N 511 - 26/08/2014 - „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 26.08.2014
№ დოკუმენტი 511
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №511

2014 წლის 26 აგვისტო

ქ.თბილისი

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში (სსმ, 2008 წელი, №82, მუხლი 881) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სათანადო უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე, გასცემს შესაბამისი ფორმის საქონლის წარმოშობის სერტიფიკატს, გარდა პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ისა;“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე