ქონების აფასება (როდესაც თვითონ ააფასა) N 1414

1414 ქონების აფასება (როდესაც თვითონ ააფასა) - (ძალადაკარგული) 29.12.2010
№ დოკუმენტი 1414
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ქონების აფასება N 1414

ფაქტობრივი გარემოებები

•2002 წელს შეძენილი უძრავი ქონება 2009 წელს, საწარმოს მიერ 100 000 ლარიდან აფასებული იქნა 150 000 ლარამდე

•საწარმომ ქონების გადასახადი გადაიხადა აფასებული ღირებულებიდან. სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილ კოეფიციენტზე გამრავლების გარეშე

•ვარიანტი 1: საწარმომ აღნიშნული განახორციელა დამოუკიდებლად

•ვარიანტი 2: საწარმომ აღნიშნული განახორციელა კომპანიის რეკომენდაციით რომელიც არ შედის მთავრობის შესაბამის დადგენილებით განსაზღვრულ ნუსხაში

•ვარიანტი 3: საწარმომ აღნიშნული განახორციელა მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული აუდიტორული კომპანიის რეკომენდაციით

შეფასება

•სსკ-ის 273-ე მუხლის თანახმად, ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისათვის 2002 წელს შეძენილი დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება უნდა გამრავლდეს 2-ზე

•პირველ და მეორე ვარიანტში საწარმოს მიერ ქონების გადასახადი არასწორადაა გაანგარიშებული. ვინაიდან, დასაბეგრი ქონების ნარჩენი ღირებულება სსკ-ის 273-ე მუხლის თანახმად უნდა გამრავლებულიყო 2-ზე

•მესამე ვარიანტში პირის ქმედება მართლზომიერია ვინაიდან, იგი მოქმედებდა მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული აუდიტორული კომპანიის რეკომენდაციის მიხედვით

ღონისძიებები

•პირველ და მეორე ვარიანტში მოხდება დარიცხული ქონების გადასახადის კორექტირება და პირს დაერიცხება კუთვნილი ქონების გადასახადი

•პირველ და მე-2 ვარიანტში, სსკ-ის 132-ე მუხლის შესაბამისად საწარმო დაჯარიმდება დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის

•მესამე ვარიანტში პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება