N 360 - 23/10/2024 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 23.10.2024
№ დოკუმენტი 360
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №360

2024 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, №33, 31/03/2010 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) 120 და 121 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 120. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 127-ე – 132-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურები არ ვრცელდება სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებზე.

მუხლი 121. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 127-ე – 132-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურები გადახდილი უნდა იქნეს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის თვის მომდევნო კალენდარული თვის 5 რიცხვამდე.“;

ბ) 123 მუხლის:

ბ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156-ე – 158-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას პირი თავისუფლდება „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 541, 68-ე, 681, 82-ე, 821 და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან (გარდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული ფქვილის ან/და სეს ესნ-ის 2302 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული ქატოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისა).“;

ბ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული ფქვილის ან/და სეს ესნ-ის 2302 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული ქატოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას პირი თავისუფლდება „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156-ე და 158-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:

ა) 126-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;

ბ) 127-ე და 128-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1729768967885 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„127

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ფიზიკური პირის მხოლოდ შემოსავლების შესახებ არსებული და დამუშავებული ინფორმაციის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის საშუალებით მიწოდება.

შენიშვნა: ამ გრაფის მიზნებისთვის, შემოსავლების შესახებ ინფორმაცია მუშავდება „საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის“, „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის“ „ინფორმაცია საანგარიშო თვეში განხორციელებული განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ“ დანართი „ა“-ისა და „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე გადამხდელის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის“ მიხედვით.

 

ერთ პირზე ინფორმაციის მოთხოვნა – 0.4 ლარი

 

128

„eCustoms-სა“ და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დამუშავებული ინფორმაციის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის საშუალებით მიწოდება (გარდა 127-ე გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა)

 

ერთ პირზე ინფორმაციის მოთხოვნა – 0.5 ლარი“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი

ირაკლი კობახიძე

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე