან;

ბ) ყველა სხვა შემთხვევაში – შესაბამისი ვალდებულების წარმოქმნის მომდევნო დღიდან.

აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2015 წლის N081-331 საგადასახადო მოთხოვნით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა - 68 254 ლარი და საურავი - 87 465 ლარი.

ამდენად, საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით გამოვლინდა საგადასახადო შემოწმების არადეკლარირებული საგადასახადო შემოსავლები და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადით შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებები, რის გამოც შესაბამისი გადასახადების დეკლარაციებში გადასახადის თანხების შემცირებისათვის ჯარიმის თანხების და საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაში გადასახადის თანხის გადაუხდელობისათვის საურავის თანხების დარიცხვა განხორციელებულია კანონის სრული დაცვით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით გამოვლენილი არადეკლარირებული საგადასახადო შემოსავლების და დადგენილი წესით და ვადით შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებების გადამხდელის გადასახადის წარმოშობა არ არის განპირობებული შეცდომით/არცოდნით რის გამოც საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებისა და დარიცხული სანქციების გაუქმების საფუძველი.

მტკიცებულება: 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება (ტ.1. ს/ფ. 84-93);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელისასამართლოდასკვნა:

4.1. საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

ამ კოდექსის 22.1. მუხლით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ამ კოდექსის 24.1. მუხლით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1.1. მუხლის შესაბამისად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს.

ამ კოდექსის 2.1. „დ" მუხლით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

6.3. სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ გამხდარი 2017 წლის 17 მარტის N12190/2/16 საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება; სსიპ შემოსავლების სამსახურის 12/02/2016 წლის N3393 ბრძანება; საგადასახადო შემოწმების 16/12/2015 წლის აქტი; 18/12/2015 წლის ბრძანება N48941 და 18/12/2015 წლის საგადასახადო მოთხოვნა N081-331 - წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. „დ" მუხლით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს,რომელთა შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან უნდა შემოწმდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსახილველი დავის ფარგლებში.

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს აღურიცხავი თხევადი გაზის და საცალო სარეალიზაციო ფასით მიწოდებად განხილვა; ავანსის უპროცენტო სესხად განხილვა, საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის თანხის ერთობლივ შემოსავალში ჩართვა; ჯარიმა- საურავის შემცირება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

6.5. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია: რომ შპს „----- - -----ში“ (ს/ნ ----------) ჩატარებული იქნა საგადასახადო შემოწმება, რაზედაც შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი 16/12/2015, რომლის საფუძველზეც შემდგომში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული იქნა ბრძანება N48941 18/12/2015 და საგადასახადო მოთხოვნა N081-331 18/12/2015, რომლის თანახმად შპს „----- - -----ს“ (ს/ნ ----------) დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა სულ (135745+68254+87465.64) 291464.64 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი სულ 135745.00 ლარი (მათ შორის: მოგების გადასახადში 61962 ლარი, დღგ-ის გადასახადში 65058 ლარი, ქონების გადასახადში 194 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 8531 ლარი), ჯარიმა 68254 ლარი, საურავი 87465.64 ლარი. (ტ.1. ს/ფ. 22-43);

მითითებული აქტები გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის ბრძანებით N3393 12/02/2016 შპს „-------ი”-ს ს/კ -------- საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის საფუძველზე მოხდა სადავო თანხების კორექტირება (შემცირება), რაზედაც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული იქნა დასკვნა 14/04/2016, ბრძანება N11827 27/04/2016 და საგადასახადო მოთხოვნა N081--77 27/04/2016. კორექტირების შედეგად სადავო დარიცხვები შემცირდა ძირითად გადასახადში 82602 ლარით, ჯარიმა შემცირდა 38228 ლარით, საურავი შემცირდა 51524.25 ლარით. აღნიშნულის შედეგად საწარმოს დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული აქვს სულ 119110.39 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 53143 ლარი, ჯარიმა 30026 ლარი, საურავი 35941.39 ლარი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საგადასახადო შემოწმების დროს კომპანია სმფ- ების შიდა ინვენტარიზაციის აქტების თანახმად, დანაკლისად აღიარებს ყოველი · საანგარიშო პერიოდის ბოლოს გარკვეული რაოდენობის თხევად გაზს, კომპანიაში 2010 წლის 16 სექტემბერს ჩატარებულია სმფ-ის ინვენტარიზაცია, ბუღალტრის მიერ მოწოდებული მონაცემებისა და ინვენტარიზაციის მასალების ანალიზის შედეგად დადგინდა (საწყისი, შეძენილი და რეალიზებული თხევადი გაზის რაოდენობა), რომ კომპანიას რაოდენობრივად აღრიცხული არ ქონდა 52730 კგ თხევადი გაზის მიღება (შეძენა) და შესაბამისად აღნიშნული ოდენობის რეალიზაცია. დადგენილია, რომ კომპანიის ბუღალტერს ექსელის ფაილებში ასახული ჰქონდა რეალიზებული გაზის რაოდენობა, გაზის იმ მოცულობაზე რომლის რეალიზაციაც ხდებოდა დოკუმენტურად, სარეალიზაციო ფასად განსაზღვრული იქნა დოკუმენტური ფასი, ხოლო თხევადი გაზის იმ ნაწილზე რომლის რეალიზაციაც ხდებოდა დოკუმენტის გარეშე (ფიზიკურ პირებზე) სარეალიზაციო ფასები განსაზღვრული იყო დირექტორის ბრძანებით. ზემოაღნიშნული გაანგარიშებები შესაძლებლობას იძლეოდა განსაზღვრული ყოფილიყო შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული გაზის რაოდენობა და სარეალიზაციო თანხა, რომლის შესაბამისი მონაცემები ასახული იყო საგადასახადო დეკლარაციებში.

სასამართლო იზიარებს მაკონტროლებელი ორგანოს გადაწყვეტილებას თხევადი გაზის ის ნაწილის, რომლის შეძენაც ასახული არ იყო ბუღალტრის მიერ გაკეთებულ გაანგარიშებებში, საანგარიშო პერიოდის ბოლოს საცალო სარეალიზაციო ფასის გათვალისწინებით რეალიზებულად ჩათვლის შესახებ (დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შიდა ბრძანებით განსაზღვრული ჰქონდა მხოლოდ თხევადი გაზის საცალო სარეალიზაციო ფასები, ამასთან შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ თხევადი გაზის ბითუმად რეალიზაცია ხდებოდა დოკუმენტურად, ხოლო საცალო რეალიზაცია ხდებოდა დოკუმენტების გარეშე), რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად „დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთან: ბ) ამ კოდექსით განსაზღვრული დანაკლისის გამოვლენა, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, განიხილება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად და გადასახადებით დაიბეგრება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს რაოდენობრივად აღრიცხული არ ჰქონდა 52730 კგ თხევადი გაზის მიღება (შეძენა),უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა თხევადი გაზის პროპორციის გათვალისწინებით რეალიზებულად განხილვის თაობაზე და შესაბამისად _ მართებულია უსაბუთოდ რეალიზებულად ჩათვლილი თხევადი გაზის საცალო სარეალიზაციო ფასით მიწოდებად განხილვა.

6...სასამართლოს ასევე საფუძვლიანად მიაჩნია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ავანსის უპროცენტო სესხად განხილვის და საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის თანხის ერთობლივ შემოსავალში ჩართვის (მეორე სადავო საკითხი) თაობაზე.

საქმის მასალებით დადგენილია და არც მოსარჩელე უარყოფს, რომ კომპანიას 2014 წლის სექტემბერში, სალაროდან გაცემული აქვს თანხა 278 752 ლარი (160 000 ამერიკული დოლარის ექვივალენტი), დირექტორის განმარტებით, აღნიშნული თანხა გადახდილი იქნა ნაღდი ანგარიშსწორებით თურქული კომპანია -------სთვის ავანსად, თხევადი გაზის მოწოდების მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების ჯგუფისათვის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა სალაროს გასავლის ორდერი, ხელშეკრულება თურქულ მხარესთან და შედარების აქტი დათარიღებული 2015 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, სადაც მხარეები ადასტურებენ ავანსად გადახდილი თანხიდან წარმოშობილ მოთხოვნასა და ვალდებულებას. საგადასახადო შემოწმებით, ვინაიდან ზემოაღნიშნული ავანსის გადახდიდან, დღემდე არ მომხდარა საქონლის მიწოდება და არ დგინდება აგრეთვე თანხის მოთხოვნის (უკან დაბრუნების) ფაქტი, აღნიშნული ავანსი განხილულ იქნა უპროცენტოდ გაცემულ სესხად და საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით დაერიცხა საპროცენტო სარგებელი, რამაც გამოიწვია 2014 წლის საანგარიშო პერიოდზე ერთობლივი შემოსავლის გაზრდა 9660 ლარის ოდენობით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად,1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება მის მიერ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება _ ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული ყველა შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მე-2 ნაწილის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს მიეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები. 2. საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის „ა, ა.ა), ა.ბ) და ა.ბ.ა)“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.ა) არა უგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის ან/და მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის თანხის გადახდის ვალდებულების მომენტისა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 11.03.2016 წლის N--21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები, რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა ფულადი სახსრების მოძრაობისა და ნაშთად რიცხული თანხების ანალიზი. (კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში დივიდენდი გაცემული არ აქვს) აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმების ჯგუფის მიერ მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ (სალარო), მოთხოვნილი ინფორმაციის შედეგად დგინდება რომ კომპანიას 2014 წლის სექტემბერში, სალაროდან გაცემული აქვს თანხა 278, 752 ლარი (160 000 ამერიკული დოლარის ექვივალენტი), მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული თანხა გადახდილი იქნა ნაღდი ანგარიშსწორებით თურქული კომპანია ----- - სთვის ავანსად, თხევადი გაზის მოწოდების მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების ჯგუფისათვის წარმოდგენილი იქნა სალაროს გასავლის ორდერი, ხელშეკრულება თურქულ მხარესთან და შედარების აქტი დათარიღებული 2015 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, სადაც მხარეები ადასტურებენ ავანსად გადახდილი თანხიდან წარმოშობილ მოთხოვნასა და ვალდებულებას. შემმოწმებელთა კითხვაზე თუ როგორ მოხდა თანხის გადატანა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული თანხის საზღვარზე გადატანისას საბაჟო დეკლარირება არ მომხდარა. საგადასახადო შემოწმებით, ვინაიდან ზემოაღნიშნული ავანსის გადახდიდან, დღემდე არ მომხდარა საქონლის მიწოდება და არ დგინდება აგრეთვე თანხის მოთხოვნის (უკან დაბრუნების) ფაქტი, სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად აღნიშნული ავანსი განხილულ იქნა უპროცენტოდ – გაცემულ სესხად და საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით დაერიცხა საპროცენტო სარგებელი, რამაც გამოიწვია 2014 წლის საანგარიშო პერიოდზე ერთობლივი შემოსავლის გაზრდა.

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ გადასახადის გადამხდელი, როგორც შემოწმების მიმდინარეობისას, ისე დავის პერიოდში ვერ წარმოადგენს არგუმენტს ავანსად გადახდილი თანხით თხევადი გაზის შეძენის ან სხვა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც ამ თანხის მოთხოვნას ან/და უკან დაბრუნების ფაქტს დაადასტურებდა, ასეთი მტკიცებულება არც სასამართლო განხილვისას არის წარმოდგენილი), სასამართლოს მიაჩნია, რომ მართებულია ავანსის სახით გადახდილი თანხის უპროცენტოდ გაცემულ სესხად ჩათვლა და შესაბამისი გადასახადით დაბეგვრა.

6.7.სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმის შესახებ, რომ საგადასახდო ორგანოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, შპს „----- - -----ი“ (ს/ნ ----------), როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, სრულად უნდა გაეთავისუფლებინა საგადასახდო სანქციისაგან, რადგან მითითებული ნორმის საფუძველზე კეთილსინდისიერი გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლება საგადასახადო ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, ასევე, იმის განსაზღვრა, თუ სანქციის რომელი სახისგან გათავისუფლება შეიძლება ჩათვლილიყო მიზანშეწონილად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებულია გაათავისუფლოს გადამხდელი არა მხოლოდ ჯარიმისგან, არამედ დარიცხული საურავისაგანაც, სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

გადამხდელის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, საქართველოს საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-222-219(კ-14), „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-9 მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო ორგანოს/სასამართლოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერიგადასახადის გადამხდელი დარიცხული სანქციისაგან, რაც გულისხმობს, რომ საგადასახადო ორგანო არ არის ვალდებული, ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების პრინციპი პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად განიხილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსი გადასახადის გადამხდელის ქმედების შესაფასებლად არ განსაზღვრავს „კეთილსინდისიერების“ ან „არაკეთილსინდისიერების“ ცნებას. თუმცა კეთილსინდისიერების საკითხს საგადასახადო დავის გადაწყვეტისა და კონკრეტული საგადასახადო-სამართლებრივი ნორმების შეფარდების პროცესში განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. გადასახადისგადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირს სწამს, რომ მისი ქმედება კანონიერია, არ არის მართლსაწინააღმდეგო ამასთან, პირი მოქმედებს ე.წ საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. საპატიებელი შეცდომის დროს პირი ფიქრობს, რომ არ არსებობს ისეთი ნორმა, რომელიც მის ქმედებას კრძალავს. მაშასადამე, მას არ გააჩნია სამართალდარღვევის ჩადენის შეგნება. მოცემულ შემთხვევაში კანონის მიზანს წარმოადგენს, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს არა სტანდარტულად შეცდომის დამშვები პირი, არამედ პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

გადასახადის გადამხდელი შეიძლება კეთილსინდისიერად ცდებოდეს კანონის არსთან მიმართებაში, თუ აშკარად ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო კანონის ნორმა აზრთა სხვადასხვაობის, განსხვავებული ინტერპრეტაციისა და არაერთგვაროვანი განმარტების საშუალებას იძლევა“.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შპს „----- - -----ს“ (ს/ნ ----------) საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით გამოვლინდა არადეკლარირებული საგადასახადო შემოსავლები და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადით შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებები, რის გამოც შესაბამისი გადასახადების დეკლარაციებში გადასახადის თანხების შემცირებისათვის ჯარიმის თანხების და საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაში გადასახადის თანხის გადაუხდელობისათვის საურავის თანხების დარიცხვა განხორციელებულია კანონის სრული დაცვით, რადგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით გამოვლენილი არადეკლარირებული საგადასახადო შემოსავლების და დადგენილი წესით და ვადით შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობა არ არის განპირობებული გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით, რადგან დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი ცალკეულ შემთხვევაში არ აწარმოებდა ბუღალტერიას, რის გამოც საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებისა და დარიცხული სანქციების გაუქმების საფუძველი, რადგან სადავო არ არის შემოწმების დროის მონაკვეთში მეწარმე სუბიექტის ბიზნეს აქტივობა, რაც აუცილებლად გულისხმობს ბუღალტერიის წარმოებას.

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ბუღალტრული აღრიცხვა არის ეკონომიკური ხასიათის ინფორმაციის მიღების, დამუშავების და გამოყენების პროცესი დასაბუთებული შეფასებებისა და გადაწყვეტილებების მიღების მიზნით. ბუღალტრული აღრიცხვა ერთადერთი მოდელია, რომელიც იძლევა ინფორმაციას საწარმოთა მთელი საფინანსო ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

საქართველოს საგადასახდო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის - საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

6.8.საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

ამ კოდექსის 2.2. მუხლით, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43.4. მუხლის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

ამ კოდექსის 331 -ე მუხლით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, არის კანონშესაბამისი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება; შემოსავლების სამსახურის 12/02/2016 წლის N3393 ბრძანება; შპს „----- - -----ზე“ (ს/ნ ----------) დამატებით დარიცხული სადავო თანხებიდან კორექტირების (შემცირების) შედეგად დარჩენილი სადავო თანხების, სულ 119110.39 ლარის (მათ შორის: ძირითადი გადასახადში 53143 ლარის, ჯარიმის სახით 30026 ლარის, საურავის სახით 35941.39 ლარის) დარიცხვის ნაწილში საგადასახადო შემოწმების 16/12/2015 წლის აქტი; 18/12/2015 წლის ბრძანება N48941. 18/12/2015 წლის საგადასახადო მოთხოვნა N081-331;ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია საგადასახადო კოდექსის 269.7 მუხლის საფუძველზე, შპს „----- - -----ის“ (ს/ნ ----------) მოთხოვნა, გასაჩივრებული აქტებით დაკისრებული სანქციისაგან, სულ 65,967.39 ლარის (მათ შორის ჯარიმის 30,026 ლარის, საურავის 35,941.39 ლარის) გადახდისაგან - სანქციის სახით საწარმოზე დამატებით დარიცხული თანხებისგან გათავისუფლების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.2. მუხლით, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.

ამ კოდექსის 55.2. მუხლით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე სარჩელზე, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 3600.00 ლარის (იხ.ტ.1.ს.ფ.108) ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუცი ონაწილი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 22-ე; 24-ე; 32-ე; 33-ე; 26.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ს; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „----- - -----ის“ (ს/ნ ----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს _ სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩაN11).

4. გადაწყვეტილების ასლები გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე

მალხაზ ჩუბინიძე

 

სადავო საკითხი

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული იქნა მომჩივანის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება, რაზედაც შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი 16/12/2015, რომლის საფუძველზეც შემდგომში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული იქნა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად მომჩივანს დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა სულ 291464.64 ლარი

დასახელებული აქტები დადგენილ ვადაში და წესით გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით N3393 12/02/2016 საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის საფუძველზე მოგვიანებით მოხდა სადავო თანხების კორექტირება (შემცირება), კორექტირების შედეგად სადავო დარიცხვები შემცირდა.აღნიშნულის შედეგად საწარმოს დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული აქვს სულ 119110.39 ლარი.

საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანება N3393 12/02/2016 დადგენილ ვადაში და წესით გასაჩივრებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით 17/03/2017 მომჩივანის საჩივარი N12190/2/16 არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების N12190/2/16 არ დაკმაყოფილების ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანების N3393 12/02/2016 დამატებით დარიცხული სადავო თანხებიდან კორექტირების (შემცირების) შედეგად დარჩენილი სადავო თანხების , დარიცხვის ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტის 16/12/2015, ბრძანების N48941 18/12/2015, საგადასახადო მოთხოვნის N081-331 18/12/2015 ბათილად ცნობის (გაუქმების) და შესაბამისად ხსენებული აქტებით საწარმოზე დამატებით დარიცხული დარჩენილი სადავო თანხების გაუქმების მოთხოვნით გადასახადის გადამხდელმა მიმართა სასამართლოს.

 

გადაწყვეტილება

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება; შემოსავლების სამსახურის 12/02/2016 წლის N 3393 ბრძანება; მომჩივანზე დამატებით დარიცხული სადავო თანხებიდან კორექტირების (შემცირების) შედეგად დარჩენილი სადავო თანხების, სულ 119110.39 ლარის დარიცხვის ნაწილში საგადასახადო შემოწმების 16/12/2015 წლის აქტი; 18/12/2015 წლის ბრძანება N48941. 18/12/2015 წლის საგადასახადო მოთხოვნა N081-331;

ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია საგადასახადო კოდექსის 269.7 მუხლის საფუძველზე, მომჩივანის მოთხოვნა, გასაჩივრებული აქტებით დაკისრებული სანქციისაგან, სულ 65,967.39 ლარის გადახდისაგან - სანქციის სახით საწარმოზე დამატებით დარიცხული თანხებისგან გათავისუფლების თაობაზე.

 

დასაბუთება

გადაწყვეტილების დასაბუთებისას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 22-ე; 24-ე; 32-ე; 33-ე; 26.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ს; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებით: 73(9„ბ“); 269(7);