N 3943-XIIIმს-Xმპ - 15/12/2023 - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 15.12.2023
№ დოკუმენტი 3943-XIIIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 191-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 73 ნაწილი:

„73. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების აქტივებზე იმავე კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,15 დეკემბერი 2023 წ.

N3943-XIIIმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე