გადაწყვეტილება №19637/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.07.2023
№ დოკუმენტი 19637/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19637/2/2023

05 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 8.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 9.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19637/2/2023).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №9902 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2144.61 ლარი (საურავი).

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა 2023 წლის 8 აპრილს საჩივარი წარადგინა შემოსავლების სამსახურში, რომლითაც არ ეთანხმებოდა პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავის ოდენობას.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №9902 ბრძანებით, საჩივარი დარჩა განუხილველი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის (გასაჩივრებულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება) საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ საურავთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.

მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მუშაობს----------, ---------- საელჩოში. საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მის მიმართ გადახდილი ხელფასი არ კავდება გადახდის წყაროსთან და ახორციელებს კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის გადახდას. დღეის მდგომარეობით (საჩივრის წარმოდგენის მომენტისთვის) პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება დავალიანება ჯამური 2144.61 ლარი (საურავი).

იმის გათვალისწინებით რომ არ საუბრობს ქართულ ენაზე და არ იცნობს საგადასახადო კანონმდებლობას, არ ჰქონია ინფორმაცია გადასახადის გადახდის კონკრეტული ვადის შესახებ. შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრში განუმარტეს რომ არ იყო აუცილებელი ყოველთვიურად გადაეხადა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და შეეძლო დავალიანების დაფარვა წლის ბოლომდე ნებისმიერ დროს. ძირი გადასახადი გადახდილი აქვს სრულად, ამასთან პირადი აღრიცხვის ბარათზე ჩანს რომ, გადასახადის გადახდა ხორციელდებოდა კონკრეტული სავადო თარიღების მიხედვით სრულად ან ნაწილობრივ. არსებობს მრავალი პრეცენდენტი როდესაც შემოსავლების სამსახურმა მოახდინა კეთილსინდისიერების პრინციპით საურავის მოხსნა იმ გადასახადის გადამხდელების მიმართ, რომელთაც ვადაში საერთოდ არ ჰქონდათ გადახდილი. თუმცა მის მიმართ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტმა განუხილველად დატოვა 2023 წლის 8 აპრილის საჩივარი საურავის მოხსნის შესახებ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ორგანიზაციაში დაქირავებით მუშაობის შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ ნებისმიერ საზღაურზე (სარგებელზე) დაქირავებული პირის მიერ საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

სადავო საკითხზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი 15.05.2023 წლის №45670-21- 11 წერილიდან ირკვევა, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილია საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები 2017-2022 წლების საანგარიშო პერიოდზე და კუთვნილი გადასახადი დარიცხულია დეკლარაციის „გ“ დანართის შესაბამისად, რომელიც განკუთვნილია „ფიზიკური პირის მიერ საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციისაგან მიღებული ხელფასის შესახებ, რომელიც არ დაიბეგრა გადახდის წყაროსთან“, ხოლო დარიცხული გადასახადი გადახდილია დადგენილი ვადის დარღვევით. კერძოდ, „დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაციაში დაქირავებით მუშაობის შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ ნებისმიერ საზღაურზე (სარგებელზე) დაქირავებული პირის მიერ საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა“. გადაუხდელ ძირითად დავალიანებაზე დარიცხულია საურავი სსკ-ის 272-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში მომჩივანი აღნიშნავდა, რომ არ საუბრობს ქართულ ენაზე და არ იცნობს საგადასახადო კანონმდებლობას, არ ჰქონია ინფორმაცია გადასახადის გადახდის კონკრეტული ვადის შესახებ. შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრში განუმარტეს რომ არ იყო აუცილებელი ყოველთვიურად გადაეხადა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და შეეძლო დავალიანების დაფარვა წლის ბოლომდე ნებისმიერ დროს.

აღნიშნავდა, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარდგენის მომენტისთვის კუთვნილი გადასახადი (ძირი) გადახდილი ჰქონდა სრულად. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვდა დარიცხული საურავის ჩამოწერას.

აღნიშნავდა, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარდგენის მომენტისთვის კუთვნილი გადასახადი (ძირი) გადახდილი ჰქონდა სრულად. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვდა დარიცხული საურავის ჩამოწერას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომსახურების დეპარტამენტის და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები/მომჩივნის მოთხოვნა არ არის შეფასებული და მოითხოვს დამატებით შესწავლას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომსახურების დეპარტამენტის და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები/მომჩივნის მოთხოვნა არ არის შეფასებული და მოითხოვს დამატებით შესწავლას.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №9902 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა 2023 წლის 8 აპრილს საჩივარი წარადგინა შემოსავლების სამსახურში, რომლითაც არ ეთანხმებოდა პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავის ოდენობას. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №9902 ბრძანებით, საჩივარი დარჩა განუხილველი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის (გასაჩივრებულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება) საფუძველზე.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

8(5ა);101;272;

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტი;

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის N473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლი;